ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2009


ამ პატარა...

ჩემს პატარა საქართველოს...
მის პატარა მთას და მდელოს...
ამ პატარა სიყვარულს და...
ამ პატარა სადღეგრძელოს...
ვიტყვი...ვუმღერ...
ვუცქერ... ვეტრფი...
შევხარი და ვუგალობებ
სიყვარულს და საქართველოს!



გულში დაჭრილი...
დასეტყვილი...
ღმერთს ვევედრები-
სულ ერთიბეწო სიხარული
მაინც მიბოძოს.
ერთს ვევედრები-
ორი უმწეო ღაბუა ჩიტი
დამიფრინოს და
უიმედო ქალი მიწოდოს!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები