ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


კახეთი

ვნახე კახეთი
-დაღარული შრომით მარჯვენა,
სივრცეს გავხედე
და ვიგრძენი  ქვეყნის გაჩენა

გავდა აკიდოს
ვენახების ასომთავრული,
ლერწზე ეკიდა
სიყვარულის ცეცხლი ფარული...

ზეცა შუქს ანთებს,
ალაზანი დინჯად დუდუნებს,
ვხედავ გუმბათებს
და მწვერვალებს  მზით დახუნძლულებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები