 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 აგვისტო, 2009 |
თეიმურაზ დოიაშვილი
’’აგევსოთ, რაც ხარვეზია’’ (ფრაგმენტი) …… მხატვრული აზროვნების ფორმების სტანდარტიზაცია პოეზიის აზრობრივ- ემოციური შინაარსის სტანდარტულობის სიგნალია.მართლაც,ახალგაზრდულ პოეზიაში არა ერთი და ორი მაგალითი გვხვდება იმისი, როდესაც თემა გავრცელებული სტერეოტიპების მიბაძვით მუშავდება.რეალური, საჭირბოროტო პრობლემების წვდომას, სინამდვილის რთული, წინააღმდეგობრივი შინააარსის ათვისებას ლიტერატურული შაბლონების გადმოღება ცვლის.
ლიტერატურაში ’’ლიტერატურული გზით’’’ შემოსვლის ტიპიური ნიმუშია იმედი ჯახუას პირველი წიგნი ’’გულის გალავანი’’ ( მერანი, 1982) ჩვენ წინაშეა პოეტი, რომელიც თვითანალიზის გზით ცდილობს ადამიანური არსებობის მოაზრებას, რომელიც არცთუ ურიგოდ ფლობს სათქმელის გამოთქმის ხელოვნებას. ასეთია პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ კრებულთან მეორე მიბრუნება ააშკარავებს, რომ ილუზორული სიღრმისა და ფილოსოფიურობის მიღმა ’’წიგნური’’ თემატიკა და განცდებია შეფარული.
თანამედროვე პოეზიაში უკვე მობეზრებამდე ნაცნობი ლირიკული გმირი, რომელიც დაეჭვებულია საკუთარ ფასეულობებში, მერყეობს, გვესაუბრება გაუცხოების მტანჯველ გრძნობაზე, დამსხვრეულ იმედებსა და იდეალებზე, რასაც გარეგნულად რეფექსიის სახით გვიმხელს. ი.ჯახუას პოეზიის სუბიექტი დამახასიათებელი სტერეოტიპის ერთი ნაირსახეობაა. ადამიანებს ნიღბები აქვთ აფარებული. ცხოვრება სცენაა, სადაც ყოველი პირვნება განსაზღვრულ როლს თამაშობს. კეთილშობილი კაცის ნიღბის მეორე მხარეს გაუსაძლისი ტკივილია, უღირსთ კი გულები გაუქვავებიათ., გულის გალავანი აუგიათ და მის მიღმა ნეტარებენ ცოდვა-მადლისაგან თავისუფალნი.. თავისუფალ ნებას მოკლებული ადამიანი იტანჯება მარტოობისა და უძლურების გამო...- აი,კრებულის ძირითადი თემატიკა . ი. ჯახუას პირველი კრებულის აზრობრივი შინაარსის ’წიგნურ’’ წარმოშობაზე ჩამოთვლილი თემებიც მეტყველებს. იქნებ ეს მოსათმენიც იყოს, პოეტსა ამ ნაცნობ სათქმელში რაიმე საკუთარი რომ რომ შეჰქონდეს. კითხულობ ლექსებს, იღებ ინფორმაციას, რომ პოეტი იტანჯება, მარტოა, უმძიმს, მაგრამ ვერ გრძნობ განცდის სინაღდეს. ეს იმიტომ, რომ გაუხსნელი რჩება განცდის კონკრეტული შინაარსი, იკარგება მისი გამომწვევი იმპულსები.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩამოთვლილ თემებს პოეტი ამუშავებს პირობითი ენით, ’’პოეტიზმებით’’, რომელიც არსებითად გამორიცხავს პოეტური ინდივიდუალობის გამოვლენას. ი.ჯახუა სისტემატურად მიმართავს სიტყვა-ცნების მეტაფორიზაციის მარტივ ხერხს, რის შედეგადაც უმთავრესი - ცნების კონკრეტული შინაარსი - უცნობი რჩება. ასე იქმნება, ვთქვათ ’’ხსოვნის საფლავი’’, ’’ხსოვნის სარდაფი’’, ’’ხსოვნის სანახი’’, ’’ხსოვნის ფსკერი’’, ’’ხსოვნის ღადარი’’ და ა.შ. ცნებას ’’ხსოვნა’’ მეტაფორულად რაღაც ნიშნები მიეწერება, ხოლო რა ახსოვს პოეტს, ეს საიდუმლოდ რჩება. ი.ჯახუას ლექსების პირველი კრებულის სათქმელიც და აზროვნების წყობაც აბსოლუტურად წიგნისმიერია. მისი ლექსები იმდენად მოწყვეტილია კონკრეტული განცდისაგან, რომ პიროვნება, ფაქტიურად, გამქრალია. წიგნში მე ორი ადგილი მოვნიშნე, რომლის დამუშავება-გააზრება პოეტს ზოგდობის ტყვეობიდან გაიყვანდა. მის ლექსებს ნიუანსობრივ სიახლეს მაინც მისცემდა:
და უფრო ეჭვით - ვიდრე იმედით, პირთამდე სავსე ჩემი სამყარო დანაღმულია მოლოდინით და საოცრებით.
და კიდევ:
და დღემდეის ვერ გამირკვევია, ბრალდებას ვისმენ თუ განაჩენს.
პირველი განწყობილების დამუშავება (’’ეჭვი’’- ’’იმედი’’) პიროვნების შინარეალობის წარმოჩენის თავისებურ შანსს იძლევა, ხოლო მეორე - ბიძგს ეთიკური ძიებისათვის. ეს შესაძლებლობანი, სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა. ი.ჯახუამ საკუთარი სიტყვის თქმას, რისკს ჯერჯერობით ’’ წიგნიერ’’ ლიტერატორთა რიგში დგომა არჩია. სწორედ ეს არ მიეტევება პირველი წიგნის ავტორს.
( თეიმურაზ დოიაშვილი, გუშინ დღეს ,ხვალ, ’’გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, თბილისი,1989, გვ178-180)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. ცირა ძვირფასო! აი ლინკი,რომელიც დაგეხმარებათ,ნაწილობრივი წარმოდგენა მაინც შეიქმნათ ამ პოლემიკის ისტორიაზე: http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=17357#comments
ცირა ძვირფასო! აი ლინკი,რომელიც დაგეხმარებათ,ნაწილობრივი წარმოდგენა მაინც შეიქმნათ ამ პოლემიკის ისტორიაზე: http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=17357#comments
46. ცირა ძვირფასო! სამწუხაროდ, ამჟამად თქვენ ვერ შესძლებთ,სრულყოფილად გაეცნოთ ამ პოლემიკის მთელ დინამიკას,რადგან საწყისი ნაწილი წაიშალა და პორტალის ადმინისტრაციამ , რომელსაც აღდგენის თხოვნით მივმართე, ეს ვეღარ შესძლო. ამდენად, სავსებით ბუნებრივი და გასაგებია ჩემთვის თქვენს კომენტარში გამოთქმული გაკვირვება. ვფიქრობ , ასე რომ არ მომხდარიყო,თქვენც ბუნებრივად და გასაგებად მოგეჩვენებოდათ ჩემი გადაწყვეტილება, საიტზე მომეთავსებინა აღნიშნული მასალა. გისურვებთ წარმატებებს! ცირა ძვირფასო! სამწუხაროდ, ამჟამად თქვენ ვერ შესძლებთ,სრულყოფილად გაეცნოთ ამ პოლემიკის მთელ დინამიკას,რადგან საწყისი ნაწილი წაიშალა და პორტალის ადმინისტრაციამ , რომელსაც აღდგენის თხოვნით მივმართე, ეს ვეღარ შესძლო. ამდენად, სავსებით ბუნებრივი და გასაგებია ჩემთვის თქვენს კომენტარში გამოთქმული გაკვირვება. ვფიქრობ , ასე რომ არ მომხდარიყო,თქვენც ბუნებრივად და გასაგებად მოგეჩვენებოდათ ჩემი გადაწყვეტილება, საიტზე მომეთავსებინა აღნიშნული მასალა. გისურვებთ წარმატებებს!
45. პუბლიცისტიკა როგორც ჟანრი მაინტერესებს; ამიტომაც შემოვირბინე ამ გვერდზე და გულახდილად რომ გითხრათ, იმას, რასაც გადავაწყდი, ჟანრობრივი სათაურიც კი ვერ მოვარგე.
რატომ გამოიტანეთ, ქალბატონო დებორა, 27 წლის წინ თეიმურაზ დოიაშვილის მიერ დაწერილი ნეგატიური კრიტიკა დღეს განსახილველად? თუკი მის შეფასებას იზიარებთ და ახლა ჩვენი აზრის გაგებაც გაინტერესებთ, მომიტევეთ და ეს ცოტათი უცნაურიც კია. ბატონ განდის კომენტარს ვუერთდები და ჩემი მხრიდან ვამატებ: თქვენ იმედი ჯახუას "გულის გალავანი" ჯერ საიტზე რომ გამოგექვეყნებინათ და თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული წერილი ზედ მერე მოგეყოლებინათ, ესეც ფრიად დიდი უცნაურობა იქნებოდა თქვენი მხრიდან, ქალბატონო დებორა.
ასე რომ, დოიაშვილის ამ ნაფტალინმოყრილი წერილის აქ მოშველიებას ცალსახად საეჭვო სუნი უდის და ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტია. პუბლიცისტიკა როგორც ჟანრი მაინტერესებს; ამიტომაც შემოვირბინე ამ გვერდზე და გულახდილად რომ გითხრათ, იმას, რასაც გადავაწყდი, ჟანრობრივი სათაურიც კი ვერ მოვარგე.
რატომ გამოიტანეთ, ქალბატონო დებორა, 27 წლის წინ თეიმურაზ დოიაშვილის მიერ დაწერილი ნეგატიური კრიტიკა დღეს განსახილველად? თუკი მის შეფასებას იზიარებთ და ახლა ჩვენი აზრის გაგებაც გაინტერესებთ, მომიტევეთ და ეს ცოტათი უცნაურიც კია. ბატონ განდის კომენტარს ვუერთდები და ჩემი მხრიდან ვამატებ: თქვენ იმედი ჯახუას "გულის გალავანი" ჯერ საიტზე რომ გამოგექვეყნებინათ და თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული წერილი ზედ მერე მოგეყოლებინათ, ესეც ფრიად დიდი უცნაურობა იქნებოდა თქვენი მხრიდან, ქალბატონო დებორა.
ასე რომ, დოიაშვილის ამ ნაფტალინმოყრილი წერილის აქ მოშველიებას ცალსახად საეჭვო სუნი უდის და ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტია.
44. იმედი ძვირფასო! სამწუხაროდ, თქვენს კატეგორიულ წინადადებას ვერ მივიღებ იმ სახით, როგორც თქვენ გსურთ, შემდეგი გარემოებების გამო: ნებისმიერ პოლემიკას, თუკი ის გონივრულად წარიმართება, სჭირდება სტრატეგია. მთლიანი სახით ამ სტრატეგიის შეხსენებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ორ პუნქტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: 1. პოლემიკაში მოჩქარე მხარე - წაგებულია. 2. მოიყვანე დაზუსტებული ფაქტები, რომელიც შენს პოზიციას უმყარებს მხარს. მიეცი მოწინააღმდეგეს საშუალება, თვითონ იზრუნოს საპირისპირო პოზიციის დამადასტურებელი ფაქტების მოპოვებაზე. მე ამ ორივე პირობას მუდამ ვიცავ. დინჯად ვსწავლობ ჩვენი დავის საგნის შესახებ არსებულ ფაქტოლოგიურ მასალებს, ამავე დროს, ველი თქვენს შეპირებულ პასუხსაც,რომ ერთიანი ხედვა ჩამომიყალიბდეს ყოველივე იმაზე,რასაც თქვენ ბრძანებთ და პასუხიც შესაბამისი მოგაგოთ.
თეიმურაზ დოიაშვილის სადისკუსიო მეთაურ წერილში, თქვენ გარდა, კიდევ ორმოცამდე პოეტის კრებულია განხილული. რაკი ამ ტიპის ტექსტი, ჟანრობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ იძლევა მეტი დეტალიზაციის საშუალებას, კრიტიკოსი ვრცელ ციტირებებს ვერ მიმართავდა სავსებით დაწუნებული (!!!) თქვენი კრებულიდან . მან მხოლოდ ის ორი ფრაგმენტი დაიმოწმა, რომელშიც ,მისი ვარაუდით , თუნდაც მცირედ ჩანდა შემოქმედებითი ზრდის პოტენცია და ეს , უთუოდ, თქვენი პიროვნების მიმართ სულგრძელობითაც იყო განპირობებული . მე მოველოდი, რომ თქვენს საპასუხო წერილში შეეცდებოდით დასაბუთებას, რომ კრიტიკოსის შენიშვნები არამართებულია და სათანადო ორიოდე მაგალითსაც მოიყვანდით . თქვენ მარტივი,თუმცა მყიფე ხერხი არჩიეთ - სცადეთ ,თეიმურაზ დოიაშვილი, პიროვნება, რომელიც არის არა მხოლოდ ქართული კრიტიკის,არამედ საერთოდ ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის გამორჩეული ფიგურა, საქმეში ჩაუხედავი მკითხველისათვის ნეგატიურად დაგეხასიათებინათ არალიტერატურული კუთხით.
ვფიქრობ, უნდა გახსოვდეთ ,რომ როდესაც თქვენ მიერ ნახსენებ მწერალთა ყრილობას შეუგზავნეთ წერილი ყრილობაზე დასწრების თხოვნით ( და არა რაიმე იდეოლოგიური პროტესტის სულისკვეთებით,ანუ ისე,როგორც ეს თქვენ გსურთ წარმოადგინოთ), მაშინ სრულიად ახალგაზრდა თეიმურაზ დოიაშვილი,რომელიც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ყრილობას , გამოეხმაურა თქვენს თხოვნას და ხელი მოუწერა თქვენს ლიდერს, მიხეილ ქურდიანს, ანუ მოიქცა ისე,როგორც უნდა მოიქცეს კაცი. (თუ ეს არ გახსოვთ, ან იმ დოკუმენტის ასლი თქვენთვის ხელმიუწვდომელია, შეგიძლიათ ,მიხეილ ქურდიანთან გადაამოწმოთ ინფორმაცია). თეიმურაზ დოიაშვილს სხვისი სამეურვეო არასოდეს არაფერი სჭირს,მაგრამ რაკი ამაზე საუბარი მიხდება,იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი,რომელიც კომუნისტების მიერ ორჯერ იქნა მოხსნილი ჯერ ალმანახ ''კრიტიკის '' მთავარი რედაქტორის,შემდგომ ჟურნალ ''ქართული მწერლობის'' მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან , ხოლო ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ,უკან მობრუნებულმა კომუნისტებმა თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ იმით დაადასტურეს,,რომ მესამედ მოხსნეს , ამჯერად ჟურნალ ''ცისკრის '' მთავარი რედაქტორობიდან (1992 6 იანვარი !) სწორედ თავისი პირუთვნელი , პრიმციპული კრიტიკული პოზიციის გამო . არ მგონია, პოეტსა და ზოგადად, ადამიანს ღირსებას მატებდეს ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა,როდესაც პოლემიკის საგანთან დაკავშირებით სხვა, დასაბუთებული არგუმენტის მოძიება უჭირს. რას ვგულისხმობ? მრავალს რასმე,მაგრამ აქ მხოლოდ ერთს დავიმოწმებ :
'' ვიღაც დოიაშვილის, დებორასებრ ხელმოცარული ყოფილი ყოვლად უნიჭო ლექსების მჯღაბნელის ''..
რამდენადაც მე ფაქტობრივი მასალის შესწავლის საფუძველზე გამოვარკვიე, , გასული საუკუნიდან დღემდე არ არსებობს რაიმე ბეჭდური გამოცემა,სადაც ოდესმე გამოქვეყნებულა თეიმურაზ დოიაშვილის თუნდაც ერთი ლექსი. თუ მე ვცდები.დაასახელეთ ასეთი გამოცემა(ზუსტი მითითებით), ან უმჯობესია, დადოთ აქ მისი რაიმე ლექსი(ცხადია, ბეჭდური წყაროს მითითებით). თუ თქვენ ამას შესძლებთ,საჯარო პირობას ვიძლევი,საკუთარი ხელით გავნათავსო არა მხოლოდ თქვენი ყველა პოეტური კრებული, არამედ თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული წერილებიც ინტერნეტში, რა ხარჯებსა და შრომასთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული ამის გაკეთება.ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებთ, ცილისწამებაზე მთელი პასუხისმგრბლობა თქვენ დაგეკისრებათ.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით გავიმეორებ: დიდი სურვილი მაქვს, დავრჩეთ ლიტერატურის ფარგლებში, ანუ ვისაუბროთ ლიტერატურის შესახებ ლიტერატურული ენით. სხვა ყველაფერი, მენდეთ, ფუჭია.
იმედი ძვირფასო! სამწუხაროდ, თქვენს კატეგორიულ წინადადებას ვერ მივიღებ იმ სახით, როგორც თქვენ გსურთ, შემდეგი გარემოებების გამო: ნებისმიერ პოლემიკას, თუკი ის გონივრულად წარიმართება, სჭირდება სტრატეგია. მთლიანი სახით ამ სტრატეგიის შეხსენებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ორ პუნქტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: 1. პოლემიკაში მოჩქარე მხარე - წაგებულია. 2. მოიყვანე დაზუსტებული ფაქტები, რომელიც შენს პოზიციას უმყარებს მხარს. მიეცი მოწინააღმდეგეს საშუალება, თვითონ იზრუნოს საპირისპირო პოზიციის დამადასტურებელი ფაქტების მოპოვებაზე. მე ამ ორივე პირობას მუდამ ვიცავ. დინჯად ვსწავლობ ჩვენი დავის საგნის შესახებ არსებულ ფაქტოლოგიურ მასალებს, ამავე დროს, ველი თქვენს შეპირებულ პასუხსაც,რომ ერთიანი ხედვა ჩამომიყალიბდეს ყოველივე იმაზე,რასაც თქვენ ბრძანებთ და პასუხიც შესაბამისი მოგაგოთ.
თეიმურაზ დოიაშვილის სადისკუსიო მეთაურ წერილში, თქვენ გარდა, კიდევ ორმოცამდე პოეტის კრებულია განხილული. რაკი ამ ტიპის ტექსტი, ჟანრობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ იძლევა მეტი დეტალიზაციის საშუალებას, კრიტიკოსი ვრცელ ციტირებებს ვერ მიმართავდა სავსებით დაწუნებული (!!!) თქვენი კრებულიდან . მან მხოლოდ ის ორი ფრაგმენტი დაიმოწმა, რომელშიც ,მისი ვარაუდით , თუნდაც მცირედ ჩანდა შემოქმედებითი ზრდის პოტენცია და ეს , უთუოდ, თქვენი პიროვნების მიმართ სულგრძელობითაც იყო განპირობებული . მე მოველოდი, რომ თქვენს საპასუხო წერილში შეეცდებოდით დასაბუთებას, რომ კრიტიკოსის შენიშვნები არამართებულია და სათანადო ორიოდე მაგალითსაც მოიყვანდით . თქვენ მარტივი,თუმცა მყიფე ხერხი არჩიეთ - სცადეთ ,თეიმურაზ დოიაშვილი, პიროვნება, რომელიც არის არა მხოლოდ ქართული კრიტიკის,არამედ საერთოდ ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის გამორჩეული ფიგურა, საქმეში ჩაუხედავი მკითხველისათვის ნეგატიურად დაგეხასიათებინათ არალიტერატურული კუთხით.
ვფიქრობ, უნდა გახსოვდეთ ,რომ როდესაც თქვენ მიერ ნახსენებ მწერალთა ყრილობას შეუგზავნეთ წერილი ყრილობაზე დასწრების თხოვნით ( და არა რაიმე იდეოლოგიური პროტესტის სულისკვეთებით,ანუ ისე,როგორც ეს თქვენ გსურთ წარმოადგინოთ), მაშინ სრულიად ახალგაზრდა თეიმურაზ დოიაშვილი,რომელიც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ყრილობას , გამოეხმაურა თქვენს თხოვნას და ხელი მოუწერა თქვენს ლიდერს, მიხეილ ქურდიანს, ანუ მოიქცა ისე,როგორც უნდა მოიქცეს კაცი. (თუ ეს არ გახსოვთ, ან იმ დოკუმენტის ასლი თქვენთვის ხელმიუწვდომელია, შეგიძლიათ ,მიხეილ ქურდიანთან გადაამოწმოთ ინფორმაცია). თეიმურაზ დოიაშვილს სხვისი სამეურვეო არასოდეს არაფერი სჭირს,მაგრამ რაკი ამაზე საუბარი მიხდება,იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი,რომელიც კომუნისტების მიერ ორჯერ იქნა მოხსნილი ჯერ ალმანახ ``კრიტიკის `` მთავარი რედაქტორის,შემდგომ ჟურნალ ``ქართული მწერლობის`` მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან , ხოლო ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ,უკან მობრუნებულმა კომუნისტებმა თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ იმით დაადასტურეს,,რომ მესამედ მოხსნეს , ამჯერად ჟურნალ ``ცისკრის `` მთავარი რედაქტორობიდან (1992 6 იანვარი !) სწორედ თავისი პირუთვნელი , პრიმციპული კრიტიკული პოზიციის გამო . არ მგონია, პოეტსა და ზოგადად, ადამიანს ღირსებას მატებდეს ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა,როდესაც პოლემიკის საგანთან დაკავშირებით სხვა, დასაბუთებული არგუმენტის მოძიება უჭირს. რას ვგულისხმობ? მრავალს რასმე,მაგრამ აქ მხოლოდ ერთს დავიმოწმებ :
`` ვიღაც დოიაშვილის, დებორასებრ ხელმოცარული ყოფილი ყოვლად უნიჭო ლექსების მჯღაბნელის ``..
რამდენადაც მე ფაქტობრივი მასალის შესწავლის საფუძველზე გამოვარკვიე, , გასული საუკუნიდან დღემდე არ არსებობს რაიმე ბეჭდური გამოცემა,სადაც ოდესმე გამოქვეყნებულა თეიმურაზ დოიაშვილის თუნდაც ერთი ლექსი. თუ მე ვცდები.დაასახელეთ ასეთი გამოცემა(ზუსტი მითითებით), ან უმჯობესია, დადოთ აქ მისი რაიმე ლექსი(ცხადია, ბეჭდური წყაროს მითითებით). თუ თქვენ ამას შესძლებთ,საჯარო პირობას ვიძლევი,საკუთარი ხელით გავნათავსო არა მხოლოდ თქვენი ყველა პოეტური კრებული, არამედ თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული წერილებიც ინტერნეტში, რა ხარჯებსა და შრომასთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული ამის გაკეთება.ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებთ, ცილისწამებაზე მთელი პასუხისმგრბლობა თქვენ დაგეკისრებათ.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით გავიმეორებ: დიდი სურვილი მაქვს, დავრჩეთ ლიტერატურის ფარგლებში, ანუ ვისაუბროთ ლიტერატურის შესახებ ლიტერატურული ენით. სხვა ყველაფერი, მენდეთ, ფუჭია.
43. ________________________________________ 5. იმედი ძვირფასო! რამდენიმე დღეა,ინტერესით ველი თქვენი წერილის დასრულებას.იმედია,არ გადაგიფიქრებიათ.იქნებ პირადი შეტყობიებით მაცნობოთ,სად, რომელი ნიკით მოათავსებთ, რომ არ გამომრჩეს. დებორა. 2009-08-20 09:32:18 ________________________________________
დილა მშვიდობის, ნინო! თუ ჩემი წერილის მეორე ნაწილი ყურადღებით წაიკითხე, იქ გარკვევით წერია, რა პირობების შესრულების შემდეგ გავაგრძელებ შენთან საუბარს. სხვათაშორის იქ ერთი რამ დამავიწყდა: არა მარტო პირველი წიგნის დასკანერება და აქ დადება მიმაჩნია აუცილებლად, არამედ მომდევნო სამი წიგნისაც. რაკი შენ წინა სამზე ხელი მიგიწვდება (მე სამწუხაროდ არცერთი მათგანის არცერთი ეგზემპლარი არ გამაჩნია... მეოთხე კი კომპში მაქვს და მე თვითონ განვათავსებ), და გარდა ამისა, შენ მე მეკითხები - ქართულმა კრიტიკამ (იგივე დოიაშვილმა - შენის ღრმა რწმენით , ეს ხომ სინონიმებია!..) რომ თავის დროზე ( ანუ პირველი წიგნის გამოსვლისთანავე) ადგილი მიმიჩინა ქართულ პოეზიაში, იქიდან დღემდე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გავდგი (თუ დასჯილი და კუთხეში მიყენებული მოწაფესავით კვლავაც მორჩილად ვდგავარ იქ...)... ამის შესამოწმებლად ეს აუცილებლად მიმაჩნია... სხვაგვარად ძალიან უთანასწორო პაექრობა გამოგვივა: უფალმა დოიაშვილმა თავისი ,,კომპეტენტური'' სიტყვა ბრძანა საჯაროდ, მე კი ჩემი მწირი საბუთების მოტანის საშუალებაც არ გამაჩნია... სადაც სამართალია, ორივე საბუთი სრულად შენვე უნდა გამოგეტანა სამსჯავროზე და რადგან ამაზე თავიდან არ გიზრუნია, მე დაგვიანებით მაინც სრული უფლება მაქვს ამის კატეგორიულად მოთხოვნისა...მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ჩვენს ურაკელ მეგობრებს, თავად შეაფასონ ყველაფერი... ეს ხომ უკვე ჩემი და შენი გასარკვევი არ არის მხოლოდ... ასე მესახება მე ერთადერთი სწორი გზა სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად, რაც, მიმაჩნია, მხოლოდ ცალმხრივი ,,დოკუმენტური არგუმენტირებით '' ჩემს მიმართ ჯერჯერობით დარღვეულია
________________________________________ 5. იმედი ძვირფასო! რამდენიმე დღეა,ინტერესით ველი თქვენი წერილის დასრულებას.იმედია,არ გადაგიფიქრებიათ.იქნებ პირადი შეტყობიებით მაცნობოთ,სად, რომელი ნიკით მოათავსებთ, რომ არ გამომრჩეს. დებორა. 2009-08-20 09:32:18 ________________________________________
დილა მშვიდობის, ნინო! თუ ჩემი წერილის მეორე ნაწილი ყურადღებით წაიკითხე, იქ გარკვევით წერია, რა პირობების შესრულების შემდეგ გავაგრძელებ შენთან საუბარს. სხვათაშორის იქ ერთი რამ დამავიწყდა: არა მარტო პირველი წიგნის დასკანერება და აქ დადება მიმაჩნია აუცილებლად, არამედ მომდევნო სამი წიგნისაც. რაკი შენ წინა სამზე ხელი მიგიწვდება (მე სამწუხაროდ არცერთი მათგანის არცერთი ეგზემპლარი არ გამაჩნია... მეოთხე კი კომპში მაქვს და მე თვითონ განვათავსებ), და გარდა ამისა, შენ მე მეკითხები - ქართულმა კრიტიკამ (იგივე დოიაშვილმა - შენის ღრმა რწმენით , ეს ხომ სინონიმებია!..) რომ თავის დროზე ( ანუ პირველი წიგნის გამოსვლისთანავე) ადგილი მიმიჩინა ქართულ პოეზიაში, იქიდან დღემდე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გავდგი (თუ დასჯილი და კუთხეში მიყენებული მოწაფესავით კვლავაც მორჩილად ვდგავარ იქ...)... ამის შესამოწმებლად ეს აუცილებლად მიმაჩნია... სხვაგვარად ძალიან უთანასწორო პაექრობა გამოგვივა: უფალმა დოიაშვილმა თავისი ,,კომპეტენტური`` სიტყვა ბრძანა საჯაროდ, მე კი ჩემი მწირი საბუთების მოტანის საშუალებაც არ გამაჩნია... სადაც სამართალია, ორივე საბუთი სრულად შენვე უნდა გამოგეტანა სამსჯავროზე და რადგან ამაზე თავიდან არ გიზრუნია, მე დაგვიანებით მაინც სრული უფლება მაქვს ამის კატეგორიულად მოთხოვნისა...მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ჩვენს ურაკელ მეგობრებს, თავად შეაფასონ ყველაფერი... ეს ხომ უკვე ჩემი და შენი გასარკვევი არ არის მხოლოდ... ასე მესახება მე ერთადერთი სწორი გზა სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად, რაც, მიმაჩნია, მხოლოდ ცალმხრივი ,,დოკუმენტური არგუმენტირებით `` ჩემს მიმართ ჯერჯერობით დარღვეულია
42. იმედი ძვირფასო! რამდენიმე დღეა,ინტერესით ველი თქვენი წერილის დასრულებას.იმედია,არ გადაგიფიქრებიათ. იმედი ძვირფასო! რამდენიმე დღეა,ინტერესით ველი თქვენი წერილის დასრულებას.იმედია,არ გადაგიფიქრებიათ.
41. ''აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია''.
ჩემი მესამე წერილი საიტის ადმინისტრაციას,გადაგზავნილი პირადი შეტყობინებით (ასლი) :
''ძვირფასო ადმინისტრაცია!
ამ რამდენიმე დღის წინ გამოგიგზავნეთ ორი წერილი, სადაც მოგმართავდით თხოვნით, აღგედგინათ ჩემ მიერ შემთხვევით წაშლილი ერთი მასალა: პოეზიის რუბრიკაში დებორას ან დიოტიმას ნიკით მოთავსებული ლექსი, ''ეგ --არაფერი!'' ,თავისი კომენტარებიანად. (გთხოვთ,შეამოწმოთ შეტყობინებათა ფოსტა). სამწუხაროდ, დღემდე ველი და მასალა არ არის აღდგენილი,არ მიმიღია არც თქვენი პასუხი, შესაძლებელია თუ არა ეს ტექნიკურად. რაკი აღნიშნულ მასალას მნიშვნელობა აქვს ბატონ იმედი ჯახუასა და ჩემს შორის მიმდინარე პოლემიკისთვის,როგორც დოკუმენტს,კიდევ ერთხელ,უმორჩილესად გთხოვთ, თუ შესაძლებელია, აღადგინოთ იგი, ხოლო თუ შეუძლებელი - მაცნობოთ ამის თაობაზე. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.''
``აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია``.
ჩემი მესამე წერილი საიტის ადმინისტრაციას,გადაგზავნილი პირადი შეტყობინებით (ასლი) :
``ძვირფასო ადმინისტრაცია!
ამ რამდენიმე დღის წინ გამოგიგზავნეთ ორი წერილი, სადაც მოგმართავდით თხოვნით, აღგედგინათ ჩემ მიერ შემთხვევით წაშლილი ერთი მასალა: პოეზიის რუბრიკაში დებორას ან დიოტიმას ნიკით მოთავსებული ლექსი, ``ეგ --არაფერი!`` ,თავისი კომენტარებიანად. (გთხოვთ,შეამოწმოთ შეტყობინებათა ფოსტა). სამწუხაროდ, დღემდე ველი და მასალა არ არის აღდგენილი,არ მიმიღია არც თქვენი პასუხი, შესაძლებელია თუ არა ეს ტექნიკურად. რაკი აღნიშნულ მასალას მნიშვნელობა აქვს ბატონ იმედი ჯახუასა და ჩემს შორის მიმდინარე პოლემიკისთვის,როგორც დოკუმენტს,კიდევ ერთხელ,უმორჩილესად გთხოვთ, თუ შესაძლებელია, აღადგინოთ იგი, ხოლო თუ შეუძლებელი - მაცნობოთ ამის თაობაზე. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.``
40. ისე ბატონი ი. ჯახუას შემოქმედებასა და კომენტარებს თუ გადახედავთ, თავისუფლად იტყვით რომ იგი არასამრთლიანია. თუ ასე კაარგად შეუძლია სხივისი შდმოქმედების უარყოფითად შეფასება, მაშინ საკუთარს ალბათ იმიტომ არ შეაფასებდა რომ წაკითხვის გირსადაც არ ჩათვლიდა :D - ეს ისე ხუმრობით და რეალურად კი ნამდვილად არ იმსახურებს (კომენტარებიდან გამომდინარე) მისი პიროვენების დადებით შფასებას ალბათ ქალბატონო დებორა მაგიტომაც თითქმის ვერც ერთ მის ნაწარმოებში ვერ აგმოაჩინეთ მისი პიროვნული მახასიათებლები და შესაბამისად არც უნდა გაგკვირვებოდათ, თქვენივე კრიტიკიდან გამომდინარე :) ისე ბატონი ი. ჯახუას შემოქმედებასა და კომენტარებს თუ გადახედავთ, თავისუფლად იტყვით რომ იგი არასამრთლიანია. თუ ასე კაარგად შეუძლია სხივისი შდმოქმედების უარყოფითად შეფასება, მაშინ საკუთარს ალბათ იმიტომ არ შეაფასებდა რომ წაკითხვის გირსადაც არ ჩათვლიდა :D - ეს ისე ხუმრობით და რეალურად კი ნამდვილად არ იმსახურებს (კომენტარებიდან გამომდინარე) მისი პიროვენების დადებით შფასებას ალბათ ქალბატონო დებორა მაგიტომაც თითქმის ვერც ერთ მის ნაწარმოებში ვერ აგმოაჩინეთ მისი პიროვნული მახასიათებლები და შესაბამისად არც უნდა გაგკვირვებოდათ, თქვენივე კრიტიკიდან გამომდინარე :)
39. ამ გვერდის კანონიერ მფლობელს წინასწარ ვაუწყებ, რომ ქვემოთ მისთვის არცთუ საუბარი მექნება მისივე წერილობით და დოკუმენტალურად დაფიქსირებული არაერთი უხამსი გამოხდომების გარშემო... მეგობარ და კოლეგა თანასაიტელებს წინასწარ ვუხდი ბოდიშს ზოგიერთი მმეტნაკლები უხეშობისათვის, რომელიც შესაძლოა გამეპაროს სიჩქარეში, რადგან ვერც დღეს მოვახერხე ამ თემისათვის დროულად დამეჭირა თადარიგი... ხოლო ყოველივე ქვემოთთქმულისათვის ჩემსა და დებორას შორის ვის ეკუთვნის ბოდიშის მოხდა ერთმანეთის წინაშე, ამაზე ყველამ შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ... ახლა კი დებორას ეერთი კითხვა მინდა დავუსვა, სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდე: - ყურმოკვრით მაინც თუ გაგიგია, ვისი დავალებით და რომელი ახალგაზრდა პოეტების ჯგუფის წინააღმდეგ დაწერა ეს სამარცხვინო პასკვილი დოიაშვილმა, ან 1981 წლის მწერალთა მე-9 ყრილობის გახსნის დღეს ახალგაზრდა მწერლების ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილ მანამდე გაუგონარ აქციაზე თუ გსმენია რამე, დილის 9 საათიდან საღამოს 17 საათამდე რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი მთავრობის სახლის წინ, სადაც მილიციასთან საკმაოდ სერიოზული შეხლა-შემოხლის შემდეგ, ( რომელშიც მაშინდელი ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსიც აქტიურად მონაწილეობდა) 25-მდე ახალგაზრდა პოეტი და პროზაიკოსი, რომელთა უმრავლესობას ჯერ პირველი წიგნებიც არ გვქონდა გამოცემული (თუმცა ამ დროს მე პირადად პუბლიკაციის 17 წლის ,,სტაჟი’’ მქონდა), შევარდნაძის უშუალო ბრძანებით შეგვიყვანეს მთავრობის სასახლეში. თუმცა მანამდე იყო სერიოზული და აშკარა მცდელობა, ბუნკერში ჩვენი გაურკვეველი დროით გამომწყვდევისა და ბუნკერის 7 თუ 9 ჭიშკარიც გაგვატარეს… . (ამაზე მალე ჯახუ გიორგიანის ნიკით ცალკე მოგომებას დავდებ.).... მხოლოდ გარეთ მყოფი ჩვენი მარდამჭერების სიმრავლემ გადააფიქრებინა შევარდნაძეს ეს ,,კეთილი განზრახვა”. ეს საკმაოდ გრძელი ისტორიაა და მას სხვა დროს ჩემს მოგონებებში აუცილებლად დავდებ, რისთვისაც ერთი ნიკი საგანგებოდ გავხსენი. ეს სხვა რამის გამო გავიხსენე, რადგან ეს კავშირშია დოიაშვილთანაც და იმ დავალებასთანაც, რომელიც სწორედ დოიაშვილს მისცეს და არა სხვას… თავის დროზე ამაზე ყველა იტყვის თავის სათქმელს და შენც მაშინ მაინც მიხვდები ალბათ, რა ხვითოც მოინდომე ჩემს ,,სამსჯავროზე’’ ,,მთავარ მოწმედ’’ მოგეყვანა… ამაზეა ნათქვამი - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო!
ახლა კი უფრო ახლო თემებზე გადავიდეთ... დებორა, შენ ხომ წესიერად კი არა, სართოდაც არ მიცნობ, არც ჩემი წარსული იცი და არც დღევანდელობა…ამ დროს რა დონეზე უნდა გქონდეს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ასეთი რამეები ან იკადრო, ან, ბოლოს და ბოლოს - გამიბედო! შიშის გრძნობა მაინც ხომ ნებისმიერ ცხოველსაც კი აქვს უფრო ძლიერი ცხოველის მიმართ!.. ჩემი სიძლიერე კი ამ შემთხვევაში ჩემი სიმართლეა, რომელზედაც შენ წარმოდგენაც არა გაქვს და არც დაინტერესებულხარ ჯერ, რომ გქონოდა… ასე ხომ ძალიან სულელი დედაკაცები იქცევიან მხოლოდ?!. ახლავე აგიხსნი ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ (შენი ამ შემთხვევაში ასეთი ,,მონდომებით'' გამომჟღავნებული აზროვნების მიზერული უნარიდან გამომდინარე!), რომ ვერასოდეს მიხვდები, რაზე ვსაუბრობ… ამიტომ ჯერ ბოლო პასკვილის ,,წვრილად’’ განხილვით დავიწყოთ. მერე უკუსვლით იქამდე მივალთ, სადაც შენი თავხედობა ყოვლად უბოდიშოდ და უმიზეზოდ პირდაპირ სოკოსავით ერთბაშად ამოიზარდა და თავიდან დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან კაცისთვის ქეიფი და დროსტარება მეგობრებში და თუნდაც ლამაზმანებში სულაც არაა იგივე, რაც ქალისთვის ბოზობა და კაცს ლოთობა და მექალთანეობა რომც დააბრალო კიდეც, ამისთვის ჩინმენდლებს არავინ ჩამოართმევს… მაგრამ ცილისწამება მაინც ერთი მძიმე ცოდვათაგანია და შენ ისე იოლად დგამ ამ ცოდვაში ორივე ფეხს რომ აშკარად ჩანს - მეტი რომ გქონდეს არც მაგათ დაიშურებდი… მაინც რის საფუძველზე აფრქვევ ასეთ სიბრძნეს: 1. ,.ვიცი ,სიმთვრალე შემამსუბუქებელი კი არა,დამამძიმებელი გარემოებაა, მაგრამ მაინც”. 2. ,,ახლა დავრწმუნდი,რომ ალოგიკურობა ,დილეტანტიზმი, შეზღუდული ესთეტიკური გემოვნება მხოლოდ სიმთვრალით როდია გამოწვეული”.
შენი მწირი ფანტაზია ჩემს ერთ სტრიქონზე ჩაიციკლა და მთელი შენი ,,ბრძნული სენტენციები’’ ამ ნიადაგზე აღმოცენდა შხამიანი სოკოებივით…
ახლა ხსნასავით მინდა დათრობა და ვტოვებ ოთხი კედლის გარემოს... ვარ უკვე აღარაფრის დამთმობი (მუზათა დავთმე ლამის ჰარემი!..)...
და შენი ეს მწირი ფანტაზიაც იმდენად გახევებულია, რომ ვერ წარმოგიდცენია შიშველი ნატურალიზმის გარდა პოეზიაში თუ არსებობს პოეტური პირობითობა, არტისტიზმი, გადატანითი მნიშვნელობით რისიმე თქმა… რაკი შენ არ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ პოეზიაში არსებობს კიდევ განზოგადება, კონკრეტული ფაქტებიდან სრულიად განყენებული და ღრმა დასკვნის გაკეთების საშუალებაც და აუცილებლობაც, ამიტომ პირდაპირ აქედან არც აციე არც აცხელე და ასეთ სისულელეს წერ:
13. ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრტელობაზე,იგი მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მორალური თვალსაზრისით. ( ეს პირდაპირ გენიალური აღმოჩენაა! ი.ჯ.)
ე.ი. შენი მოკლე ჭკუით კიდეც ჭრი და კიდეც კერავ! ჯერ ხომ დაასაბუთე ზემოთ მოყვანილი სტრიქონიდან, რომ მე გამოუსწორებელი ლოთბაზარა ვინმე ვარ, ახლა ამ საშინელი სენის მავნეობაზე მმოძღვრავ, თან არა მარტო ჩემი პირადი ჟანმრთელობისათვის (მარტო ეს რომ იყოს, ვინ მამაძაღლი!..), რაც ყველაზე მიუტევებელი ცოდვაა: თურმე ეს ჩემი უმსგავსი ცხოვრების წესი ,,მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მორალური თვალსაზრისით.’’ აი, ეს კი ნამდვილად არის შენი ,,სადოქტორო'' ლოგიკური აზროვნების მწვერვალი!.. თან ამ უმსგავსობას და უტვინობას წამდაუწუმ იმეორებ ყველა შემთხვევაში, როცა კი საჭიროდ მიიჩნევ იმავე ყოვლად განუვითარებელი ლოგიკური აზროვნების წყალობით! ამან მომცა საბაბი, რომ შენთან ეგზომ სახალისო ტ ა ლ ღ ა ზ ე შენს მერვე გადაყვანილი პოლემიკა უფრო სახალისო რ ე ლ ს ე ბ ზ ე გადამეყვანა, რადგან ტ ა ლ ღ ა მ მაინც გულის ზიდება იცის და რ ე ლ ს ე ბ ი რაც არ უნდა იყოს, მყარად მაინც არის მიწაზე დამაგრებული… ამას უკავშირდება ის იუმორგარეული ირონია (თუ პირიქით!), გალაკტიონის, ცისფერყანწელებისა თუ ნიკალას ნათელი სულების შეწუხება რომ მაიძულა… ჩემი ცხოვრების წესზე შენ წარმოდგენაც არა გაქვს, მაგრამ ეს ღრმადპატივცემული პერსონები რომ ძირგამომთხრელ ,,მავნე გავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე მორალური თვალსაზრისით”, ეს ხომ საქვეყნოდ ცნობილია და რომ ესენი და მსგავსნი მათნი არა, ხომ იქნებოდა ახლა ეს ჩვენი ამორალური საზოგადოება, ( სადაც შენნაირები ,,სტიხოლოგიის დოქტორები’’ და პროფესორები არიან, ჩემნაირი გამოუსწორებელი ლოთები კი მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ის ბოლო კურსიდან გარიცხულები), უმაღლეს საფეხურზე კაცობრიული მორალისა და ზნეობისა?!. თუ გაგიგია მაინც ოდესმე, რომ ჩემს რამდენიმე თანაკურსელთან ერთად 1970 წელს იმ კომკავშირის ბილეთი მივუგდე პატრონს, რომლის თბილ ბუდეშიც შენ და შენნაირი სასახელო კომკავშირელი აქტივისტები მომავალ გენიოსებად დაფრთიანდნენ?!. ან თუ მიხვდები, რატომ გამრიცხეს მეხუთე კურსის ბოლოს მე, ვინც კათედრაზე ერთადერთი და გარანტირებული პრეტენდენტი ვიყავი ჩემი სპეციალობით ასპირანტურაში სწავლის გაგძელებისა, ვინც საკურსო შრომაში, რაც მხოლოდ რამდენიმე გვერდიანი კომპილაციური ნაშრომის დაწერასა და მის დაზუთხვასღა თვალისწინებდა, თორმეტფურცლიანი რვეულის სამიოდე გვერდზე 7 აღმოჩენა დავატიე და რომლის დაცვასაც, როგორც სენსაციას, თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ყველა მათემატიკის კათედრის პასუხისმგებელი წარმომადგენელი ესწრებოდა… მაინც რისთვის უნდა გავერიცხეთ, როგორ ფიქრობ, თანაც ოთხი გამოცდა ფრიადზე მქონდა ჩაბარებული და მეხუთის ასევე ჩაბარებას ვაპირებდი, რომ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ… ის საკურსო კი ფაქტიურად დიპლომის დაცვსაც ნიშნავდა და თითქმის ერთდროულად საკანდიდატო დისერტაციისაც… ვერ მიხვდები შენ ამდენს და არცააა აუცილებელი, რადგან შენთვის კომკავშირის ცეკას ხელის ბიჭი ,,მთელი 80-ანი წლების ქართული კრიტიკაა’’, რომელმაც მე ,,ჩემი ადგილი მიმიჩინა ქართულ ლიტერატურაში, საიდანაც დღემდე ერთი ნაბიჯითაც არ წავწეულვარ წინ’’… დარწმუნებული ვარ, შენი სადოქტორო ნაშრომი ამ გენიალური აღმოჩენის დონეზეც ვერ იქნებოდა!.. ეს შენთვის უკვე პირდაპირ აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევის 100%-ან შანსს გაძლევს, რადგან, რაც მე ვუყურებ, ესაა შენი აზროვნების ნამდვილი შედევრი! შენი ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, შენივე ჰალუცინაციურ ფანტაზიებზე დაფუძნებული შენივე დასკვნების წყალგაუვალობისა თავადვე რომ გჯერა!..ჯერ ხომ ის ანტიალკოჰოლური დამოძღვრა იყო შენი ,,თავაზიანობის ქრესტომათიული ნიმუში'', მერე - დოიაშვილი ისეთივე მეტრი ქართული კრიტიკისა, როგორიც თავად მიგაჩნია თავი ,,თანამედროვე მოდერნისტული სტიხოლოგიის დოქტორად’’ და მეტრად..., (შეთავსებით კი ,,ურაკსაიტის დამწყებ ლექსისმცხობელთა მანუფაქტურის დამფუძნებელი და შეფი’’ ხარ!..)… და ყოველივე ამის შემდეგ კი ასეთი, ,,მეცნიერული თავაზიანობის’’ კიდევ ერთი უნიკალური ნიმუში: ,,ახლა დავრწმუნდი,რომ ა ლ ო გ ი კ უ რ ო ბ ა , დ ი ლ ე ტ ა ნ ტ ი ზ მ ი, შ ე ზ ღ უ დ უ ლ ი ე ს თ ე ტ ი კ უ რ ი გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა მხოლოდ სიმთვრალით როდია გამოწვეული. ხომ არ გეჩვენება, რომ აქ სიტყვა ,,სიმთვრალე’’ სავსებით ალოგიკურად არის გამოჩხერილი და მხოლოდ შენი, ადამიანის პიროვნებისადმი ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა?!., შენთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ - ზღვარსგადასული თავხედობისა?!. ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილ ორ ციტატაში და არმოყვანილ კიდევ არაერთ შენს გენიალურ ფრაზაში, რომლებსაც საჭიროებისამებრ ქვემოთ მოვიხმობ… შენ ვალდებული ხარ, ჯერ ამ სიტყვის ჩემთან მიმართებაში ხმარების ან მორალური, ან იურიდიული უფლება რომ გაქვს, ის დაასაბუთო ნებისმიერი საშუალებით, ხოლო ამის შემდეგ ასევე მომიყვანო ჩემი კომენტარებიდან და წერილებიდან იმავე ციტატაში ჩემს მიერ ხაზგასმით გამოყოფილი ბრალდებების დამადასტურებელი მაგალითები თუ საბუთები!.. ორივე ჩემი ამ მოთხოვნის შესრულებას მთელი კატეგორიულობით მოვითხოვ!.. ვერ იტყვი, რომ ამის სრული უფლება არა მაქვს! ამას უნდა მიუმატო აქ გამჟღავნებული შენი დასკვნის დამტკიცება ჩემი უვიცობის შესახებ ნებისმიერ იმ საკითხში, რაზეც გვქონდა კამათი და ასევე იმის დამტკიცება, რომ მე საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას ვცდილობ!
,,რატომ ცდილობთ საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას? რამდენად კეთილსინდისიერი საქციელია საკუთარი უ ვ ი ც ო ბ ი ს ცოდნად გასაღება მათ წინაშე’’
ერთ საკმაოდ უაზროდ ბუნდოვან წერილსა თუ კომენტარში რაღაც ტერმინებზე მესაუბრები, რომლებისაც თურმე მე არაფერი გამეგება და მათი აზრისა და მნიშვნელობის ახსნას მთავაზობ!.. თუმცა მთლად ზუსტად ვერც გავიგე, რადგან სწორედ რომ უაზროდ ბუნდოვანი რამ იყო უსტარი იგი! ამ დროს ბაიბურში არა ხარ იმაზე, რომ ათეული წლებია ენციკლოპედიებისა და ლექსიკონების კოლექციონერი და აქტიური მომხმარებელი ვარ და ის ტერმინები რომელთა აზრიც ვიცი და მნიშვნელობაც და ის ლექსიკონები, რომელთაც ყოველდღიურობაში ვიყენებ მეცნიერების როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო და ტექნიკური სფეროდან, ერთი ასი წელი რომ ყოველღამე მრავალსერიიან სიზმრებს ხედავდე, მაინც ვერ მოასწრებ დასიზმრებასაც კი… შენს მიერ მათი აზრისა და მნიშვნელობის გაგებაზე კი საერთოდ ლაპარაკიც ფანტაზიის სფეროსაც ძალზე შორს სცილდება!.. ესეც ერთი შენი ბოდვითი ფანტაზიის ფუნდამენტზე დაფუძნებული მორიგი ,,სადოქტორო’’ დასკვნა!.. ის რასაც შენ შენს ე.წ. მსჯელობებისა და დასკვნების გაკეთების პროცესში ამჟღავნებ, უვიცობასა და დილეტანტიზმზე გაცილებით სავალალო რამ არის: ეს კლინიკური გონებრივი განუვითარებლობაა, რაც მიზეზშედეგობრივი კავშირის კანონების სრული უცოდინარობასა და აქედან გამომდინარე - მინიმალური ლოგიკური აზროვნების უნარის აბსოლუტური დეფიციტში ვლინდება..რაც შეეხება შ ე ზ ღ უ დ უ ლ ე ს თ ე ტ ი კ უ რ გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა ს, ეს პირდაპირ ჩანს შენს თუნდაც უკანასკნელ ე.წ. ლექსში და აქედან გამომდინარე, ტუ ვინ ცდილობს ,,საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას!’’ - სრულიად ნათელია, რადგან ასეთ, უკაცრავად პასუხია ,,მაღალესთეტიკური ქმნილებების’’ ლექსად გასაღება იმის მიერ, ვინც საქმის არსში ნაკლებად ჩახედულ ახალგაზრდებს მართლა ,,სტიხოლოგიის დოქტორი’’ ჰგონიათ, სხვას ვერაფერს გამოიწვევს, თუ არა მათი ესთეტიკური გემოვნების გაუკუღმართებასა და დეგრადაციას!.. ის, რის პროპაგანდასაც შენ ეწევი: პოეზიაში თემებისა და გამოსახვის ფორმების არჩევის სრული და აბსოლუტური თავისუფლება - არამარტო სრული უნიჭობისთვის ფართო გზის გახსნის მცდელობაა, არამედ აბსოლუტურ უზნეობაზე დაფუძნებული ფილოსოფიის გამოვლინებაც!.. - ,, სრული თავისუფლება '' არ არსებობს ადამიანთა ურთიერთობაში, მოქმედებს დაწერილი და დაუწერელი ზნეობრივი კანონები და მათ დაცვას ემსახურება აგრეთვე სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურებიც კი… მაინც რას ნიშნავს შენი მოკლე ჭკუით ,,სრული თავისუფლება’’?!. სად იწყება და სად მთავრდება იგი პოეზიაში როგორც თემების, ისევე გამოსახვის ფორმების სფეროში? რა საჭიროა მაშინ ლიტერატურის ჟანრობრივი დაყოფა, თუ პოეტს შეეძლება პროზაიკოსის, დრამატურგის, კრიტიკოსის, ესსეისტის, პუბლიცისტის,, დოკუმენტალისტის, კინოსცენარისტის… მაგივრობა მარტო თვითონ გასწიოს? ან პროზაიკოსმა რა დააშავა, წეროს რომანები და მოთხრობები გარითმულ ლექსად და ასევე სხვა აქ ჩამოთვლილი ჟანრის წარმომადგენელმაც. რატომ არ უნდა წეროს დეტექტივის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წარმომადგენელმა ლექსად, ან ესეისტმა და კრიტიკოსმა? უფრო მეტიც: რატომ მხოლოდ პოეზიაში უნდა მივაღწიოთ სრულ თავისუფლებას, ეს ხომ ადამიანთა დისკრიმინაციაა?!. რა წითელი კვერცხია ასეთი პოეტი, რომ უფლება ჰქონდეს რაზეც უნდა და როგორც უნდა ისე წეროს?.., კბილის ექიმს თუ უნდა რომ ბრმანაწლავის ან სულაც გულის ოპერაციის გაკეთება, რადგან საკმაოდ შევიწროებულად გრძნობს თავს კბილის ამოღება-დაბჟინვის უფლების ამარა, რატომ უნდა დავუშალოთ ეს?.. ასევე ყველა სხვა სპეციალობის ადამიანი რატომ უდა იყოს თავის სფეროში გამოკეტილი, ანუ - რატომ უნდა გამოაცხოს პური მეპურემ და ისიც მხოლოდ თავთავიანი კულტურების ფქვილიდან? განა ზნეობრივი კანონები ნაკლებ ზღუდავენ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებას, ვიდრე კონვენციური ლექსი - პოეტისას? ამიტომ უნდა გავაუქმოთ, მოვშალოთ ყველა ზღვარი ზნეობასა და უზნეობას სორის და ვეწიოთ ღვთივკურთხეულ ,,სრულ თავისუფლებას''!.. რა საჭიროა თუნდაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები, როცა ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს იმავე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? ან პირდაპირ ხალხმრავალ პროსპექტებზე უფრო მეტი შანსი არ არის ყველაზე სასურველი სქესობრივი პარტნიორის შერჩევა და იქვე ასრულება ყველაზე სანუკვარი სურვილებისა?.. თუ გიფიქრია რომ ასეთი უაზრო იდეები სწორედ აქეთკენ და უფრო შორსაც კი მიდიან?.. მაინც კიდევ რისი თქმა სურდა რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანში'' და ვერა თქვა რითმით, რიტმითა და მეტრით ,,შეზღუდულმა'' ? ეს ხომ უნიჭობის უბადრუკი თავშესაფარია?!. ,,შინაგანად თავისუფალი კაცი დილეგშიაც თავისუფალია, ხოლო სულით მონად დაბადებული - თავისუფლებაშიც მონააო", ხშირად იმეორებდა ამას ჩემი მართლაც უდიდესი მეგობარი და დღეს ეროვნული გმირი, დიდი მერაბ კოსტავა... ეს პირდაპირ ეხება და მიესადაგება ნებისმიერ უნიჭოსაც... ახლა კი, სანამ შენთან ამ დაწყებულ საუბარს გავაგრძელებდე ხვალ, ზეგ თუ როცა იქნებ, კატეგორიულად მოვითხოვ, მთლიანად დადო დადო დოიაშვილის, შენსავით შემოქმედებაში ხელმოცარული, ყოფილი უნიჭო ლექსების მჯღაბნელის და პარალელურად კომკავშირის ცეკას ხელის ბიჭის, ის ,,გახმაურებული'' წერილი მ თ ლ ი ა ნ ა დ (დაასკანერე და არვითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ამის გაკეთება), ხოლო შემდეგ ასევე დაასკანერე ჩემი ის პირველი წიგნი და მოუდე გვერდით. პატიოსანი კამათი მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია და ვინ ვინ არის, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ყველასათვის ნათელი. მაგრამ შენი მიზანი ეს არც ყოფილა და არც შეიძლება იყოს. ყველანაირი უნიჭობის თავშესაფარი უსინდისო დემაგოგიაა და შენ ვერაფრით იქნები გამონაკლისი. შენ აქვე უტიფრად აცხადებ: ,,თქვენ იცით ჩემი ერთადერთი პირობა - თავაზიანობა"... ეს მხოლოდ შენეული დემაგოგიის ტიპიური ნიმუშია და სიმამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის საბუთები შენივე ტუტუცურ ,,საანონსო'' განცხადებაშია აქვე მოყვანილი და ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებში... და თუ მე ამ შემთხვევაში დიდ თავაზიანობას ვერ მატყობ, ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა მოიძიო, რადგან თავხედების მიმართ გამოჩენილი თავაზიანობა ახალი თავხედობის ჩასადენად გაცემული წამახალისებელი პრემიასავითაა, და ასეთებისათვის მსგავსი შსიამოვნების მონიჭებისათვის თავი არასოდეს შემიწუხებია დიდად... არ ვაპირებ. ასევე მოვითხოვ, აღადგინო ის შენს მიერ საგანგებოდწაშლილი გვერდი რადგანაც,ჯერ ერთი, როგორც შენ გინდა მოატყუო ამდენი თანასაიტელი, ისე გვერდის ,,შემთხვევით’’ წაშლა შეუძლებელია. ხოლო რასაც თავად წაშლი, იმის აღდგენა თავად შეგიძლია. საიტის ადმინს კი არავითარი მიზეზი არ გააჩნდა საამისო და არც წაშლიდა. იქ არც უწმაწურობა იყო და არც უხამსობა და ამიტომ. ეს ,, კვალის წაშლის’’ უბადრუკი მცდელობით შეიძლება მხოლოდ აიხსნას... ამ მოთხოვნების შემდეგ ,,სიამოვნებით'' გავაგრძელებ ამ ერთობ საინტერესო და ფრიად გულისამაჩუყებელ ონლაინურთიერთობას შენთან... იმედია, ჩემს მიერ შენს მიმართ წაყენებული ბრალდებების გაბათილებასაც შეეცდები... რა იცი, ცდა ბედის მონახევრეაო,.. თაგვმა თხარაო..., - ესეც გამიგია ყურმოკვრით..
მომავალ ონლაინშეხვედრამდე!..
ამ გვერდის კანონიერ მფლობელს წინასწარ ვაუწყებ, რომ ქვემოთ მისთვის არცთუ საუბარი მექნება მისივე წერილობით და დოკუმენტალურად დაფიქსირებული არაერთი უხამსი გამოხდომების გარშემო... მეგობარ და კოლეგა თანასაიტელებს წინასწარ ვუხდი ბოდიშს ზოგიერთი მმეტნაკლები უხეშობისათვის, რომელიც შესაძლოა გამეპაროს სიჩქარეში, რადგან ვერც დღეს მოვახერხე ამ თემისათვის დროულად დამეჭირა თადარიგი... ხოლო ყოველივე ქვემოთთქმულისათვის ჩემსა და დებორას შორის ვის ეკუთვნის ბოდიშის მოხდა ერთმანეთის წინაშე, ამაზე ყველამ შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ... ახლა კი დებორას ეერთი კითხვა მინდა დავუსვა, სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდე: - ყურმოკვრით მაინც თუ გაგიგია, ვისი დავალებით და რომელი ახალგაზრდა პოეტების ჯგუფის წინააღმდეგ დაწერა ეს სამარცხვინო პასკვილი დოიაშვილმა, ან 1981 წლის მწერალთა მე-9 ყრილობის გახსნის დღეს ახალგაზრდა მწერლების ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილ მანამდე გაუგონარ აქციაზე თუ გსმენია რამე, დილის 9 საათიდან საღამოს 17 საათამდე რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი მთავრობის სახლის წინ, სადაც მილიციასთან საკმაოდ სერიოზული შეხლა-შემოხლის შემდეგ, ( რომელშიც მაშინდელი ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსიც აქტიურად მონაწილეობდა) 25-მდე ახალგაზრდა პოეტი და პროზაიკოსი, რომელთა უმრავლესობას ჯერ პირველი წიგნებიც არ გვქონდა გამოცემული (თუმცა ამ დროს მე პირადად პუბლიკაციის 17 წლის ,,სტაჟი’’ მქონდა), შევარდნაძის უშუალო ბრძანებით შეგვიყვანეს მთავრობის სასახლეში. თუმცა მანამდე იყო სერიოზული და აშკარა მცდელობა, ბუნკერში ჩვენი გაურკვეველი დროით გამომწყვდევისა და ბუნკერის 7 თუ 9 ჭიშკარიც გაგვატარეს… . (ამაზე მალე ჯახუ გიორგიანის ნიკით ცალკე მოგომებას დავდებ.).... მხოლოდ გარეთ მყოფი ჩვენი მარდამჭერების სიმრავლემ გადააფიქრებინა შევარდნაძეს ეს ,,კეთილი განზრახვა”. ეს საკმაოდ გრძელი ისტორიაა და მას სხვა დროს ჩემს მოგონებებში აუცილებლად დავდებ, რისთვისაც ერთი ნიკი საგანგებოდ გავხსენი. ეს სხვა რამის გამო გავიხსენე, რადგან ეს კავშირშია დოიაშვილთანაც და იმ დავალებასთანაც, რომელიც სწორედ დოიაშვილს მისცეს და არა სხვას… თავის დროზე ამაზე ყველა იტყვის თავის სათქმელს და შენც მაშინ მაინც მიხვდები ალბათ, რა ხვითოც მოინდომე ჩემს ,,სამსჯავროზე’’ ,,მთავარ მოწმედ’’ მოგეყვანა… ამაზეა ნათქვამი - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო!
ახლა კი უფრო ახლო თემებზე გადავიდეთ... დებორა, შენ ხომ წესიერად კი არა, სართოდაც არ მიცნობ, არც ჩემი წარსული იცი და არც დღევანდელობა…ამ დროს რა დონეზე უნდა გქონდეს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ასეთი რამეები ან იკადრო, ან, ბოლოს და ბოლოს - გამიბედო! შიშის გრძნობა მაინც ხომ ნებისმიერ ცხოველსაც კი აქვს უფრო ძლიერი ცხოველის მიმართ!.. ჩემი სიძლიერე კი ამ შემთხვევაში ჩემი სიმართლეა, რომელზედაც შენ წარმოდგენაც არა გაქვს და არც დაინტერესებულხარ ჯერ, რომ გქონოდა… ასე ხომ ძალიან სულელი დედაკაცები იქცევიან მხოლოდ?!. ახლავე აგიხსნი ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ (შენი ამ შემთხვევაში ასეთი ,,მონდომებით`` გამომჟღავნებული აზროვნების მიზერული უნარიდან გამომდინარე!), რომ ვერასოდეს მიხვდები, რაზე ვსაუბრობ… ამიტომ ჯერ ბოლო პასკვილის ,,წვრილად’’ განხილვით დავიწყოთ. მერე უკუსვლით იქამდე მივალთ, სადაც შენი თავხედობა ყოვლად უბოდიშოდ და უმიზეზოდ პირდაპირ სოკოსავით ერთბაშად ამოიზარდა და თავიდან დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან კაცისთვის ქეიფი და დროსტარება მეგობრებში და თუნდაც ლამაზმანებში სულაც არაა იგივე, რაც ქალისთვის ბოზობა და კაცს ლოთობა და მექალთანეობა რომც დააბრალო კიდეც, ამისთვის ჩინმენდლებს არავინ ჩამოართმევს… მაგრამ ცილისწამება მაინც ერთი მძიმე ცოდვათაგანია და შენ ისე იოლად დგამ ამ ცოდვაში ორივე ფეხს რომ აშკარად ჩანს - მეტი რომ გქონდეს არც მაგათ დაიშურებდი… მაინც რის საფუძველზე აფრქვევ ასეთ სიბრძნეს: 1. ,.ვიცი ,სიმთვრალე შემამსუბუქებელი კი არა,დამამძიმებელი გარემოებაა, მაგრამ მაინც”. 2. ,,ახლა დავრწმუნდი,რომ ალოგიკურობა ,დილეტანტიზმი, შეზღუდული ესთეტიკური გემოვნება მხოლოდ სიმთვრალით როდია გამოწვეული”.
შენი მწირი ფანტაზია ჩემს ერთ სტრიქონზე ჩაიციკლა და მთელი შენი ,,ბრძნული სენტენციები’’ ამ ნიადაგზე აღმოცენდა შხამიანი სოკოებივით…
ახლა ხსნასავით მინდა დათრობა და ვტოვებ ოთხი კედლის გარემოს... ვარ უკვე აღარაფრის დამთმობი (მუზათა დავთმე ლამის ჰარემი!..)...
და შენი ეს მწირი ფანტაზიაც იმდენად გახევებულია, რომ ვერ წარმოგიდცენია შიშველი ნატურალიზმის გარდა პოეზიაში თუ არსებობს პოეტური პირობითობა, არტისტიზმი, გადატანითი მნიშვნელობით რისიმე თქმა… რაკი შენ არ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ პოეზიაში არსებობს კიდევ განზოგადება, კონკრეტული ფაქტებიდან სრულიად განყენებული და ღრმა დასკვნის გაკეთების საშუალებაც და აუცილებლობაც, ამიტომ პირდაპირ აქედან არც აციე არც აცხელე და ასეთ სისულელეს წერ:
13. ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრტელობაზე,იგი მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მორალური თვალსაზრისით. ( ეს პირდაპირ გენიალური აღმოჩენაა! ი.ჯ.)
ე.ი. შენი მოკლე ჭკუით კიდეც ჭრი და კიდეც კერავ! ჯერ ხომ დაასაბუთე ზემოთ მოყვანილი სტრიქონიდან, რომ მე გამოუსწორებელი ლოთბაზარა ვინმე ვარ, ახლა ამ საშინელი სენის მავნეობაზე მმოძღვრავ, თან არა მარტო ჩემი პირადი ჟანმრთელობისათვის (მარტო ეს რომ იყოს, ვინ მამაძაღლი!..), რაც ყველაზე მიუტევებელი ცოდვაა: თურმე ეს ჩემი უმსგავსი ცხოვრების წესი ,,მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მორალური თვალსაზრისით.’’ აი, ეს კი ნამდვილად არის შენი ,,სადოქტორო`` ლოგიკური აზროვნების მწვერვალი!.. თან ამ უმსგავსობას და უტვინობას წამდაუწუმ იმეორებ ყველა შემთხვევაში, როცა კი საჭიროდ მიიჩნევ იმავე ყოვლად განუვითარებელი ლოგიკური აზროვნების წყალობით! ამან მომცა საბაბი, რომ შენთან ეგზომ სახალისო ტ ა ლ ღ ა ზ ე შენს მერვე გადაყვანილი პოლემიკა უფრო სახალისო რ ე ლ ს ე ბ ზ ე გადამეყვანა, რადგან ტ ა ლ ღ ა მ მაინც გულის ზიდება იცის და რ ე ლ ს ე ბ ი რაც არ უნდა იყოს, მყარად მაინც არის მიწაზე დამაგრებული… ამას უკავშირდება ის იუმორგარეული ირონია (თუ პირიქით!), გალაკტიონის, ცისფერყანწელებისა თუ ნიკალას ნათელი სულების შეწუხება რომ მაიძულა… ჩემი ცხოვრების წესზე შენ წარმოდგენაც არა გაქვს, მაგრამ ეს ღრმადპატივცემული პერსონები რომ ძირგამომთხრელ ,,მავნე გავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე მორალური თვალსაზრისით”, ეს ხომ საქვეყნოდ ცნობილია და რომ ესენი და მსგავსნი მათნი არა, ხომ იქნებოდა ახლა ეს ჩვენი ამორალური საზოგადოება, ( სადაც შენნაირები ,,სტიხოლოგიის დოქტორები’’ და პროფესორები არიან, ჩემნაირი გამოუსწორებელი ლოთები კი მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ის ბოლო კურსიდან გარიცხულები), უმაღლეს საფეხურზე კაცობრიული მორალისა და ზნეობისა?!. თუ გაგიგია მაინც ოდესმე, რომ ჩემს რამდენიმე თანაკურსელთან ერთად 1970 წელს იმ კომკავშირის ბილეთი მივუგდე პატრონს, რომლის თბილ ბუდეშიც შენ და შენნაირი სასახელო კომკავშირელი აქტივისტები მომავალ გენიოსებად დაფრთიანდნენ?!. ან თუ მიხვდები, რატომ გამრიცხეს მეხუთე კურსის ბოლოს მე, ვინც კათედრაზე ერთადერთი და გარანტირებული პრეტენდენტი ვიყავი ჩემი სპეციალობით ასპირანტურაში სწავლის გაგძელებისა, ვინც საკურსო შრომაში, რაც მხოლოდ რამდენიმე გვერდიანი კომპილაციური ნაშრომის დაწერასა და მის დაზუთხვასღა თვალისწინებდა, თორმეტფურცლიანი რვეულის სამიოდე გვერდზე 7 აღმოჩენა დავატიე და რომლის დაცვასაც, როგორც სენსაციას, თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ყველა მათემატიკის კათედრის პასუხისმგებელი წარმომადგენელი ესწრებოდა… მაინც რისთვის უნდა გავერიცხეთ, როგორ ფიქრობ, თანაც ოთხი გამოცდა ფრიადზე მქონდა ჩაბარებული და მეხუთის ასევე ჩაბარებას ვაპირებდი, რომ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ… ის საკურსო კი ფაქტიურად დიპლომის დაცვსაც ნიშნავდა და თითქმის ერთდროულად საკანდიდატო დისერტაციისაც… ვერ მიხვდები შენ ამდენს და არცააა აუცილებელი, რადგან შენთვის კომკავშირის ცეკას ხელის ბიჭი ,,მთელი 80-ანი წლების ქართული კრიტიკაა’’, რომელმაც მე ,,ჩემი ადგილი მიმიჩინა ქართულ ლიტერატურაში, საიდანაც დღემდე ერთი ნაბიჯითაც არ წავწეულვარ წინ’’… დარწმუნებული ვარ, შენი სადოქტორო ნაშრომი ამ გენიალური აღმოჩენის დონეზეც ვერ იქნებოდა!.. ეს შენთვის უკვე პირდაპირ აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევის 100%-ან შანსს გაძლევს, რადგან, რაც მე ვუყურებ, ესაა შენი აზროვნების ნამდვილი შედევრი! შენი ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, შენივე ჰალუცინაციურ ფანტაზიებზე დაფუძნებული შენივე დასკვნების წყალგაუვალობისა თავადვე რომ გჯერა!..ჯერ ხომ ის ანტიალკოჰოლური დამოძღვრა იყო შენი ,,თავაზიანობის ქრესტომათიული ნიმუში``, მერე - დოიაშვილი ისეთივე მეტრი ქართული კრიტიკისა, როგორიც თავად მიგაჩნია თავი ,,თანამედროვე მოდერნისტული სტიხოლოგიის დოქტორად’’ და მეტრად..., (შეთავსებით კი ,,ურაკსაიტის დამწყებ ლექსისმცხობელთა მანუფაქტურის დამფუძნებელი და შეფი’’ ხარ!..)… და ყოველივე ამის შემდეგ კი ასეთი, ,,მეცნიერული თავაზიანობის’’ კიდევ ერთი უნიკალური ნიმუში: ,,ახლა დავრწმუნდი,რომ ა ლ ო გ ი კ უ რ ო ბ ა , დ ი ლ ე ტ ა ნ ტ ი ზ მ ი, შ ე ზ ღ უ დ უ ლ ი ე ს თ ე ტ ი კ უ რ ი გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა მხოლოდ სიმთვრალით როდია გამოწვეული. ხომ არ გეჩვენება, რომ აქ სიტყვა ,,სიმთვრალე’’ სავსებით ალოგიკურად არის გამოჩხერილი და მხოლოდ შენი, ადამიანის პიროვნებისადმი ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინებაა?!., შენთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ - ზღვარსგადასული თავხედობისა?!. ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილ ორ ციტატაში და არმოყვანილ კიდევ არაერთ შენს გენიალურ ფრაზაში, რომლებსაც საჭიროებისამებრ ქვემოთ მოვიხმობ… შენ ვალდებული ხარ, ჯერ ამ სიტყვის ჩემთან მიმართებაში ხმარების ან მორალური, ან იურიდიული უფლება რომ გაქვს, ის დაასაბუთო ნებისმიერი საშუალებით, ხოლო ამის შემდეგ ასევე მომიყვანო ჩემი კომენტარებიდან და წერილებიდან იმავე ციტატაში ჩემს მიერ ხაზგასმით გამოყოფილი ბრალდებების დამადასტურებელი მაგალითები თუ საბუთები!.. ორივე ჩემი ამ მოთხოვნის შესრულებას მთელი კატეგორიულობით მოვითხოვ!.. ვერ იტყვი, რომ ამის სრული უფლება არა მაქვს! ამას უნდა მიუმატო აქ გამჟღავნებული შენი დასკვნის დამტკიცება ჩემი უვიცობის შესახებ ნებისმიერ იმ საკითხში, რაზეც გვქონდა კამათი და ასევე იმის დამტკიცება, რომ მე საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას ვცდილობ!
,,რატომ ცდილობთ საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას? რამდენად კეთილსინდისიერი საქციელია საკუთარი უ ვ ი ც ო ბ ი ს ცოდნად გასაღება მათ წინაშე’’
ერთ საკმაოდ უაზროდ ბუნდოვან წერილსა თუ კომენტარში რაღაც ტერმინებზე მესაუბრები, რომლებისაც თურმე მე არაფერი გამეგება და მათი აზრისა და მნიშვნელობის ახსნას მთავაზობ!.. თუმცა მთლად ზუსტად ვერც გავიგე, რადგან სწორედ რომ უაზროდ ბუნდოვანი რამ იყო უსტარი იგი! ამ დროს ბაიბურში არა ხარ იმაზე, რომ ათეული წლებია ენციკლოპედიებისა და ლექსიკონების კოლექციონერი და აქტიური მომხმარებელი ვარ და ის ტერმინები რომელთა აზრიც ვიცი და მნიშვნელობაც და ის ლექსიკონები, რომელთაც ყოველდღიურობაში ვიყენებ მეცნიერების როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო და ტექნიკური სფეროდან, ერთი ასი წელი რომ ყოველღამე მრავალსერიიან სიზმრებს ხედავდე, მაინც ვერ მოასწრებ დასიზმრებასაც კი… შენს მიერ მათი აზრისა და მნიშვნელობის გაგებაზე კი საერთოდ ლაპარაკიც ფანტაზიის სფეროსაც ძალზე შორს სცილდება!.. ესეც ერთი შენი ბოდვითი ფანტაზიის ფუნდამენტზე დაფუძნებული მორიგი ,,სადოქტორო’’ დასკვნა!.. ის რასაც შენ შენს ე.წ. მსჯელობებისა და დასკვნების გაკეთების პროცესში ამჟღავნებ, უვიცობასა და დილეტანტიზმზე გაცილებით სავალალო რამ არის: ეს კლინიკური გონებრივი განუვითარებლობაა, რაც მიზეზშედეგობრივი კავშირის კანონების სრული უცოდინარობასა და აქედან გამომდინარე - მინიმალური ლოგიკური აზროვნების უნარის აბსოლუტური დეფიციტში ვლინდება..რაც შეეხება შ ე ზ ღ უ დ უ ლ ე ს თ ე ტ ი კ უ რ გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა ს, ეს პირდაპირ ჩანს შენს თუნდაც უკანასკნელ ე.წ. ლექსში და აქედან გამომდინარე, ტუ ვინ ცდილობს ,,საიტის ახალგაზრდა მკითხველების დეზორიენტაციას!’’ - სრულიად ნათელია, რადგან ასეთ, უკაცრავად პასუხია ,,მაღალესთეტიკური ქმნილებების’’ ლექსად გასაღება იმის მიერ, ვინც საქმის არსში ნაკლებად ჩახედულ ახალგაზრდებს მართლა ,,სტიხოლოგიის დოქტორი’’ ჰგონიათ, სხვას ვერაფერს გამოიწვევს, თუ არა მათი ესთეტიკური გემოვნების გაუკუღმართებასა და დეგრადაციას!.. ის, რის პროპაგანდასაც შენ ეწევი: პოეზიაში თემებისა და გამოსახვის ფორმების არჩევის სრული და აბსოლუტური თავისუფლება - არამარტო სრული უნიჭობისთვის ფართო გზის გახსნის მცდელობაა, არამედ აბსოლუტურ უზნეობაზე დაფუძნებული ფილოსოფიის გამოვლინებაც!.. - ,, სრული თავისუფლება `` არ არსებობს ადამიანთა ურთიერთობაში, მოქმედებს დაწერილი და დაუწერელი ზნეობრივი კანონები და მათ დაცვას ემსახურება აგრეთვე სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურებიც კი… მაინც რას ნიშნავს შენი მოკლე ჭკუით ,,სრული თავისუფლება’’?!. სად იწყება და სად მთავრდება იგი პოეზიაში როგორც თემების, ისევე გამოსახვის ფორმების სფეროში? რა საჭიროა მაშინ ლიტერატურის ჟანრობრივი დაყოფა, თუ პოეტს შეეძლება პროზაიკოსის, დრამატურგის, კრიტიკოსის, ესსეისტის, პუბლიცისტის,, დოკუმენტალისტის, კინოსცენარისტის… მაგივრობა მარტო თვითონ გასწიოს? ან პროზაიკოსმა რა დააშავა, წეროს რომანები და მოთხრობები გარითმულ ლექსად და ასევე სხვა აქ ჩამოთვლილი ჟანრის წარმომადგენელმაც. რატომ არ უნდა წეროს დეტექტივის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წარმომადგენელმა ლექსად, ან ესეისტმა და კრიტიკოსმა? უფრო მეტიც: რატომ მხოლოდ პოეზიაში უნდა მივაღწიოთ სრულ თავისუფლებას, ეს ხომ ადამიანთა დისკრიმინაციაა?!. რა წითელი კვერცხია ასეთი პოეტი, რომ უფლება ჰქონდეს რაზეც უნდა და როგორც უნდა ისე წეროს?.., კბილის ექიმს თუ უნდა რომ ბრმანაწლავის ან სულაც გულის ოპერაციის გაკეთება, რადგან საკმაოდ შევიწროებულად გრძნობს თავს კბილის ამოღება-დაბჟინვის უფლების ამარა, რატომ უნდა დავუშალოთ ეს?.. ასევე ყველა სხვა სპეციალობის ადამიანი რატომ უდა იყოს თავის სფეროში გამოკეტილი, ანუ - რატომ უნდა გამოაცხოს პური მეპურემ და ისიც მხოლოდ თავთავიანი კულტურების ფქვილიდან? განა ზნეობრივი კანონები ნაკლებ ზღუდავენ ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებას, ვიდრე კონვენციური ლექსი - პოეტისას? ამიტომ უნდა გავაუქმოთ, მოვშალოთ ყველა ზღვარი ზნეობასა და უზნეობას სორის და ვეწიოთ ღვთივკურთხეულ ,,სრულ თავისუფლებას``!.. რა საჭიროა თუნდაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები, როცა ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს იმავე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? ან პირდაპირ ხალხმრავალ პროსპექტებზე უფრო მეტი შანსი არ არის ყველაზე სასურველი სქესობრივი პარტნიორის შერჩევა და იქვე ასრულება ყველაზე სანუკვარი სურვილებისა?.. თუ გიფიქრია რომ ასეთი უაზრო იდეები სწორედ აქეთკენ და უფრო შორსაც კი მიდიან?.. მაინც კიდევ რისი თქმა სურდა რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანში`` და ვერა თქვა რითმით, რიტმითა და მეტრით ,,შეზღუდულმა`` ? ეს ხომ უნიჭობის უბადრუკი თავშესაფარია?!. ,,შინაგანად თავისუფალი კაცი დილეგშიაც თავისუფალია, ხოლო სულით მონად დაბადებული - თავისუფლებაშიც მონააო", ხშირად იმეორებდა ამას ჩემი მართლაც უდიდესი მეგობარი და დღეს ეროვნული გმირი, დიდი მერაბ კოსტავა... ეს პირდაპირ ეხება და მიესადაგება ნებისმიერ უნიჭოსაც... ახლა კი, სანამ შენთან ამ დაწყებულ საუბარს გავაგრძელებდე ხვალ, ზეგ თუ როცა იქნებ, კატეგორიულად მოვითხოვ, მთლიანად დადო დადო დოიაშვილის, შენსავით შემოქმედებაში ხელმოცარული, ყოფილი უნიჭო ლექსების მჯღაბნელის და პარალელურად კომკავშირის ცეკას ხელის ბიჭის, ის ,,გახმაურებული`` წერილი მ თ ლ ი ა ნ ა დ (დაასკანერე და არვითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ამის გაკეთება), ხოლო შემდეგ ასევე დაასკანერე ჩემი ის პირველი წიგნი და მოუდე გვერდით. პატიოსანი კამათი მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია და ვინ ვინ არის, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ყველასათვის ნათელი. მაგრამ შენი მიზანი ეს არც ყოფილა და არც შეიძლება იყოს. ყველანაირი უნიჭობის თავშესაფარი უსინდისო დემაგოგიაა და შენ ვერაფრით იქნები გამონაკლისი. შენ აქვე უტიფრად აცხადებ: ,,თქვენ იცით ჩემი ერთადერთი პირობა - თავაზიანობა"... ეს მხოლოდ შენეული დემაგოგიის ტიპიური ნიმუშია და სიმამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის საბუთები შენივე ტუტუცურ ,,საანონსო`` განცხადებაშია აქვე მოყვანილი და ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებში... და თუ მე ამ შემთხვევაში დიდ თავაზიანობას ვერ მატყობ, ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა მოიძიო, რადგან თავხედების მიმართ გამოჩენილი თავაზიანობა ახალი თავხედობის ჩასადენად გაცემული წამახალისებელი პრემიასავითაა, და ასეთებისათვის მსგავსი შსიამოვნების მონიჭებისათვის თავი არასოდეს შემიწუხებია დიდად... არ ვაპირებ. ასევე მოვითხოვ, აღადგინო ის შენს მიერ საგანგებოდწაშლილი გვერდი რადგანაც,ჯერ ერთი, როგორც შენ გინდა მოატყუო ამდენი თანასაიტელი, ისე გვერდის ,,შემთხვევით’’ წაშლა შეუძლებელია. ხოლო რასაც თავად წაშლი, იმის აღდგენა თავად შეგიძლია. საიტის ადმინს კი არავითარი მიზეზი არ გააჩნდა საამისო და არც წაშლიდა. იქ არც უწმაწურობა იყო და არც უხამსობა და ამიტომ. ეს ,, კვალის წაშლის’’ უბადრუკი მცდელობით შეიძლება მხოლოდ აიხსნას... ამ მოთხოვნების შემდეგ ,,სიამოვნებით`` გავაგრძელებ ამ ერთობ საინტერესო და ფრიად გულისამაჩუყებელ ონლაინურთიერთობას შენთან... იმედია, ჩემს მიერ შენს მიმართ წაყენებული ბრალდებების გაბათილებასაც შეეცდები... რა იცი, ცდა ბედის მონახევრეაო,.. თაგვმა თხარაო..., - ესეც გამიგია ყურმოკვრით..
მომავალ ონლაინშეხვედრამდე!..
38. ჩემი აზრით, ამდაგვარ რეტროსპექტულ, ავტორიტარულ კრიტიკას შემოქმედი ადამიანისათვის და, ზოგადად, ლიტერატურული პროცესებისთვის, არავითარი სარგებელი არ მოაქვს. შესაბამისად, ამ ოპუსის დანიშნულებაც - საეჭვოა. ჩემი აზრით, ამდაგვარ რეტროსპექტულ, ავტორიტარულ კრიტიკას შემოქმედი ადამიანისათვის და, ზოგადად, ლიტერატურული პროცესებისთვის, არავითარი სარგებელი არ მოაქვს. შესაბამისად, ამ ოპუსის დანიშნულებაც - საეჭვოა.
37. ,,პოეზია მადლია, ნიჭია,რომელიც ეძლევა კაცთა ღვთივ რჩეულთა.....’’ ილიასეული ამ განცდით გავლიე ცხოვრების 40 წელი..... ისე ამას კიდევ შეიძლება დავამატოთ რუსთველური სიტყვაც.... ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელადო...’’ ,,დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა...’’ ანდა ,,სანადიმოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველადო....’’ და ვინ ვინ არის, ამის განმსჯელი დროა! მხოლოდ დრო...და ამიტომ ტყუილად მომცდარხართ, ჩემი აზრით...როგორც რუსთველი იტყოდა, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების მსნმენლისა ყურნიცა დავალდებიანო...’’ შემედავებით, ალბათ, სხვას გულისხმობდა ამ დროსო, მაგრამ.... მისი გენიალობაც იმაშია, რომ ამ სიტუაციასაც მშვენივრად ესადაგება..... დანარჩენი საფიქრელი თქვენთვის მომინდია..და ისე პოეზია და ხელოვნება მშვენიერებისა და სიამოვნებისათვის ვიცი მე და სხვა ყოველივე მსჯელობანი ამაოდ და ფუჭად მეჩვენება... გესიამოვნა...გაგიტაცა.... გაზიარა?....მაშ, რაღას ეძებ, აღარ ვიცი.....:) :):):) და თუ არ მოგეწონა და ნუ წაიკითხავ, ვინ არის მოძალე?......:):):) ,,პოეზია მადლია, ნიჭია,რომელიც ეძლევა კაცთა ღვთივ რჩეულთა.....’’ ილიასეული ამ განცდით გავლიე ცხოვრების 40 წელი..... ისე ამას კიდევ შეიძლება დავამატოთ რუსთველური სიტყვაც.... ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელადო...’’ ,,დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა...’’ ანდა ,,სანადიმოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველადო....’’ და ვინ ვინ არის, ამის განმსჯელი დროა! მხოლოდ დრო...და ამიტომ ტყუილად მომცდარხართ, ჩემი აზრით...როგორც რუსთველი იტყოდა, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების მსნმენლისა ყურნიცა დავალდებიანო...’’ შემედავებით, ალბათ, სხვას გულისხმობდა ამ დროსო, მაგრამ.... მისი გენიალობაც იმაშია, რომ ამ სიტუაციასაც მშვენივრად ესადაგება..... დანარჩენი საფიქრელი თქვენთვის მომინდია..და ისე პოეზია და ხელოვნება მშვენიერებისა და სიამოვნებისათვის ვიცი მე და სხვა ყოველივე მსჯელობანი ამაოდ და ფუჭად მეჩვენება... გესიამოვნა...გაგიტაცა.... გაზიარა?....მაშ, რაღას ეძებ, აღარ ვიცი.....:) :):):) და თუ არ მოგეწონა და ნუ წაიკითხავ, ვინ არის მოძალე?......:):):)
36. შესამჩნევია, რომ მე და დებორას გვაქვს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკა, სინტაქსი (თუ იცით ამ სიტყვების მნიშვნელობა), ------------------------------------------------------------ მანტიკორა-ვ ამას მე მეკითხები მხოლოდ თუ "მთელ კლასს"? და შენ და დებორას რა საერთო და განსხვავებული "შტრიხები" გაქვთ სულ არ მაინტერესებს,ფაქტია საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდი,როგორც მისი პირადი დაცვა:))
კიდევ ვინც არ უნდა იყო მანდ,ღარიბი თუ მდიდარი...სიხარულით გაგიღეს ურაკპარაკის კარი:))შეიფერე ძმაო თუ დაო:D
შესამჩნევია, რომ მე და დებორას გვაქვს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკა, სინტაქსი (თუ იცით ამ სიტყვების მნიშვნელობა), ------------------------------------------------------------ მანტიკორა-ვ ამას მე მეკითხები მხოლოდ თუ "მთელ კლასს"? და შენ და დებორას რა საერთო და განსხვავებული "შტრიხები" გაქვთ სულ არ მაინტერესებს,ფაქტია საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდი,როგორც მისი პირადი დაცვა:))
კიდევ ვინც არ უნდა იყო მანდ,ღარიბი თუ მდიდარი...სიხარულით გაგიღეს ურაკპარაკის კარი:))შეიფერე ძმაო თუ დაო:D
35. ეს ორი ლექსი დაწერის დღესვე დაცდე საიტზე, მაგრამ ილტოსპირელის ლექს-კომენტარმა სურვილი ბძგი მომცა, აქაც მომეტანა ისინი... გავერთოთ ცოტა პოეზიითაც, სანამ იმო ბაბუ მეორე ზალპს დააქუხებს, რა გვენაღვლება!..
ძმა ვიიონის გახსენებისას დაცდენილი ორკეცი სონეტი-ექსპრომტი
პოეტი, ერთობ ფხიზელი, დიდად შორს ვეჭვ, რო წავა… პოეტს არ უყვარს კისელი, მაგრამ ესმევა ყავა;
პოეტში მთხლეა მიზერი, მის ჯანში ღვინო დავა; ის ბუნტარია ძირძველი, უწევს სიკვდილთან დავა…
წუმპეში ფეხს არ ისველებს, ელტვის მწვერვალთა ჰავას; ვალს იღებს ტიტველ-შიშველიც და უკვდავების ავანსს და როცა ვერავინ შველის - სიცოცხლით იხდის ზღვა ვალს…
არს ჟამი - მისი ცის ველიც ედემის ბაღებრ ჰყვავა… იცის ანბანი ღვთის ენის, წერს: - ღმერთო, შენი ყმა ვარ!,,
პოეტი ვერცროს ისვენებს, ბედთან დუელშიც გავა, ვიდრე ,,გაიგებს კისერი, რამდენს იწონის გავა…”
უფალთან ჩოქვით მიმსვლელი ცისას აჰბღავის თავანს… თუმც ცით არც იცის ვის ელის, სანამ მარილზე წავა… საიალაღოდ ცის ველი ჰყოფნის - კარგად თუ ავად…
24. 7. 2009 წ.
ცისკრის სონეტი პოეტს
რა ვუყოთ, თუკი პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით თესავენ ვარდებს?!.
ტ.ტ.
ცაა პოეტის ლურჯი ტრამალი, სადაც ბოღმა და შური არ ხარობს… ყივის პოეტის სული - მამალი! - რომ გაუთენოს დილა სამყაროს…
რომ მოახედოს ღვთისკენ მავანი, რომ ბოროტების ხუნდი აჰყაროს… არც რამ ვინმესგან აქვს დასამალი, ხორცს მისი სული გინდაც გაჰყარონ…
სიკვდილის ლანდი თუმც გდევს ფრთამალი, შიშის გეტყობა არც ნატამალი, გულო, ავისთვის ვერმოსახმარო, გაჩენის დღიდან. როგორც ქვამარილს, გლოკავს ეს მიწა - ცოდვით საპყარი, უკურნებელი ტრფობით საპყარო!!!
24. 7. 2009 წ.
ეს ორი ლექსი დაწერის დღესვე დაცდე საიტზე, მაგრამ ილტოსპირელის ლექს-კომენტარმა სურვილი ბძგი მომცა, აქაც მომეტანა ისინი... გავერთოთ ცოტა პოეზიითაც, სანამ იმო ბაბუ მეორე ზალპს დააქუხებს, რა გვენაღვლება!..
ძმა ვიიონის გახსენებისას დაცდენილი ორკეცი სონეტი-ექსპრომტი
პოეტი, ერთობ ფხიზელი, დიდად შორს ვეჭვ, რო წავა… პოეტს არ უყვარს კისელი, მაგრამ ესმევა ყავა;
პოეტში მთხლეა მიზერი, მის ჯანში ღვინო დავა; ის ბუნტარია ძირძველი, უწევს სიკვდილთან დავა…
წუმპეში ფეხს არ ისველებს, ელტვის მწვერვალთა ჰავას; ვალს იღებს ტიტველ-შიშველიც და უკვდავების ავანსს და როცა ვერავინ შველის - სიცოცხლით იხდის ზღვა ვალს…
არს ჟამი - მისი ცის ველიც ედემის ბაღებრ ჰყვავა… იცის ანბანი ღვთის ენის, წერს: - ღმერთო, შენი ყმა ვარ!,,
პოეტი ვერცროს ისვენებს, ბედთან დუელშიც გავა, ვიდრე ,,გაიგებს კისერი, რამდენს იწონის გავა…”
უფალთან ჩოქვით მიმსვლელი ცისას აჰბღავის თავანს… თუმც ცით არც იცის ვის ელის, სანამ მარილზე წავა… საიალაღოდ ცის ველი ჰყოფნის - კარგად თუ ავად…
24. 7. 2009 წ.
ცისკრის სონეტი პოეტს
რა ვუყოთ, თუკი პოეტი ვარ ხელით წასული, საქართველოში ხომ ფეტვივით თესავენ ვარდებს?!.
ტ.ტ.
ცაა პოეტის ლურჯი ტრამალი, სადაც ბოღმა და შური არ ხარობს… ყივის პოეტის სული - მამალი! - რომ გაუთენოს დილა სამყაროს…
რომ მოახედოს ღვთისკენ მავანი, რომ ბოროტების ხუნდი აჰყაროს… არც რამ ვინმესგან აქვს დასამალი, ხორცს მისი სული გინდაც გაჰყარონ…
სიკვდილის ლანდი თუმც გდევს ფრთამალი, შიშის გეტყობა არც ნატამალი, გულო, ავისთვის ვერმოსახმარო, გაჩენის დღიდან. როგორც ქვამარილს, გლოკავს ეს მიწა - ცოდვით საპყარი, უკურნებელი ტრფობით საპყარო!!!
24. 7. 2009 წ.
34. როგორც ვხედავ აქ სერიოზული "ბრძოლა წესების გარეშე" გამართულა..........
მე აღშფოთებული ვარ მომხდარით :) ამიტომ ყველა მხარეს მოუწოდებ შეწყვიტოს ცეცხლი ! :)
ამ ყველაფერს შეგნებულად ვტოვებ უკომენტაროდ ........ როგორც ვხედავ აქ სერიოზული "ბრძოლა წესების გარეშე" გამართულა..........
მე აღშფოთებული ვარ მომხდარით :) ამიტომ ყველა მხარეს მოუწოდებ შეწყვიტოს ცეცხლი ! :)
ამ ყველაფერს შეგნებულად ვტოვებ უკომენტაროდ ........
33. ბატონ იმედი ჯახუას კრებულები, გამოცემული 80-იან წლებში :
(საქართველის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის მონაცემები)
1. ჯახუა, იმედი გულის გალავანი : [ლექსები / წინასიტყვ. ავტ.: ტ. მებურიშვილი] - თბ. : მერანი, 1982 - 46გვ. : პორტრ. ; 17სმ. - : 20კ., 2000ც.
2. ჯახუა, იმედი კვლავაც მაღლდება : [ლექსები] - თბ. : ნაკადული, 1984 - 38გვ. ; 17სმ. - : 15კ., 13100ც. შინაარსი: ციკლები:კვლავაც მაღლდება; შეხვედრა ბავშობასთან; ვინ ცხოვრობს შენი ხსოვნის რტოებზე; ვინ აგიზგიზებს ცისკრებს 3.ჯახუა, იმედი ფიქრთაცვენა : ლექსები / [რედ.: დავით ახობაძე] - თბ. : მერანი, 1989 - 110გვ. ; 16სმ. - : 40კ., 2000ც. ბატონ იმედი ჯახუას კრებულები, გამოცემული 80-იან წლებში :
(საქართველის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის მონაცემები)
1. ჯახუა, იმედი გულის გალავანი : [ლექსები / წინასიტყვ. ავტ.: ტ. მებურიშვილი] - თბ. : მერანი, 1982 - 46გვ. : პორტრ. ; 17სმ. - : 20კ., 2000ც.
2. ჯახუა, იმედი კვლავაც მაღლდება : [ლექსები] - თბ. : ნაკადული, 1984 - 38გვ. ; 17სმ. - : 15კ., 13100ც. შინაარსი: ციკლები:კვლავაც მაღლდება; შეხვედრა ბავშობასთან; ვინ ცხოვრობს შენი ხსოვნის რტოებზე; ვინ აგიზგიზებს ცისკრებს 3.ჯახუა, იმედი ფიქრთაცვენა : ლექსები / [რედ.: დავით ახობაძე] - თბ. : მერანი, 1989 - 110გვ. ; 16სმ. - : 40კ., 2000ც.
32. ძვირფასებო! გულისყურით ვკითხულობ ყოველ გამოხმაურებას. მაპატიეთ,რმ ჯერჯერობით არ ვერთვები. ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის ისიც, რომ ველი,როდის მოგროვდება მასალა,რათა გავაანალიზო, გამოვკვეთო ლიტერატურათმცოდნეობითი თვალსაზრისით საინტერესო, აქტუალური საკითხები და შევეცადო მათზე მსჯელობას. ვიცავ პირობას, რომ ემოციურ გამოხმაურებებს, არც დადებითს , არც უარყოფითს არ ვუპასუხებ. ძვირფასებო! გულისყურით ვკითხულობ ყოველ გამოხმაურებას. მაპატიეთ,რმ ჯერჯერობით არ ვერთვები. ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის ისიც, რომ ველი,როდის მოგროვდება მასალა,რათა გავაანალიზო, გამოვკვეთო ლიტერატურათმცოდნეობითი თვალსაზრისით საინტერესო, აქტუალური საკითხები და შევეცადო მათზე მსჯელობას. ვიცავ პირობას, რომ ემოციურ გამოხმაურებებს, არც დადებითს , არც უარყოფითს არ ვუპასუხებ.
31. ამ თემაზე სურვილი მაქვს მეც ვთქვა ჩემი აზრებია, ცნობილია: კრიტიკოსთა მე არ მომწონს ბაზრებია! (დებორაზე არას ვამბობ, ქალებ - ღმერთის ტაძრებია!), კარგად ვიცით, ეგ კურდღლები სად და რატომ დაძვრებიან... ბევრი ვნახე მინავლული მაგათ ნანთებ ხანძრებია, მაგათ საქმე სიყალბეა, პირფერობა - სვლა-გზებია, მითუმეტეს საბჭოური ცეკა-ტეკას ვაზნებია, ნიჭიერის ჩამქოლავი , უნიჭოთა ამგზნებია...
თქვენ ფრონტის ხაზს ვერ მივიღებ, ტყვილა იბრძვით და-ძმებია, პიროვნულზე გადასდიხართ, ააქოთეთ საბძლებია, ვერა ვნახე თქვენს შორისა ლიტკამათის შამძლებია, ერთმანეთის ლანძღვით მკობა, ვერაფერი ნაძლევია!
არც ის მამწონს, როცა პოეტს თავს ესხმიან აჯმებია, მითუმეტეს ისინი, ვის თავებ ჰგონავ რაჯებია, პოეტს არ უნდა უძაგო ღვინიანი მაჯებია, არც ქონების უქონლობა, არც უსახლო ფანჯრებია, არც შიმშილი და სიტიტვლე არც სხვა რამე ხარჯებია. ის ხომ ლექსის ზვარაკია, რას ებრძვიან ქაჯებია? დაანებეთ პოეტს თავი, დააყენეთ ლაჯებია!
ვინ რას ქმნის და რასა სტოვებს, ვერ განბეჭდვენ კვაჭებია, რაც არ უნდა იხტუნაონ, დაიყვლიფონ კანჭებია. ამის გამგე მხოლოდ დროა და არ ვინმეს მანჭვებია, ათწლეულებს რაც ვერ უძლებს, ფარატინა ნაჭრებია, არარაა, გულში ხალხსა რაც ვერ დაუმაჭრებია, ძალითაც ვერ შეასყიდით, თუმცა კი ხართ ვაჭრებია! ჰოდა, უადგილო არის ეს კვეთება-ჩაჩრებია, ოქრო ოქროდ გაბრწყინდება, ჩვრად დარჩება, რაც ჩვრებია!..
ამ თემაზე სურვილი მაქვს მეც ვთქვა ჩემი აზრებია, ცნობილია: კრიტიკოსთა მე არ მომწონს ბაზრებია! (დებორაზე არას ვამბობ, ქალებ - ღმერთის ტაძრებია!), კარგად ვიცით, ეგ კურდღლები სად და რატომ დაძვრებიან... ბევრი ვნახე მინავლული მაგათ ნანთებ ხანძრებია, მაგათ საქმე სიყალბეა, პირფერობა - სვლა-გზებია, მითუმეტეს საბჭოური ცეკა-ტეკას ვაზნებია, ნიჭიერის ჩამქოლავი , უნიჭოთა ამგზნებია...
თქვენ ფრონტის ხაზს ვერ მივიღებ, ტყვილა იბრძვით და-ძმებია, პიროვნულზე გადასდიხართ, ააქოთეთ საბძლებია, ვერა ვნახე თქვენს შორისა ლიტკამათის შამძლებია, ერთმანეთის ლანძღვით მკობა, ვერაფერი ნაძლევია!
არც ის მამწონს, როცა პოეტს თავს ესხმიან აჯმებია, მითუმეტეს ისინი, ვის თავებ ჰგონავ რაჯებია, პოეტს არ უნდა უძაგო ღვინიანი მაჯებია, არც ქონების უქონლობა, არც უსახლო ფანჯრებია, არც შიმშილი და სიტიტვლე არც სხვა რამე ხარჯებია. ის ხომ ლექსის ზვარაკია, რას ებრძვიან ქაჯებია? დაანებეთ პოეტს თავი, დააყენეთ ლაჯებია!
ვინ რას ქმნის და რასა სტოვებს, ვერ განბეჭდვენ კვაჭებია, რაც არ უნდა იხტუნაონ, დაიყვლიფონ კანჭებია. ამის გამგე მხოლოდ დროა და არ ვინმეს მანჭვებია, ათწლეულებს რაც ვერ უძლებს, ფარატინა ნაჭრებია, არარაა, გულში ხალხსა რაც ვერ დაუმაჭრებია, ძალითაც ვერ შეასყიდით, თუმცა კი ხართ ვაჭრებია! ჰოდა, უადგილო არის ეს კვეთება-ჩაჩრებია, ოქრო ოქროდ გაბრწყინდება, ჩვრად დარჩება, რაც ჩვრებია!..
30. ეუფ! რა საჭირო იყო ამ კრიტიკის ამოქექვა და ურაკპარაკზე დადება არ მესმის,ვის რაში სჭირდება?! ვის რას უმტკიცებთ?! ვის აინტერესებს საერთოდ რას ფიქრობდა თეიმურაზ დოიაშვილი(რომელიც არც ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს) იმედი ჯახუას პოეზიაზე 1989 წელს?! მე როგორც მკითხველს( 2009 )წელს რას მაძლევს ეს კრიტიკა? ჰა? ამას რომ ვნახავ ბატონი იმედის ლექსებზე საკუთარ აზრს შევიცვლი, დოიაშვილს არ მოწონებია 1989 წელს და მე რავა მომეწონება თქვა თუ პირიქით მომეწონება რადგან დოიაშვილს არ მოეწონა?! კრიტიკოსების "გენიალურ" ნაშრომებს ისევ კრიტიკოსები თუ კითხულობენ, (ხოდა წერეთ და იკითხეთ) თორემ ავტორებს და მკითხველს ვერც ვერაფერს ჰმატებენ, ვერც აკლებენ. ეს ასე იყო და ასე იქნება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ლიტერატურის ისტორიაში. "პროფესიონალური კრიტიკა" ასეთი რამ არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს ხელოვნებაში, სადაც ერთიდაიგივე საგანი ზოგისთვის მსხალია და ზოგისთვის ფასკუნჯი. ეეეჰ! რა სასაცილოები ვართ ზოგჯერ ეუფ! რა საჭირო იყო ამ კრიტიკის ამოქექვა და ურაკპარაკზე დადება არ მესმის,ვის რაში სჭირდება?! ვის რას უმტკიცებთ?! ვის აინტერესებს საერთოდ რას ფიქრობდა თეიმურაზ დოიაშვილი(რომელიც არც ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს) იმედი ჯახუას პოეზიაზე 1989 წელს?! მე როგორც მკითხველს( 2009 )წელს რას მაძლევს ეს კრიტიკა? ჰა? ამას რომ ვნახავ ბატონი იმედის ლექსებზე საკუთარ აზრს შევიცვლი, დოიაშვილს არ მოწონებია 1989 წელს და მე რავა მომეწონება თქვა თუ პირიქით მომეწონება რადგან დოიაშვილს არ მოეწონა?! კრიტიკოსების "გენიალურ" ნაშრომებს ისევ კრიტიკოსები თუ კითხულობენ, (ხოდა წერეთ და იკითხეთ) თორემ ავტორებს და მკითხველს ვერც ვერაფერს ჰმატებენ, ვერც აკლებენ. ეს ასე იყო და ასე იქნება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ლიტერატურის ისტორიაში. "პროფესიონალური კრიტიკა" ასეთი რამ არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს ხელოვნებაში, სადაც ერთიდაიგივე საგანი ზოგისთვის მსხალია და ზოგისთვის ფასკუნჯი. ეეეჰ! რა სასაცილოები ვართ ზოგჯერ
29. ძალიან გამაღიზიანებელია რაც აქ ხდება. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქედმაღლობა დამღუპველია და კარიერისტულ მიდრეკილებებს ამჟღავნებს. ვერაფერი მტკიცებააა უცხოსიტყვებით მტვრის დაყენება... აქვე ითქვა, რომ მხოლოდ ერთი კრებული გამოსცა იმედო ჯახუამ... იქნებ დასვათ კითხვა თუ რატომ? ფინანსური სიდუხჭირე უცნობია თქვენთვის? არ მითხრათ, რომ ყველა მწერალი ჩაქცეულია ფულში და არაფერი უჭირთ... გასაკვირია რააა, მხოლოდ ერთი კრებული და მხოლოდ სხვისი კრიტიკით?! იქნებ თქვენი ლიერატურული მცოდნეობა გამოგეყენებინათ, როგორც ამას ბატონ იმედოსთან მსჟელობისას მიმართავდით. რატომ სხვისი მოსაზრება?! კიდევ ითქვა, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი არაკეთილმოსურნე გახლდათ ბატონი იმედოსი? ასევე არსებობს მრავალი კრებულის ავტორები, რომელთა ღირებულება სათუოა ან საერთოდ უვარგისი. იქნებ დავითაია დაგეხასიათებინათ, როგორც ქართული ბეტსელერის შექმნელი, რომელმაც საოცარი სერია შექმნა მგლებისა!!! უუუჰ რა მაგარაიაა... თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ... ლიწინ-ლიწინით იყიდებოდა წიგნები. გემოვნებაზე არ დაობენო, ფუ აფსურდია ეს გამონათქვამი.... ან იქნებ ყუბანეიშვილის მარიონეტული ფრაზეოლოგიური ლექსები გავაღმერთოთ?! საშინელებააა!!!!!! ან ბუღაძისეული პირველი ნაწარმოები ვაქციოთ ქვეყნიერების აპოლოგეტად? საცოდაობააა!!! ჭეშმარიტად ვსაუბრობ და არ ვეხები პიროვნებებს თუმცა შესაძლებელია შეუხებლობით დიდი ჭრილობაც და ზიანიც მოგაყენოს მოპაექრემ!!! ხო თუ სილას გაგაწნიან ერთ ლოყაზე, მეორეც მიუშვირეოოო!!! საინტერესოა?! მესამედ ხომ არ მოუნდება, რომ გამილაწუნოს და ამით გამარჯვებულმა სიამაყით იაროს დუნიაზე? აი მე მაგარი ვარ, განათლებული, პროფესორი და ა.შ... პროფესორებმა მიიყვანეს დაღუპვამდე კაცობრიობა არა და შეეძლოთ პირიქით... საოცრებაა როცა ერთი წიგნის დამწერს დავუწუნოთ ის ღირებული რასაც, მას შემდეგ წლებია ჰქმნის!!!
არ არის მეცნიერი, რომ ნაშრომები აქვეყნოს. იქნებ მე განვმარტო ის თუ რა აზრია იმ ციტატებში ჩადებული, რომელიც მოყვანილია თქვენს მიერ პლაგირებულ ნაშრომში. იიიფ იქნებ ეამა ვინმეს ეს სიტყვა. უცხოა და იმიტომ... მაღალფარდოვნება გვიყვარს ჩვენ თუნდ არ გვესმოდეს სიტყვის მნიშვნელობა. და უფრო ეჭვით - ვიდრე იმედით, პირთამდე სავსე ჩემი სამყარო დანაღმულია მოლოდინით და საოცრებით.
და რა ეჭვი არ გამართლდა? იქნებ უნებლიე წინასწარმეტყველური რამ არის ამ ფრაზებში? დავაკვირდეთ: და უფრო ეჭვით - რა ჰქმნის ეჭვებს? ის რაღაც, რომელიც გაწუხებს და გტანჯავს, მაგრამ რა გტანჯავს? შესაძლებელია პიროვნული აღრევა, მაგრამ თუ პიროვნული აღრევა, მაშინ ადამიანი ყველაზე ცოდა გაუწონასწორებელი უნდა იყო და არა აღქმადი სხვის მიერ. ე.ი. გიჟი. მაგრამ გიჟის ეტყობა იმედოს რამე? შესაბამისად გამოირიცხა, რომ რამე აწუხებდა პოეტს. მაშ სხვა ეჭვებთან გვაქვს საქმეეე... რასთან ნეტა? ტანჯვასთან! რამ შეიჯლება ტანჯვა მოგაყენოს? უკვე კითხვა დაისვა რამ? ე.ი. მიზეზი ან ვინმე არის ან რამე. თუ ვინმეა ეს შეიძლება შენთვის გულითადი ადამიანი იყო. მაგალითად: მეუღლე, შვილი, ბიძაშვილი და ა.შ... და თუ რამე? მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ავადმყოფობასთან? ნამდვილად არა, რადგან გაგრძელება პირდაპირ უარყოფს ხორციელს. ე.ი.რა რჩება? სული და სამშობლო. რატომ სამშობლოო, არ შემეკითხოთ, რადგან სამყაროს შემადგენელი ნაწილია ჩვენი სამშობლო. სიტყვა სამყარო კი სახეზეაააა. იქნებ გავაგრძელო? რა განა დღეს ნაღმებზე არ დავდივართ?
და დღემდეის ვერ გამირკვევია, ბრალდებას ვისმენ თუ განაჩენს.
გთხოვთ ამასაც ნუ გამარჩევინებთ, საკმაოდ ვრცელია უკვე ჩმი კომენტარი. უკვე გასაგებიც უნდა იყოს თუ რით დავასრულებ!!!
აბსოლუტურად მიუკერძოებული და სიბიექტური ვარ ლექსის ანალიზში. ეს მე ვფიქრობ ნათლად ჩანს. არავითარი პიროვნულ ზეგავლენას რ განვიცდი!!!
ვიტყვით და აუცილებლად მოვინათლებით სხვის მიერ: უყურეთ რა მაგრად მეტყველებსო?! უდაოდ ნიჭიერი ადამიანიაოოო!!! როდესაც უბრალო გლეხი ადამიანი წიგნს ხელში აიღებს და წაიკითხავს ლექს... ხომ არ მივაშველოთ ჩვენეული კრიტიკის სახელმძღვანელოები? გაიგებს რამეს? არ მითხრათ ახლა კი გაიგებსო. უბრალოდ ლექსიკონის მოშველიება დასჭირდება, რომელიც საეჭვოა ექნება თუ არა ოჯახში. აი ლექსების კრებულები კი ყველა ოჯახშია. მას ურჩევნია სითბო წაიკითხოს, გაჭირვებას მეტი შემართებით გაუმკლავდეს. საოცარია ეს ქვეყანაააა და მართლაც ლურჯ პლანეტას ვამსგავსებთ... იქნებ ლექსში, როგორც საქვეყნოდ აღიარებულ ჰაიკუებში, ციფრული ელემენტები შეგვეტანა და არისტოტელეს მეტაფიზიკური დატვირთვებით გავაჯეროთ, გაცილებით საინტერესო გამოვა მაგრამ ვისთვის? ფილოსოფოსებისთვი და მეცნიერებისთვის? ხალხმა რა დააშავა? სულმა არ უნდა იკვებოს? თუ მეტი რიცხობრივი დატვირთვა მეტ პრულარიზმს შესძენს ლექს? საინტერესო იდიოტობა გამოვა... შემთხვევით ლექსში საინტერესოა ყოველთვის განვრცოვითობა, რასაც გასაოცარ შედეგამდე მივყავართ. ცილი არ დამსწამოთ, რომ ქართველ ერში თითქმის ყველა უვიცია და ლექს ვერ გაიგებს თუ ის გასაგებ ენაზე არ დაიწერაო. ღმერთო მომიტევე!!! ეს ეგრე არ არის. კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება!!! იქნებ პატივისცემაზე, როცა ვსაუბრობთ, (არა და აქ ამ ქცევითმა საგანმა აქტუალურად იჩინა თავი) საკუთარ ღირებებზეც დავფიქრდეთ. ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ და შესაძლებელია შეგვეშალოს რამ, ამიტომ პასუხიც უნდა ვაგოთ ჩვენს წარსულ ქმედებებზე. ასევე გაჟრერებულ იქნა ლიტ.გე-ზე თქვენი დამსახურებების შესახებ. ძალიან საინტერესოა თქვენი მეცნიერული შეხედულებები, რომლებიც შესაძლებელია სამომავლოდ საზიანო აღმოჩნდეს ერისთვის. ქართული ლიტერატურა ზეგავლენის ქვეშ ყოველთვის ექცეოდა. ნაზავი იმპორტული მასალისა ფართოდ აისახებოდა მასში, მაგრამ არა სრული დატვირთვით, არამედ მოკირწყლული გახლდათ ყოველთვის ჭეშმარიტი სრულფასოვნებით, რაც ზიანს არ აყენებდა ქართულ სულიერ ლიტერატურას. ზემოთ ვახსენე ჰაიკუ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგ გარდა ერთისა! მასში ღვთისნიერს ვერაფერს ვხედავ. ასევე თუ ცილს დავწამებთ ბატონ იმედოს, რომ ის მხოლოდ თავის პირადულ განცდებზე სწერს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროდ, რომ თქვენს მიერ ნაქებ ჰაიკუში სუიციდისა და სისხლისმსმელობის მეტი არაფერი შინაარსი არ ძევს. სულიერ ხსნას ხორცში ეძებენ და ღმერთებში და არა ღმერთში. ვცდები ვითომ? არა მგონის!!! ვაფასებ თქვენს ნიჭს და პატივს ვცემ. არ იფიქროთ, რომ ვპირფერობ. პირიქით ალალად ვამბობ. უბრალოდ ეს ნიჭი გამოიყენეთ საუნივერსიტეტო კედლებში და მის ფარგლებს გარეთ კეთილი ზრახვებით და არა სალიტერატურო თვითმკვლელობისკენ. გაცილებით პირნათელი იქნებით საზოგადოების წინაშე და კარიერისტული ფსიქოექსცენტრიულობაც დაირთგუნება თქვენში.
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით: ძალიან გამაღიზიანებელია რაც აქ ხდება. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქედმაღლობა დამღუპველია და კარიერისტულ მიდრეკილებებს ამჟღავნებს. ვერაფერი მტკიცებააა უცხოსიტყვებით მტვრის დაყენება... აქვე ითქვა, რომ მხოლოდ ერთი კრებული გამოსცა იმედო ჯახუამ... იქნებ დასვათ კითხვა თუ რატომ? ფინანსური სიდუხჭირე უცნობია თქვენთვის? არ მითხრათ, რომ ყველა მწერალი ჩაქცეულია ფულში და არაფერი უჭირთ... გასაკვირია რააა, მხოლოდ ერთი კრებული და მხოლოდ სხვისი კრიტიკით?! იქნებ თქვენი ლიერატურული მცოდნეობა გამოგეყენებინათ, როგორც ამას ბატონ იმედოსთან მსჟელობისას მიმართავდით. რატომ სხვისი მოსაზრება?! კიდევ ითქვა, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი არაკეთილმოსურნე გახლდათ ბატონი იმედოსი? ასევე არსებობს მრავალი კრებულის ავტორები, რომელთა ღირებულება სათუოა ან საერთოდ უვარგისი. იქნებ დავითაია დაგეხასიათებინათ, როგორც ქართული ბეტსელერის შექმნელი, რომელმაც საოცარი სერია შექმნა მგლებისა!!! უუუჰ რა მაგარაიაა... თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ... ლიწინ-ლიწინით იყიდებოდა წიგნები. გემოვნებაზე არ დაობენო, ფუ აფსურდია ეს გამონათქვამი.... ან იქნებ ყუბანეიშვილის მარიონეტული ფრაზეოლოგიური ლექსები გავაღმერთოთ?! საშინელებააა!!!!!! ან ბუღაძისეული პირველი ნაწარმოები ვაქციოთ ქვეყნიერების აპოლოგეტად? საცოდაობააა!!! ჭეშმარიტად ვსაუბრობ და არ ვეხები პიროვნებებს თუმცა შესაძლებელია შეუხებლობით დიდი ჭრილობაც და ზიანიც მოგაყენოს მოპაექრემ!!! ხო თუ სილას გაგაწნიან ერთ ლოყაზე, მეორეც მიუშვირეოოო!!! საინტერესოა?! მესამედ ხომ არ მოუნდება, რომ გამილაწუნოს და ამით გამარჯვებულმა სიამაყით იაროს დუნიაზე? აი მე მაგარი ვარ, განათლებული, პროფესორი და ა.შ... პროფესორებმა მიიყვანეს დაღუპვამდე კაცობრიობა არა და შეეძლოთ პირიქით... საოცრებაა როცა ერთი წიგნის დამწერს დავუწუნოთ ის ღირებული რასაც, მას შემდეგ წლებია ჰქმნის!!!
არ არის მეცნიერი, რომ ნაშრომები აქვეყნოს. იქნებ მე განვმარტო ის თუ რა აზრია იმ ციტატებში ჩადებული, რომელიც მოყვანილია თქვენს მიერ პლაგირებულ ნაშრომში. იიიფ იქნებ ეამა ვინმეს ეს სიტყვა. უცხოა და იმიტომ... მაღალფარდოვნება გვიყვარს ჩვენ თუნდ არ გვესმოდეს სიტყვის მნიშვნელობა. და უფრო ეჭვით - ვიდრე იმედით, პირთამდე სავსე ჩემი სამყარო დანაღმულია მოლოდინით და საოცრებით.
და რა ეჭვი არ გამართლდა? იქნებ უნებლიე წინასწარმეტყველური რამ არის ამ ფრაზებში? დავაკვირდეთ: და უფრო ეჭვით - რა ჰქმნის ეჭვებს? ის რაღაც, რომელიც გაწუხებს და გტანჯავს, მაგრამ რა გტანჯავს? შესაძლებელია პიროვნული აღრევა, მაგრამ თუ პიროვნული აღრევა, მაშინ ადამიანი ყველაზე ცოდა გაუწონასწორებელი უნდა იყო და არა აღქმადი სხვის მიერ. ე.ი. გიჟი. მაგრამ გიჟის ეტყობა იმედოს რამე? შესაბამისად გამოირიცხა, რომ რამე აწუხებდა პოეტს. მაშ სხვა ეჭვებთან გვაქვს საქმეეე... რასთან ნეტა? ტანჯვასთან! რამ შეიჯლება ტანჯვა მოგაყენოს? უკვე კითხვა დაისვა რამ? ე.ი. მიზეზი ან ვინმე არის ან რამე. თუ ვინმეა ეს შეიძლება შენთვის გულითადი ადამიანი იყო. მაგალითად: მეუღლე, შვილი, ბიძაშვილი და ა.შ... და თუ რამე? მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ავადმყოფობასთან? ნამდვილად არა, რადგან გაგრძელება პირდაპირ უარყოფს ხორციელს. ე.ი.რა რჩება? სული და სამშობლო. რატომ სამშობლოო, არ შემეკითხოთ, რადგან სამყაროს შემადგენელი ნაწილია ჩვენი სამშობლო. სიტყვა სამყარო კი სახეზეაააა. იქნებ გავაგრძელო? რა განა დღეს ნაღმებზე არ დავდივართ?
და დღემდეის ვერ გამირკვევია, ბრალდებას ვისმენ თუ განაჩენს.
გთხოვთ ამასაც ნუ გამარჩევინებთ, საკმაოდ ვრცელია უკვე ჩმი კომენტარი. უკვე გასაგებიც უნდა იყოს თუ რით დავასრულებ!!!
აბსოლუტურად მიუკერძოებული და სიბიექტური ვარ ლექსის ანალიზში. ეს მე ვფიქრობ ნათლად ჩანს. არავითარი პიროვნულ ზეგავლენას რ განვიცდი!!!
ვიტყვით და აუცილებლად მოვინათლებით სხვის მიერ: უყურეთ რა მაგრად მეტყველებსო?! უდაოდ ნიჭიერი ადამიანიაოოო!!! როდესაც უბრალო გლეხი ადამიანი წიგნს ხელში აიღებს და წაიკითხავს ლექს... ხომ არ მივაშველოთ ჩვენეული კრიტიკის სახელმძღვანელოები? გაიგებს რამეს? არ მითხრათ ახლა კი გაიგებსო. უბრალოდ ლექსიკონის მოშველიება დასჭირდება, რომელიც საეჭვოა ექნება თუ არა ოჯახში. აი ლექსების კრებულები კი ყველა ოჯახშია. მას ურჩევნია სითბო წაიკითხოს, გაჭირვებას მეტი შემართებით გაუმკლავდეს. საოცარია ეს ქვეყანაააა და მართლაც ლურჯ პლანეტას ვამსგავსებთ... იქნებ ლექსში, როგორც საქვეყნოდ აღიარებულ ჰაიკუებში, ციფრული ელემენტები შეგვეტანა და არისტოტელეს მეტაფიზიკური დატვირთვებით გავაჯეროთ, გაცილებით საინტერესო გამოვა მაგრამ ვისთვის? ფილოსოფოსებისთვი და მეცნიერებისთვის? ხალხმა რა დააშავა? სულმა არ უნდა იკვებოს? თუ მეტი რიცხობრივი დატვირთვა მეტ პრულარიზმს შესძენს ლექს? საინტერესო იდიოტობა გამოვა... შემთხვევით ლექსში საინტერესოა ყოველთვის განვრცოვითობა, რასაც გასაოცარ შედეგამდე მივყავართ. ცილი არ დამსწამოთ, რომ ქართველ ერში თითქმის ყველა უვიცია და ლექს ვერ გაიგებს თუ ის გასაგებ ენაზე არ დაიწერაო. ღმერთო მომიტევე!!! ეს ეგრე არ არის. კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება!!! იქნებ პატივისცემაზე, როცა ვსაუბრობთ, (არა და აქ ამ ქცევითმა საგანმა აქტუალურად იჩინა თავი) საკუთარ ღირებებზეც დავფიქრდეთ. ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ და შესაძლებელია შეგვეშალოს რამ, ამიტომ პასუხიც უნდა ვაგოთ ჩვენს წარსულ ქმედებებზე. ასევე გაჟრერებულ იქნა ლიტ.გე-ზე თქვენი დამსახურებების შესახებ. ძალიან საინტერესოა თქვენი მეცნიერული შეხედულებები, რომლებიც შესაძლებელია სამომავლოდ საზიანო აღმოჩნდეს ერისთვის. ქართული ლიტერატურა ზეგავლენის ქვეშ ყოველთვის ექცეოდა. ნაზავი იმპორტული მასალისა ფართოდ აისახებოდა მასში, მაგრამ არა სრული დატვირთვით, არამედ მოკირწყლული გახლდათ ყოველთვის ჭეშმარიტი სრულფასოვნებით, რაც ზიანს არ აყენებდა ქართულ სულიერ ლიტერატურას. ზემოთ ვახსენე ჰაიკუ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგ გარდა ერთისა! მასში ღვთისნიერს ვერაფერს ვხედავ. ასევე თუ ცილს დავწამებთ ბატონ იმედოს, რომ ის მხოლოდ თავის პირადულ განცდებზე სწერს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროდ, რომ თქვენს მიერ ნაქებ ჰაიკუში სუიციდისა და სისხლისმსმელობის მეტი არაფერი შინაარსი არ ძევს. სულიერ ხსნას ხორცში ეძებენ და ღმერთებში და არა ღმერთში. ვცდები ვითომ? არა მგონის!!! ვაფასებ თქვენს ნიჭს და პატივს ვცემ. არ იფიქროთ, რომ ვპირფერობ. პირიქით ალალად ვამბობ. უბრალოდ ეს ნიჭი გამოიყენეთ საუნივერსიტეტო კედლებში და მის ფარგლებს გარეთ კეთილი ზრახვებით და არა სალიტერატურო თვითმკვლელობისკენ. გაცილებით პირნათელი იქნებით საზოგადოების წინაშე და კარიერისტული ფსიქოექსცენტრიულობაც დაირთგუნება თქვენში.
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით:
28. მოვედი, ბიძია-ბაბუებო!
,,ხო,ხო,ხო,ხო! - რანაირად ბრდღვინავს არაგვი?!. ტა,ტა,ტა,ატა! - ნაპირს როგორ ეხეთქება ზღვა!.. - რავა - სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა კი!.. როცა სხვა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას?!. მე შენ გეტყვი - არ მეყოფა სიტყვის მარაგი!.. - წვიმა როა, მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!..
ჩემი დიდი მეგობრის ეს სტრიქონები ლოცვა და პირჯვრის გადაწერასავითა მაქვს ხოლმე წინასწარ მომზადებული გენმოდიფიცირებულ ინტელექტუალთა ( უკაცრავად პასუხი კია მარა…) და მათ - ასევე უკაცრავად პასუხია - ნააზრევებთან მიახლოებისა და განსაკუთრებით - უშუალოდ შეხებისას… ფუი ეშმაკს!.. ჩვენთან არს ღმერთი! არს და იყოს! ამინ! შემინდე, უფალო, რამეთუ არა ძალ მეყო მე არა განმეკითხა არაკეთილსინდისიერად განმკითხავი ჩემი!..
აბა, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმეს! ისედაც ძალიან დავაგვიანე და ამასობაში
ზარბაზნების ბათქა-ბუთქი აუტეხავთ ბეღურებს! იმო ბაბუ იღიმება ამ ყველაფრის შემყურე!
არ მოგიწყენიათ, ბეღურებო, როგორც თქვენი ჟრიამულიდან ჩანს…
ახლა თქვენ მოგესალბებით, ვინც ბებერი ბაბუს გვერდით ასე თავგანწირვით დადექით და პირდაპირ ბეღურების საშინელ ხახაში შეჰყავით თავი!
მოგესალმები, არწივო! შენ მაინც ვერას დაგაკლებენ ბეღურები! მოგესალმები, ლელა! მოგესალმები, ანემონე! მოგესალმები ნუკი! მოგესალმები, ბექა! მოგესალმები, გიო! მოგესალმები, ნუცი! მოგესალმები, ნან! (ჭა) მოგესალმებით ყველას, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლაში ბაბუს მხარეს კიდევ გაბედავს დადგომას! ლალის მხოლოდ იმიტომ მივესალმები, რომ დიდი ხანია მის გამოჩენას ველოდი და თუ რატომ, ამას პირად-ვირტუალურ ურთიერთობაში გავარკვევთ… და იმასაც, თუ რას ნიშნავს მისი აქ გამოთქმული ზოგიერთი ასეთი თუ ისეთი ფრაზა… ეს ახლა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ეს გვერდი ბოლოს და ბოლოს მის პატრონს ეკუთვნის… რენუარი კიდევ რა დროს გაფრენილა!.. არადა, ,,რაღაც მინდოდა მეთქვა”… კერძოდ ის, რომ ეს ყბადაღებული გენმოდიფიცირებული პოეზია ვის არ მოსწონს და, სასტიკად არ მოსწონს იმო ბაბუს, იმო ჯახუანს, იმედი ჯახუას და ასევე ჯახუ გიორგიანს… ხოლო თუ რას წარმოადგენენ ეს ღრმადპატივცემული ზემოთჩამოთვლილი ბატონები, როგორც პოეტები და ლიტერატორები (ანუ, კომენტარებისა და ესსე-ოპუსების ავტორები), ამის გასარკვევად ასობით მათი ლექსი, პოემა და ათობით წერილი, ასევე ათასობით კომენტარი დევს ამ საიტზე ყველასათვის ხელმისაწვდომად და მაინც და მაინც დოიაშვილის დონის მეტრებს ნუ დაელოდებით საამისოდ!.. ამხელა ,,პროფ. კრიტიკოსები’’ ასეთ წვრილმანებზე ყოველთვის ხომ არ მოსცდებიან?!. მაშინაც, ღვთის წყალობით, გაგვიმართლა მეც და ჩემი მეგობრების ერთ ჯგუფს, რომ იმხელა ზემდგომი ორგანოებიდან დაავალეს იმხელა პასკვილის სასწრაფოდ (მიზეზთა გამო!..) გაშანშალება, თორემ ვინ იცის, როდის გვეღირსებოდა ჩვენ, პარტიისა და მთავრობისაგან ისედაც არაერთხელ დატუქსულ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს მისი მაღალი ყურადღება!.. არადა ეს ყოფილი ალკკ ცეკას ხელის ბიჭუნა და კარის კრიტიკანი, მაშინაც ისეთივე მუდო იყო, როგორიც ამჟამად გახლავთ, და რომ არა სათანადო ორგანოებისგან მიღებული კატეგორიული დავალება და ასევე სრული უსაფრთხოების გარანტია, მართლაც გიჟი და თავისთავის მტერი იქნებოდა, რომ ჩვენს - ჩხუბებსა და ბოჰემაში გამოწრთობილ სამეგობროსათვის ასეთი სახედრის წიხლი მოექნია… აქვე ისიც უნდა დავაანონსო, რომ დებორამ დიდად დათვური სამსახური გაუწია თავის უფროს კოლეგას (უნიჭობასა და დემაგოგიაში!..), ამ დავიწყების სქელმტვერმიყრილი პასკვილის ხელახლა საფლავიდან ამოღებითა და კარგა ხნის გახრწნილი ბინძური მძორის სუნით ამ საიტის წაბილწვით… ამას ცოტა უკეთ ამის ჩამდენი ამ დღეებში გაიგებს, როცა ამ პასკვილის დაწერის წინაისტორიასა და მიზანს ცოტა უფრო წვრილად გადმოვუშლი ჯახუ გიორგიანის ნიკზე დადებული იმ მოვლენების მოკლე მიმოხილვაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1981-83 წლებში… ეს ნიკი გაცილებით ღირსეულ ადამიანებთან დაკავშირებული მოგონებების გამოსაქვეყნებლად გავხსენი ამას წინათ, მაგრამ არა უშავს, ,,ჯერ მწარე ჭამეო…”, ერთმა დიდმა პოეტმა დიდი ხნის წინ ბრძანა და არაა პრობლემა… ჩიტი ბდღვნად არ ღირსო, ბერურა ჩიტზე უნდა იყოს ნათქვამი, ასე მგონია მე, მაგრამ ზოგი ასეთი საცოდავი არსება თავდვე იბდღვნის თავს და რა გინდა რომ ქნა ასეთ მძიმე შემთხვევაში?!. რასაც ვგულისხმობ, ახლავე გასაგები გახდება, თუ ზერელედ მაინც ავუფიქრდებით იმას, რა ხასიათისაა დოიაშვილის ეს პასკვილი, თუნდაც ამ ფრაგმენტის მიხედვით: აქ მთავარი მიზანია, დასწამო, დააბრალო, რომ აქლემია, ხოლო მერე იმან იმართლოს თავი რამდენიც უნდა… ერთი ასეთი დემაგოცის პასკვლს იმოწმებს მეორე დემაგოგი… იმოწმებს ისეთ რამეს, სადაც განსახილველი (მოსათხრელი!..) წიგნიდან არაა არცერთი ლექსი განხილული იმის საჩვენებლად (ან მკითხველის მოსატყუებლად მაინც!..), აი, ნახეთ, რა დონის ლექსებიაო… თუმცა შეეძლო ყველაზე სუსტი ლექსიც აერჩია, თუ იქ ასეთი რამ იყო… მაგრამ რაკი ეს ვერ შეძლო (ამ წიგნმა ათზე მეტი დოიაშვილზე ათი თავით მაღალი დონის კრიტიკოსებისა და რედაქტორების ხელში გაიარა, ვიდრე სტამბაში გააგზავნიდნენ!..), გააკეთა ის, რასაც ასეთ დროს ყოვლად უთავმოყვარეო და უპრინციპო მლიქვნელი გააკეთებდა: მან პატრონების დავალება ამ ფორმით შეასრულა: აუარა გვერდი ყველა ლექსს და ზოგადი ფრაზებით მთელი წიგნი გააბიაბრუა თავისი მოკლე ჭკუით… ზუსტად შენიშნა განდიმ, რომ იმ მკითხველისათვის, რომელსაც ლექსების კრებული არ წაუკითხავს, სრულიად გაუგებარი რჩება, რას აკრიტიკებს კრიტიკოსი ასეთი მონდომებით… მაგრამ დემაგოგიის პრინციპიც ხომ სწორედ ეს არის - დაგაბრალოს ის, რასაც თავად სჩადის - სიყალბე და უნიჭობა… თანაც ამის დამამტკიცებელი ერთი მაგალითის მოტანის გარეშე… აი, ასეთი პროფესიონალი კრიტიკოსია დებორასათვის ,,პროფესიონალი’’ და მთელი იმდროინდელი ქართული კრიტიკის აზრთამპყრობელი!.. ამას იგი არაერთხელ იმეორებს, თუნდაც ამ ფორმით: ი.ჯ.-ს 80-ნი წლების დასაწყისშივე მიუჩინა ქართულმა კრიტიკამ თავისი ადგილი… და რომ იმის შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გამიდგამს იმ ადგილიდან!.. აქედან ჩანს ამ ქალბატონის აზროვნების დონეცა და სტილიც… როცა ამ საიტზე 300-ზე მეტი ლექსი დევს ჩემი და თავად შეუძლია მათი განხილვა (თუ ასეთი რამ საერთოდ ხელეწიფება!..), ლამის სამი ათეული წლის წინანდელ პასკვილს უზენაეს ინსტანციად მიიჩნევს და გამწარებით ცდილობს ეს სისულელე სხვასაც მოახვიოს თავზე, იმის აზრზეც კი არ არის, რომ ის ადამიანები ამ საიტზე თავად კითხულობენ ყოველდღე ჩემს ძველსაც და ახალ ლექსებსაც, 1963 წელს დაწერილიდან მოყოლებული და ძალიან დებორას დონეზე უნდა იდგნენ გონებრივადაც და თავმოყვარეობითაც, რომ თავისი თვალით წაკითხულს არ ენდონ და ვიღაც დოიაშვილის, დებორასებრ ხელმოცარული ყოფილი ყოვლად უნიჭო ლექსების მჯღაბნელის მიერ 27 წლის წინ ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების შეკვეთით შეთითხნილი პასკვილის დასკვნებს დაეყრდნონ ჩემი მაშინდელი თუ დღევანდელი ლექსების შეფასებისას… სხვა უფრო საინტერესო რამეებზე მეორე ნაწილში ვისაუბრებთ! არ გამოტოვოთ! კინო წინაა! მანტიკორა კი მაინც ვერ გავიგე, რა ტიპია! ანუ გაგრძელება (თანაც ძაან მაგარი!) იქნება!...
მოვედი, ბიძია-ბაბუებო!

27. ვეთანხმები ნუციკოს...ზუსტად ასე ვიქრობ მეც...( ამ საიტზე ზოგი ვერთობით...მაგრამ პოეტი ვინც არის ან პოტენციაში, აშკარად ჩანს...) ვეთანხმები ნუციკოს...ზუსტად ასე ვიქრობ მეც...( ამ საიტზე ზოგი ვერთობით...მაგრამ პოეტი ვინც არის ან პოტენციაში, აშკარად ჩანს...)
26. დროის სიმცირის გამო არ წამიკითხავს არც კრიტიკა და არც კომენტარები, მხოლოდ ამას ვიტყოდი:
ჯერ კიდევ გოეთემ აღნიშნა ეკერმანთან საუბრისას, რომ კრიტიკას და კრიტიკოსებს აყოლილი შემოქმედი კვდება, ის ვერ შექმნის ვერაფერს ღირებულს. მე ამას არ უნდა ვწერდე, რადგან ქართული ლიტერატურის კვლევას ვემსახურები და, აქედან გამომდინარე, ჩემი პროფესიული მოვალეობაა კრიტიკა-რომელსაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვაღიარებ,-როგორც საჭიროსა და მიზანშეწონილს, დანარჩენ შემთხვევაში კი სრული ბლეფია, მომიტევეთ:) კრიტიკა ჯანსაღი იშვიათადაა. ამის საუკეთესო მაგალითი ისრორიაში რომ არ ვეძებოთ, ახლაც ცხვირწინ გვიდევს-სასაცილო კრიტიკის წნეხში მოყოლილი "დაზარალებული" ვითომპოეტების სახით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დიდად ნიჭიერი ხალხი აკლდება ქართულ ლიტერატურას,-ნიჭი თავის გზას იპოვის, და საუკეთესო ინდიკატორი დროა. მერწმუნეთ, ადამიანი თუ პოეტად არაა დაბადებული, მას ვერაფერი შეცვლის და "უშველი"-ვერც ლექსის გარჩევა და ვერც მისი "დამუშავება", ლექსში , რასაკვირველია, შეიძლება რაღაც ნიუანსების დახვეწა-მხოლოდ ნიუანსების!-და სხვა არაფერი. ლექსის თხზვა არქეტიპული მოვლენაა და კრიტიკოსი პოეტის მაგივრად ვერ ჩავა მის ქვეცნობიერში, დანარჩენი ყველაფერი კი ყალბია. პოეზია ძალიან ნაღდია-ესაა ნამდვილი პოეზია. ამით მე არ მინდა ვთქვა, რომ ლექსმთცოდნეობა არაა საჭირო, არა. უბრალოდ, ლექსთმცოდნე ძალიან ნიჭიერი, დახვეწილი და დელიკატური უნდა იყოს.
ნიჭი პოეტის ერთადერთი საზომია, და ამას მხოლოდ ნიჭიერი გაიგებს, კარგ მთქმელს-კარგი გამგონი....
კეთილი სურვილებით ;;) დროის სიმცირის გამო არ წამიკითხავს არც კრიტიკა და არც კომენტარები, მხოლოდ ამას ვიტყოდი:

კეთილი სურვილებით ;;)
25. თეიმურაზ დოიაშვილი პოეზიის მეტრიაა?
საერთოდაც,მე არცერთ კრიტიკოსს არ ვცნობ,არ ვგულისხმობ პირდაპირი გაგებით ,,კრიტიკას", პოეზიასს არ ჭირდება არანაირი კრიტიკოსი, ცოტა უხერხულად მომეჩვენება ახლა მე ვინმე გამოვიდეს და გიო საჯაიას ლექსების მრჩეველ -კრიტიკოსი გახდეს,ვერ ავიტან!
რად უნდა ახლა ,,ივერიის ღამეს " კრიტიკა...ლექსი რომ წავიკიტხეე მომაგიჟიანა,ნაღდი ლექსი ყველგან იგრძნობა,ღვინოსავითაა...
ან თუნდაც- ,,ლურჯა ცხენებს " რო მიადგები კაცი და გარჩევას დაუწყებ,კრიტიკა პუბლიცისტიკა კი არა და იდიოტიზმი ქვია მაგას...
არ მჭირდება მე დიდი დავიდარაბა ამისთვის, ლექსს დრო წვრთნის და არა- ერთი-ორი პოეზიის მცოდნე... თუ მეტრი?...
იმო ძიააა,ამ ლექსს მოგიძღვნი აქ:
,,გავაფრინე,პოეტი ვარ,მაშ ასე: აქირქილდით პოეზიის მეტრებო. დღეს მზემ ზურგზე გამიკეთა მასაჟი, ხვალ მზის ვალი ერთი ლექსი მექნება!"
ქალბატონებს კი ბოდიშს მოვუხდი,თუმცა მე მათი საწინააღმდეგო არაფერი დამიწერია აქ,არც ვიცნობ არც ერთ მათგანს, ეს უკვე სხვა თემაა, უბრალოდ, მე მიყვარს ეს კაცი სახელად-იმედი ჯახუა...მისი სუფთა პოეზიაა... ვერ დავდუმდებოდი,ნამდვილად!
თეიმურაზ დოიაშვილი პოეზიის მეტრიაა?

24. რა საყვარელი ხართ ხოლმე ქალბატონი ნინო:) საოცარი დემაგოგიის და ცინიზმის .. არა ვტყუი უნიჭო!!!!!!! დემაგოგიის და ცინიზმის იშვიათი ფეირვერკს აკეთებთ ხოლმე. ახალი იმიჯი გაქვტ?ღირსეული და მიმტევებელი ;)დიდსულოვნება ძლიერების და ღირსეულების პრეროგატივაა.
ძალიან სულმდაბლური საქციელი იყო თქვენის მხრიდან ამ კრიტიკული წერილის მოფრიალება აქ:)არაკოლეგიალურობის ნიმუში ...რა საჭიროა შელამაზება-ძალიან ულამაზო და უღირსი არადა მეგონა გქონდათ იმის კომპეტენცია და ნიჭი,რომ თქვენ თვითონ დაგედოთ კრიტიკული ანალიზი იმედოს შემოქმედების. ნინო,(ქალბატონოს დამსახურება უნდა) ძალიან ცუდი იმიჯმეიკერი ხართ საკუთარი პერსონის,უნიჭო იმიჯმეიკერი.ან ერთ ამპლუას ''დააწექით'' ან მეორეს. ნამეტანი დომხალიზაციაა და თქვენს დიდებული,განსწავლული,აკადემიური ქალბატონის იმიჯს(ძალიან ვხალისობ და არა მარტო მე ამაზე)ნუ ანაგვიანებთ ძალიან შესაბრალისი და უღირსი კომანტარებით და საქციელებით. , არ დავწერ სიტყვას პატივისცემით იმიტომ რომ ასე არ არის ჩემი მხრიდან.
რა საყვარელი ხართ ხოლმე ქალბატონი ნინო:) საოცარი დემაგოგიის და ცინიზმის .. არა ვტყუი უნიჭო!!!!!!! დემაგოგიის და ცინიზმის იშვიათი ფეირვერკს აკეთებთ ხოლმე. ახალი იმიჯი გაქვტ?ღირსეული და მიმტევებელი ;)დიდსულოვნება ძლიერების და ღირსეულების პრეროგატივაა.
ძალიან სულმდაბლური საქციელი იყო თქვენის მხრიდან ამ კრიტიკული წერილის მოფრიალება აქ:)არაკოლეგიალურობის ნიმუში ...რა საჭიროა შელამაზება-ძალიან ულამაზო და უღირსი არადა მეგონა გქონდათ იმის კომპეტენცია და ნიჭი,რომ თქვენ თვითონ დაგედოთ კრიტიკული ანალიზი იმედოს შემოქმედების. ნინო,(ქალბატონოს დამსახურება უნდა) ძალიან ცუდი იმიჯმეიკერი ხართ საკუთარი პერსონის,უნიჭო იმიჯმეიკერი.ან ერთ ამპლუას ``დააწექით`` ან მეორეს. ნამეტანი დომხალიზაციაა და თქვენს დიდებული,განსწავლული,აკადემიური ქალბატონის იმიჯს(ძალიან ვხალისობ და არა მარტო მე ამაზე)ნუ ანაგვიანებთ ძალიან შესაბრალისი და უღირსი კომანტარებით და საქციელებით. , არ დავწერ სიტყვას პატივისცემით იმიტომ რომ ასე არ არის ჩემი მხრიდან.
23. ძვირფასებო ! დიდ მადლობა საინტერესო გამოხმაურებებისთვის,მაგრამ იქნებ ლიტერატურაზე ,პოეზიაზე გვასაუბრა და თავი შეგვეკავებინა მიმდინარე პოლემიკის პირადურთიერთობით პლანში გადატანისაგან. მიუხედავად იმისა,რომ ვთვლი,ბატონ იმედის არცთუ ცოტა რამ შეეშალა ურთიერთობის ეთიკის თვალსაზრისით,.(როგორც მამაკაცსა და უფროს კოლეგას - ქალთან/ქალებთან დამოკიდებულების მხრივ) , სრულიად გულწრფელად მოვუტევებ ყველაფერს და მისგან ველი დადინჯებულ მსჯელობას ჩვენი საერთო სფეროს - პოეზიის აქტუალურ პრობლემებზე.
ძვირფასებო ! დიდ მადლობა საინტერესო გამოხმაურებებისთვის,მაგრამ იქნებ ლიტერატურაზე ,პოეზიაზე გვასაუბრა და თავი შეგვეკავებინა მიმდინარე პოლემიკის პირადურთიერთობით პლანში გადატანისაგან. მიუხედავად იმისა,რომ ვთვლი,ბატონ იმედის არცთუ ცოტა რამ შეეშალა ურთიერთობის ეთიკის თვალსაზრისით,.(როგორც მამაკაცსა და უფროს კოლეგას - ქალთან/ქალებთან დამოკიდებულების მხრივ) , სრულიად გულწრფელად მოვუტევებ ყველაფერს და მისგან ველი დადინჯებულ მსჯელობას ჩვენი საერთო სფეროს - პოეზიის აქტუალურ პრობლემებზე.
22. "ამ საიტს მართლა აკლია გულწრფელი სიტყვა და ამის გარეშე აქაურობა ერთ დიდ "ჩასახუტებელ" ადგილს ემსგავსება სამწუხაროდ.... " ეს ლელას სტიყვებია რომელსაც ნამდვილად ვეთანხმები, ჯანსაღი კრიტიკის აუცილებლობა ნამდვილად შესამჩნევია. მანტიკორა არ ვიცი ვინ არის თუმცა საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს და აკრიტიკებს ხოლმე. მოკლედ ველოდები მოვლენების შემდგომამ განვიტარებას
"ამ საიტს მართლა აკლია გულწრფელი სიტყვა და ამის გარეშე აქაურობა ერთ დიდ "ჩასახუტებელ" ადგილს ემსგავსება სამწუხაროდ.... " ეს ლელას სტიყვებია რომელსაც ნამდვილად ვეთანხმები, ჯანსაღი კრიტიკის აუცილებლობა ნამდვილად შესამჩნევია. მანტიკორა არ ვიცი ვინ არის თუმცა საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს და აკრიტიკებს ხოლმე. მოკლედ ველოდები მოვლენების შემდგომამ განვიტარებას
21. რაც ვარსებობ ინტერნეტ-სივრცეში, სულ ვიღაცაში ვერევი ხალხს ))) ეჭვი მაქვს, ამჯერად გაუგებრობა გამოიწვია ქალბატონი ნინოსთვის ჩვეულმა მიმართვამ "ძვირფასო". ვინმეს თუ ნინო დარბაისელში შევეშალე, ეს მხოლოდ პატივს მდებს, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, ძალიან ადვილი შესამჩნევია, რომ მე და დებორას გვაქვს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკა, სინტაქსი (თუ იცით ამ სიტყვების მნიშვნელობა), ხოლო თუ ადმინისტრაციას დაუკავშირდებით, იმასაც იოლად დაადგენთ, რომ IP-ც კი სხვადასხვა გვაქვს. თუ დებორა არა _ მაშინ არ ვიცი. მაინც ვინ გგონივართ, ანემონე?
რაკი მაინც აქ ვარ, თავს უფლებას მივცემ და ვიდრე დებორა მოიცლის, ბატონი განდის კომენტარს და ბატონი ბექა ახალიას რეპლიკასაც გამოვეხმაურები. როგორც ჩანს, დებორასა და მისი ოპონენტის პაექრობისთვის თვალი არ მიგიდევნებიათ. თუ სწორად მახსოვს, დებორა ამბობდა, რომ ამ ოცდახუთი (თუ მეტი) წლის განმავლობაში, რაც გამოიცა ბატონი იმედის პირველი კრებული, პოეტს ერთი გოჯითაც არ წაუწევია წინ. ასე რომ, გადახედეთ იმედი ჯახუას ახლანდელ ლექსებს და ჩათვალეთ, რომ წერილში მათი ანალიზია მოცემული და მერე, თუ არ ეთანხმებით (და სავარაუდოდ ასეც არის), გაგვანდეთ, ბატონო, რაში და რატომ. რაც ვარსებობ ინტერნეტ-სივრცეში, სულ ვიღაცაში ვერევი ხალხს ))) ეჭვი მაქვს, ამჯერად გაუგებრობა გამოიწვია ქალბატონი ნინოსთვის ჩვეულმა მიმართვამ "ძვირფასო". ვინმეს თუ ნინო დარბაისელში შევეშალე, ეს მხოლოდ პატივს მდებს, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, ძალიან ადვილი შესამჩნევია, რომ მე და დებორას გვაქვს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ლექსიკა, სინტაქსი (თუ იცით ამ სიტყვების მნიშვნელობა), ხოლო თუ ადმინისტრაციას დაუკავშირდებით, იმასაც იოლად დაადგენთ, რომ IP-ც კი სხვადასხვა გვაქვს. თუ დებორა არა _ მაშინ არ ვიცი. მაინც ვინ გგონივართ, ანემონე?
რაკი მაინც აქ ვარ, თავს უფლებას მივცემ და ვიდრე დებორა მოიცლის, ბატონი განდის კომენტარს და ბატონი ბექა ახალიას რეპლიკასაც გამოვეხმაურები. როგორც ჩანს, დებორასა და მისი ოპონენტის პაექრობისთვის თვალი არ მიგიდევნებიათ. თუ სწორად მახსოვს, დებორა ამბობდა, რომ ამ ოცდახუთი (თუ მეტი) წლის განმავლობაში, რაც გამოიცა ბატონი იმედის პირველი კრებული, პოეტს ერთი გოჯითაც არ წაუწევია წინ. ასე რომ, გადახედეთ იმედი ჯახუას ახლანდელ ლექსებს და ჩათვალეთ, რომ წერილში მათი ანალიზია მოცემული და მერე, თუ არ ეთანხმებით (და სავარაუდოდ ასეც არის), გაგვანდეთ, ბატონო, რაში და რატომ.
20. მაპატიეთ არასწორად ავკრიფე-საიტზე ყველა მამაკაცის გასაგონად-ესლი ჯენშინა ნი პრავა,მოჟეწე ...იზვინიტსა.:) მაპატიეთ არასწორად ავკრიფე-საიტზე ყველა მამაკაცის გასაგონად-ესლი ჯენშინა ნი პრავა,მოჟეწე ...იზვინიტსა.:)
19. ვაახ! ეგრე რა პატივცემულო ლალიი რაა, რა დროულია ხოლმე შენი შემოფეთება ამ გვერდძე, თორემ ლამის უკვე სასკოლო თემების თხოვნა დავიწყო ამ რაზბორკებისა გამო :)) და თავი მერვეკლასელი მგონია! :P ვაახ! ეგრე რა პატივცემულო ლალიი რაა, რა დროულია ხოლმე შენი შემოფეთება ამ გვერდძე, თორემ ლამის უკვე სასკოლო თემების თხოვნა დავიწყო ამ რაზბორკებისა გამო :)) და თავი მერვეკლასელი მგონია! :P
18. ქალბატონო ნინო ერთი რჩევა -უმაღლეს საზოგადოებაში არის ორი მარტივი წესი-ერთი ნუჯნა საბლუდაც ვსე პრავილა;0 და მეორე ილი პლევაწ ყველა პრავილაზე. ძალიან აწვებით აკადემიური ქალბატონის იმიჯს. ან ბოლომდე მიაწექით ან.. ასე სასაცილოდ ნუ იქნებით ხოლმე. ხო კიდევ ერთი არასდროს ''პანა'' '' ხალოპზე'' თვითონ არ წევდა ხელს,მას ყოველთვის ყავდა ამის გამკეთებელი მსახურები.პანა ხელს არ ისვრის ხოლმე:)
ქალბატონო ნინო ერთი რჩევა -უმაღლეს საზოგადოებაში არის ორი მარტივი წესი-ერთი ნუჯნა საბლუდაც ვსე პრავილა;0 და მეორე ილი პლევაწ ყველა პრავილაზე. ძალიან აწვებით აკადემიური ქალბატონის იმიჯს. ან ბოლომდე მიაწექით ან.. ასე სასაცილოდ ნუ იქნებით ხოლმე. ხო კიდევ ერთი არასდროს ``პანა`` `` ხალოპზე`` თვითონ არ წევდა ხელს,მას ყოველთვის ყავდა ამის გამკეთებელი მსახურები.პანა ხელს არ ისვრის ხოლმე:)
17. როგორ მახალისებთ ხოლმე რა. ერთი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი ნუ ქართული ლიტერატურის (საშუალო დონე)თავისი ჭკუით აბანძებს მეორე უფრო ნაკლებად ღირებულ პოეტს. როგორც ვხდები ეს საპასუხო აბრატკაა. ლიტერატურულ სამყაროშო რა დაპირისპირებებია,რა სიბინძურებია,ადამიანური ურთიერთობის,გარჩევების,ადამიანური სულმოკლეობის,მოშურნეობის ,სიმდაბლის რა ბრწყინვალე ნიუანსებია...ძალიან კარგად ვიცი :) ათეული წლებია ასეა. და იქნება კარგი ხნით ასე. საქმე არ გაქვთ ბიძიებო? არის აგერ ალხაზიშვილი ,არაჩვეულებრივი ადამიანი ,პოეტი და პიროვნება.არის ხარანაული.არ ერევიან მსგავს სიბინძურეში.წერენ არაჩვეულებრივ ლექსებს და ღირსეულად ცხოვრობენ.
ნინო და იმედო.ადნიმ მენშე,ადნიმ ბოლშე.ვედრა ლარად იყვნენ და იქნებიან ასეთი პოეტები. რაც შეეხება პიროვნულ ღირსებებს.ამ ორი ადამიანის. მე ვფიქრობ ძალინ სწორი აზრი მაქვს პირადად მე ორივე მათგანზე:) ბატონი იმედო,რომ ფიცხი და თავშეუკავებელია დიდი ხანია ვიცი. ქალბატონ ნინოზე...მალჩუ:) ბატონო იმედო,ერთმა ძალიან ცნობილმა პოეტმა,როცა ჩემებურად ავუხტი და ჩემი აზრებით დავუწყე კამათი,მისმინა ყურადღებით ,მერე ხელზე მაკოცა და მითხრა მე მამაკაცი ვარ და ვიცი ერთი რამ-ესლი ჯენშინა ნი პრავა, ნასტაიაში მუჟჩინა მოჟეტ იაზვიტსაო.
პარდონ- აქ ლიტერატურულ ღირებულებებზეა საუბარი,მხატვრულ ესთეტიკაზე? არა ჩემო კარგებო,ორი სულნამცეცა და ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის რაზბორკაა. ნუ მონაწილეობთ. უბრალოდ ადამიანურად მებრალებით. ორივე:)
როგორ მახალისებთ ხოლმე რა. ერთი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი ნუ ქართული ლიტერატურის (საშუალო დონე)თავისი ჭკუით აბანძებს მეორე უფრო ნაკლებად ღირებულ პოეტს. როგორც ვხდები ეს საპასუხო აბრატკაა. ლიტერატურულ სამყაროშო რა დაპირისპირებებია,რა სიბინძურებია,ადამიანური ურთიერთობის,გარჩევების,ადამიანური სულმოკლეობის,მოშურნეობის ,სიმდაბლის რა ბრწყინვალე ნიუანსებია...ძალიან კარგად ვიცი :) ათეული წლებია ასეა. და იქნება კარგი ხნით ასე. საქმე არ გაქვთ ბიძიებო? არის აგერ ალხაზიშვილი ,არაჩვეულებრივი ადამიანი ,პოეტი და პიროვნება.არის ხარანაული.არ ერევიან მსგავს სიბინძურეში.წერენ არაჩვეულებრივ ლექსებს და ღირსეულად ცხოვრობენ.
ნინო და იმედო.ადნიმ მენშე,ადნიმ ბოლშე.ვედრა ლარად იყვნენ და იქნებიან ასეთი პოეტები. რაც შეეხება პიროვნულ ღირსებებს.ამ ორი ადამიანის. მე ვფიქრობ ძალინ სწორი აზრი მაქვს პირადად მე ორივე მათგანზე:) ბატონი იმედო,რომ ფიცხი და თავშეუკავებელია დიდი ხანია ვიცი. ქალბატონ ნინოზე...მალჩუ:) ბატონო იმედო,ერთმა ძალიან ცნობილმა პოეტმა,როცა ჩემებურად ავუხტი და ჩემი აზრებით დავუწყე კამათი,მისმინა ყურადღებით ,მერე ხელზე მაკოცა და მითხრა მე მამაკაცი ვარ და ვიცი ერთი რამ-ესლი ჯენშინა ნი პრავა, ნასტაიაში მუჟჩინა მოჟეტ იაზვიტსაო.
პარდონ- აქ ლიტერატურულ ღირებულებებზეა საუბარი,მხატვრულ ესთეტიკაზე? არა ჩემო კარგებო,ორი სულნამცეცა და ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის რაზბორკაა. ნუ მონაწილეობთ. უბრალოდ ადამიანურად მებრალებით. ორივე:)
16. ასი პროცენტით ვეთანხმები განდის,იგივე არწივს! ასი პროცენტით ვეთანხმები განდის,იგივე არწივს!
15. "პოეტსა ამ ნაცნობ სათქმელში რაიმე საკუთარი რომ რომ შეჰქონდეს. კითხულობ ლექსებს, იღებ ინფორმაციას, რომ პოეტი იტანჯება, მარტოა, უმძიმს, მაგრამ ვერ გრძნობ განცდის სინაღდეს. ეს იმიტომ, რომ გაუხსნელი რჩება განცდის კონკრეტული შინაარსი, იკარგება მისი გამომწვევი იმპულსები." არ ვიცი რას და როგორ წერდა ბატონი იმედი 80-ან წლებში, მე მისი ლექსების არც ერთი კრებული არ წამიკითხავს. გულახდილად ვამბობ. შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ამ შემოქმედის ყველა ლექსი საუკეთესოა, ლიტერატურული თვალსაზრისით ( ალბათ არ მიწყენს ბატონი იმო თუნდაც იმიტომ, რომ ის გამონაკლისი არ იქნება ამ შემთხვევაში)მაგრამ ვერც ბატონ კრიტიკოსს დავეთანხმები, ამჟამად იმედი ჯახუამ, გადასარევად იცის რატომ იტანჯება :) ახლანდელ ლექსებში მშვენივრადაა გახნილი შინაარსი და ავტორმა ძალიან კარგად იცის რა უმძიმს, ან რატო და რა საქმეში გრძნობს თავს მარტოსულად. მისი ლექსები ასახავს ჩვენი თანამედროვეობის ყოფით პრობლემებს და ქვეყნის ბედიღბალზე წუხილი შავი არშიასავით გასდევს პოეტის შემოქმედებას. მე ალბათ ახლა წესით რომელიმე მისი ლექსი უნდა დამედო თვალსაჩინოებისათვის.:) შემდეგაც შეიძლება დაკოპირება (არაფერი დაშავდება ამით) რათქმაუნდა შორსა ვარ იმ აზრისგანაც რომ პატივცემული კრიტიკოსი ფუჭად კარგავს დროს და ბატონ იმედს, აწყენდა ზოგიერთი მისი შენიშვნის გათვალისწინება კრიტიკა მითუმეტეს საფუძვლიანი მისაღები უნდა იყოს ყველასათვის ყველა დროში. მინდა გამოვეხმაურო მანტიკორას, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. მიხარია, რომ ქალბატონი ნინოს გარდა( რომელიც სამწუხაროდ ლიტ.გე-ს მეტ ყურადრებას უთმობს ვიდრე ამ საიტს ) გამოჩნდა კომპეტენტური ადამიანი, და იმედს ვიტოვებ, არც მე ვიქნები მისგან დავიწყებული.... ეს მხოლოდ გამახარებს, ვინაიდან ამ საიტს მართლა აკლია გულწრფელი სიტყვა და ამის გარეშე აქაურობა ერთ დიდ "ჩასახუტებელ" ადგილს ემსგავსება სამწუხაროდ.... პატივისცემით: "პოეტსა ამ ნაცნობ სათქმელში რაიმე საკუთარი რომ რომ შეჰქონდეს. კითხულობ ლექსებს, იღებ ინფორმაციას, რომ პოეტი იტანჯება, მარტოა, უმძიმს, მაგრამ ვერ გრძნობ განცდის სინაღდეს. ეს იმიტომ, რომ გაუხსნელი რჩება განცდის კონკრეტული შინაარსი, იკარგება მისი გამომწვევი იმპულსები." არ ვიცი რას და როგორ წერდა ბატონი იმედი 80-ან წლებში, მე მისი ლექსების არც ერთი კრებული არ წამიკითხავს. გულახდილად ვამბობ. შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ამ შემოქმედის ყველა ლექსი საუკეთესოა, ლიტერატურული თვალსაზრისით ( ალბათ არ მიწყენს ბატონი იმო თუნდაც იმიტომ, რომ ის გამონაკლისი არ იქნება ამ შემთხვევაში)მაგრამ ვერც ბატონ კრიტიკოსს დავეთანხმები, ამჟამად იმედი ჯახუამ, გადასარევად იცის რატომ იტანჯება :) ახლანდელ ლექსებში მშვენივრადაა გახნილი შინაარსი და ავტორმა ძალიან კარგად იცის რა უმძიმს, ან რატო და რა საქმეში გრძნობს თავს მარტოსულად. მისი ლექსები ასახავს ჩვენი თანამედროვეობის ყოფით პრობლემებს და ქვეყნის ბედიღბალზე წუხილი შავი არშიასავით გასდევს პოეტის შემოქმედებას. მე ალბათ ახლა წესით რომელიმე მისი ლექსი უნდა დამედო თვალსაჩინოებისათვის.:) შემდეგაც შეიძლება დაკოპირება (არაფერი დაშავდება ამით) რათქმაუნდა შორსა ვარ იმ აზრისგანაც რომ პატივცემული კრიტიკოსი ფუჭად კარგავს დროს და ბატონ იმედს, აწყენდა ზოგიერთი მისი შენიშვნის გათვალისწინება კრიტიკა მითუმეტეს საფუძვლიანი მისაღები უნდა იყოს ყველასათვის ყველა დროში. მინდა გამოვეხმაურო მანტიკორას, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. მიხარია, რომ ქალბატონი ნინოს გარდა( რომელიც სამწუხაროდ ლიტ.გე-ს მეტ ყურადრებას უთმობს ვიდრე ამ საიტს ) გამოჩნდა კომპეტენტური ადამიანი, და იმედს ვიტოვებ, არც მე ვიქნები მისგან დავიწყებული.... ეს მხოლოდ გამახარებს, ვინაიდან ამ საიტს მართლა აკლია გულწრფელი სიტყვა და ამის გარეშე აქაურობა ერთ დიდ "ჩასახუტებელ" ადგილს ემსგავსება სამწუხაროდ.... პატივისცემით:
14. უი,სულ დამავიწყდა ამ ნიკით "გაზაფხული" იყო აქ
უი,სულ დამავიწყდა ამ ნიკით "გაზაფხული" იყო აქ
13. მანტიკორა-ვ
რა გულისხმიერი ხარ "გადაცმული"ნიკით,მოკლედ.... ხელები არ გაასავსავო ახლა,ახალი ვარო:)
და ვერ მივხდვი საერთოდაც რისი თქმა უნდა ამის აქ მომტანს? ჩემნაირი "გაუგებარ იუზერს" დარწმუნებული ვარ ბევრს იპოვნის აქ...
მე პირადად აზრი არ შემიცვლია (ამ "რაღაცით",რაც აქ დევს)იმედია ჯახუაზე,როგორც შემდგარ პოეტზე.
მანტიკორა-ვ

12. მოგესალმებით ყველას :) იცით ამ "კრიტიკის" მიზანი რატომ არის ბუნდოვანი და მიზანმიუღწეველი?
იმიტომ, რომ საგანს, რომ აკრიტიკებ უნდა იცოდე რაზეა საუბარი.
დებორა, შენს მიერ დაკოპირებული თეიმურაზის კრიტიკის არსი გაუგებარია ურაკელებისთვის, რადგან ის წიგნი არ აქვს არავის წაკითხული.
ანუ, მე რომ დავეთანხმო თეიმურაზს, ანდა გავაკრიტიკო მისი მიდგომა, შესაბამისად არ დავეთანხმო, ძალიან უბრალო რამ არის საჭირო - წიგნის წაკითხვა.
ამიტომ, შენი მიზანი - იმედის პოეზიის გაკრიტიკებისა, თეიმურაზის ნაწერის დაკოპირებით - გავს ნავში ჯდომას და ნიჩბების აქტიურად მოსმას, თუმცა ერთI დეტალია აღსანიშნავი, ნავი მდინარეზე კი არა, ხმელეთზე დგას , ანუ ნიჩბების მოსმა სულ ტყუილი და წყალში გადაყრილი ენერგიაა.
ასე რომ, ძალიან უპრიანია თუ მართლა კრიტიკას ისახავ მიზნად, გააკრიტიკე ურაკზე დადებული ლექსები, რომლებიც ჩვენ გაქვს წაკითხული , ანდა მომავალში წავიკითავთ, და არა არქივი "კრიტიკის შედევრი ნიმუშების" დაკოპირება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგანს რომ არ ვიცნობ (ანუ წიგნი არ წამიკითხია) იქ შეუძლებელია სიმართლის დადგენა.
მე რომ გითხრა, თეიმურაზი ცრუობს მეთქი და შეკვეთით აქვს ეს კრიტიკა დაწერილი, შენ რა არგუმეტი გაქვს ამს ჩემი ვერსიის გასაქარწყლებლად?
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმებით ყველას :) იცით ამ "კრიტიკის" მიზანი რატომ არის ბუნდოვანი და მიზანმიუღწეველი?

11. ნუკი, ძვირფასო ))) განურჩევლად იმისა, ვინ რა სტატუსს მოარგებს ან თავად რის მორგებას ისურვებს, დებორა ამ საიტზე ფაქტობრივად ერთადერთი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი ერთადერთი) ლიტერატურათმცოდნეა (თუმცა კი გემოვნებიანი მკითხველი სხვაც ბევრია, რისთვისაც მადლობა ღმერთს). ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ. მერე კიდევ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მეტისმეტად განყენებულია. თუ არ ეთანხმებით წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, არავინ გართმევთ უფლებას, საპირისპირო აზრი გამოთქვათ, ოღონდ დასაბუთებულად და ილუსტრაციების მოშველიებით. ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინების დახვავებას, როგორც ლელა-65-ს ჰგონია, თქვენგან არავინ ითხოვს. აზრის გამოთქმა ჩვეულებრივი სასაუბრო ქართულითაც შეიძლება. მთავარია, აზრი გქონდეთ. რამდენად ეთიკურია ქალბატონი ნინოს ჟესტი, "მეტადრე - იმ ადამიანისა და პოეტის მიმართ, ვისი შემოქმედებაც კრიტიკის ცეცხლს გაუძლებს", ეს სხვა საკითხია, თუმცა არც ამის თაობაზე აზრის გამოთქმის უფლება წაურთმევია თქვენთვის ვინმეს. თანაც, თუ მაინცდამაინც გსურთ, მსგავსი ეთიკური პრობლემებით გადაიტვირთოთ გონება, თავდაპირველად ბატონი იმედის იმ ოპუსებს გადაავლეთ თვალი, რომლებმაც დებორას ამ ფორმით პასუხის გაცემა აიძულა. მანამდე კი გეტყვით, რომ ქალბატონი ნინო - წელიწადზე მეტია, ლიტერატურა.გე-ზე მის მოღვაწეობას ვადევნებ თვალს - არამცთუ წონასწორობადაკარგული, უბრალოდ არაკორექტულიც კი არ მახსოვს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმენინ ))) ეს ვრცელი კომენტარი - თქვენი "არაჯანსაღის" პასუხად. პირობას ვდებ, დებორას აპოლოგიას ამით დავასრულებ და იმავეს მოველი ბატონი იმედის ნიჭის თაყვანისმცემლებისგან. ამიერიდან - კრიტიკა, მხოლოდ კრიტიკა და არაფერი კრიტიკის გარდა ))) ნუკი, ძვირფასო ))) განურჩევლად იმისა, ვინ რა სტატუსს მოარგებს ან თავად რის მორგებას ისურვებს, დებორა ამ საიტზე ფაქტობრივად ერთადერთი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი ერთადერთი) ლიტერატურათმცოდნეა (თუმცა კი გემოვნებიანი მკითხველი სხვაც ბევრია, რისთვისაც მადლობა ღმერთს). ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ. მერე კიდევ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მეტისმეტად განყენებულია. თუ არ ეთანხმებით წერილში გამოთქმულ მოსაზრებას, არავინ გართმევთ უფლებას, საპირისპირო აზრი გამოთქვათ, ოღონდ დასაბუთებულად და ილუსტრაციების მოშველიებით. ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინების დახვავებას, როგორც ლელა-65-ს ჰგონია, თქვენგან არავინ ითხოვს. აზრის გამოთქმა ჩვეულებრივი სასაუბრო ქართულითაც შეიძლება. მთავარია, აზრი გქონდეთ. რამდენად ეთიკურია ქალბატონი ნინოს ჟესტი, "მეტადრე - იმ ადამიანისა და პოეტის მიმართ, ვისი შემოქმედებაც კრიტიკის ცეცხლს გაუძლებს", ეს სხვა საკითხია, თუმცა არც ამის თაობაზე აზრის გამოთქმის უფლება წაურთმევია თქვენთვის ვინმეს. თანაც, თუ მაინცდამაინც გსურთ, მსგავსი ეთიკური პრობლემებით გადაიტვირთოთ გონება, თავდაპირველად ბატონი იმედის იმ ოპუსებს გადაავლეთ თვალი, რომლებმაც დებორას ამ ფორმით პასუხის გაცემა აიძულა. მანამდე კი გეტყვით, რომ ქალბატონი ნინო - წელიწადზე მეტია, ლიტერატურა.გე-ზე მის მოღვაწეობას ვადევნებ თვალს - არამცთუ წონასწორობადაკარგული, უბრალოდ არაკორექტულიც კი არ მახსოვს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმენინ ))) ეს ვრცელი კომენტარი - თქვენი "არაჯანსაღის" პასუხად. პირობას ვდებ, დებორას აპოლოგიას ამით დავასრულებ და იმავეს მოველი ბატონი იმედის ნიჭის თაყვანისმცემლებისგან. ამიერიდან - კრიტიკა, მხოლოდ კრიტიკა და არაფერი კრიტიკის გარდა )))
10. 8. ,, ამას ველოდი მოვესწარ!`` - ამ სათაურით აქაც და ფორუმშიც დღის ბოლომდე როგორმე ჩენს მოკრძალებულ პასუხს მიიღებ, ჩვენო სამგზის (ნინო-დებორა-დიოტიმა) სახელოვანო სტიხოლოგიის დოქტორო ქალბატონო, ხოლო რენუარისა და სხვა შენი ,,გენმოდიფიცირებული ლექსების მცხობელთა მანუფაქტურის`` წვრილფეხა მუშაკთა ნაბოდვარზე ჩემი ძვირფასი სამუშაო დროის დახარჯვა ნამეტანი დიდი მსხვერპლი იქნებოდა ჩემგან გაღებული... ბეღურებისთვის ზარბაზნების სროლას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ როცა ბეღურა ნამეტნავი თავზე დასკინტვლას დაგიპირებს, ასაქშევად ხელი მაინც უნდა აიქნიო, თან ცოტა ფრთხილად - რომ არ მოხვდეს, თორემ მისკან სკინტლისა და ბუნდღის მეტი აღარაფერი დარჩება... ისე ამის მეტი ბეღურა ისედაც ბევრი არაფერია, კაცმა რომ თქვას... მხოლოდ 15 საათის მერე მოვახერხე დღეს საიტზე შემოსვლა და ახლა ორი-სამი საათით იძულებითი გასვლა მიწევს ისევ, მაგრამ დღის ბოლომდე ერთი-ორი საათით მაინც მოვიცლი საბრალო ბეღურებისთვისაც როგორმე... ნათქვამია - ,,ციპლიონოკ ტოჟე ხოჩეტ ჟიწ!.." და ბეღურაც ხომ ასევე სულიერია, რა ვუყოთ, რომ უადცილო ადგილას ისკინტლება ხოლმე ზოგჯერ...- აბა ბეღურას რა ჭკუა მოეთხოვება!.. დამელოდეთ მოჟივჟივე ბეღურებო! კაი საკენკი გელოდებათ ვახშმად! მანამდე გადაფრინდით ხიდან ხეზე და შეიქციეთ საბრალო თავები...
აუჰ:) ბოლო სიტყვა ვთქვი. და გავფრინდი.... წარმატებები! 8. ,, ამას ველოდი მოვესწარ!`` - ამ სათაურით აქაც და ფორუმშიც დღის ბოლომდე როგორმე ჩენს მოკრძალებულ პასუხს მიიღებ, ჩვენო სამგზის (ნინო-დებორა-დიოტიმა) სახელოვანო სტიხოლოგიის დოქტორო ქალბატონო, ხოლო რენუარისა და სხვა შენი ,,გენმოდიფიცირებული ლექსების მცხობელთა მანუფაქტურის`` წვრილფეხა მუშაკთა ნაბოდვარზე ჩემი ძვირფასი სამუშაო დროის დახარჯვა ნამეტანი დიდი მსხვერპლი იქნებოდა ჩემგან გაღებული... ბეღურებისთვის ზარბაზნების სროლას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ როცა ბეღურა ნამეტნავი თავზე დასკინტვლას დაგიპირებს, ასაქშევად ხელი მაინც უნდა აიქნიო, თან ცოტა ფრთხილად - რომ არ მოხვდეს, თორემ მისკან სკინტლისა და ბუნდღის მეტი აღარაფერი დარჩება... ისე ამის მეტი ბეღურა ისედაც ბევრი არაფერია, კაცმა რომ თქვას... მხოლოდ 15 საათის მერე მოვახერხე დღეს საიტზე შემოსვლა და ახლა ორი-სამი საათით იძულებითი გასვლა მიწევს ისევ, მაგრამ დღის ბოლომდე ერთი-ორი საათით მაინც მოვიცლი საბრალო ბეღურებისთვისაც როგორმე... ნათქვამია - ,,ციპლიონოკ ტოჟე ხოჩეტ ჟიწ!.." და ბეღურაც ხომ ასევე სულიერია, რა ვუყოთ, რომ უადცილო ადგილას ისკინტლება ხოლმე ზოგჯერ...- აბა ბეღურას რა ჭკუა მოეთხოვება!.. დამელოდეთ მოჟივჟივე ბეღურებო! კაი საკენკი გელოდებათ ვახშმად! მანამდე გადაფრინდით ხიდან ხეზე და შეიქციეთ საბრალო თავები...
აუჰ:) ბოლო სიტყვა ვთქვი. და გავფრინდი.... წარმატებები!
9. ხანდახან მგონია, რომ ამ სამყაროს უმრავლესობას, ურთიერთობების, ან ადამიანობის, კრიტიკული პერიოდი უდგას. ,,პროფესიონალური კრიტიკა". . . . ალბათ თქვენ ამ საიტზე ეს სტატუსი აიღეთ, მოირგეთ ან მოგარგეს. რატომღაც არაჯანსაღია ეს ყველაფერი მეტადრე იმ ადამიანისა და პოეტის მიმართ ვისი შემოქმედებაც კრიტიკის ცეცხლს გაუძლებს, ოღონდ ჯანსაღს და არა შეფარვით ნათქვამს, სადაც ,,ცნების კონკრეტული შინაარსი" -ს გადმოცემა არ დაემსგავსება დღევანდელი კრიტიკის ,,სტერეოტიპულ ნაირსახეობას" ხანდახან მგონია, რომ ამ სამყაროს უმრავლესობას, ურთიერთობების, ან ადამიანობის, კრიტიკული პერიოდი უდგას. ,,პროფესიონალური კრიტიკა". . . . ალბათ თქვენ ამ საიტზე ეს სტატუსი აიღეთ, მოირგეთ ან მოგარგეს. რატომღაც არაჯანსაღია ეს ყველაფერი მეტადრე იმ ადამიანისა და პოეტის მიმართ ვისი შემოქმედებაც კრიტიკის ცეცხლს გაუძლებს, ოღონდ ჯანსაღს და არა შეფარვით ნათქვამს, სადაც ,,ცნების კონკრეტული შინაარსი" -ს გადმოცემა არ დაემსგავსება დღევანდელი კრიტიკის ,,სტერეოტიპულ ნაირსახეობას"
8. ,, ამას ველოდი მოვესწარ!'' - ამ სათაურით აქაც და ფორუმშიც დღის ბოლომდე როგორმე ჩენს მოკრძალებულ პასუხს მიიღებ, ჩვენო სამგზის (ნინო-დებორა-დიოტიმა) სახელოვანო სტიხოლოგიის დოქტორო ქალბატონო, ხოლო რენუარისა და სხვა შენი ,,გენმოდიფიცირებული ლექსების მცხობელთა მანუფაქტურის'' წვრილფეხა მუშაკთა ნაბოდვარზე ჩემი ძვირფასი სამუშაო დროის დახარჯვა ნამეტანი დიდი მსხვერპლი იქნებოდა ჩემგან გაღებული... ბეღურებისთვის ზარბაზნების სროლას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ როცა ბეღურა ნამეტნავი თავზე დასკინტვლას დაგიპირებს, ასაქშევად ხელი მაინც უნდა აიქნიო, თან ცოტა ფრთხილად - რომ არ მოხვდეს, თორემ მისკან სკინტლისა და ბუნდღის მეტი აღარაფერი დარჩება... ისე ამის მეტი ბეღურა ისედაც ბევრი არაფერია, კაცმა რომ თქვას... მხოლოდ 15 საათის მერე მოვახერხე დღეს საიტზე შემოსვლა და ახლა ორი-სამი საათით იძულებითი გასვლა მიწევს ისევ, მაგრამ დღის ბოლომდე ერთი-ორი საათით მაინც მოვიცლი საბრალო ბეღურებისთვისაც როგორმე... ნათქვამია - ,,ციპლიონოკ ტოჟე ხოჩეტ ჟიწ!.." და ბეღურაც ხომ ასევე სულიერია, რა ვუყოთ, რომ უადცილო ადგილას ისკინტლება ხოლმე ზოგჯერ...- აბა ბეღურას რა ჭკუა მოეთხოვება!.. დამელოდეთ მოჟივჟივე ბეღურებო! კაი საკენკი გელოდებათ ვახშმად! მანამდე გადაფრინდით ხიდან ხეზე და შეიქციეთ საბრალო თავები... ,, ამას ველოდი მოვესწარ!`` - ამ სათაურით აქაც და ფორუმშიც დღის ბოლომდე როგორმე ჩენს მოკრძალებულ პასუხს მიიღებ, ჩვენო სამგზის (ნინო-დებორა-დიოტიმა) სახელოვანო სტიხოლოგიის დოქტორო ქალბატონო, ხოლო რენუარისა და სხვა შენი ,,გენმოდიფიცირებული ლექსების მცხობელთა მანუფაქტურის`` წვრილფეხა მუშაკთა ნაბოდვარზე ჩემი ძვირფასი სამუშაო დროის დახარჯვა ნამეტანი დიდი მსხვერპლი იქნებოდა ჩემგან გაღებული... ბეღურებისთვის ზარბაზნების სროლას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ როცა ბეღურა ნამეტნავი თავზე დასკინტვლას დაგიპირებს, ასაქშევად ხელი მაინც უნდა აიქნიო, თან ცოტა ფრთხილად - რომ არ მოხვდეს, თორემ მისკან სკინტლისა და ბუნდღის მეტი აღარაფერი დარჩება... ისე ამის მეტი ბეღურა ისედაც ბევრი არაფერია, კაცმა რომ თქვას... მხოლოდ 15 საათის მერე მოვახერხე დღეს საიტზე შემოსვლა და ახლა ორი-სამი საათით იძულებითი გასვლა მიწევს ისევ, მაგრამ დღის ბოლომდე ერთი-ორი საათით მაინც მოვიცლი საბრალო ბეღურებისთვისაც როგორმე... ნათქვამია - ,,ციპლიონოკ ტოჟე ხოჩეტ ჟიწ!.." და ბეღურაც ხომ ასევე სულიერია, რა ვუყოთ, რომ უადცილო ადგილას ისკინტლება ხოლმე ზოგჯერ...- აბა ბეღურას რა ჭკუა მოეთხოვება!.. დამელოდეთ მოჟივჟივე ბეღურებო! კაი საკენკი გელოდებათ ვახშმად! მანამდე გადაფრინდით ხიდან ხეზე და შეიქციეთ საბრალო თავები...
7. და ასევე ისიც, ვინ უწონებს ))) თუმცა, თავისთავად, უნიჭობა ცუდი ლიტერატურული გემოვნების ქონას არ ნიშნავს, ისევე როგორც კარგი ლიტერატურული გემოვნების ქონა - ნიჭიერებას, მაგრამ აქ, როგორც ვატყობ, ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. და ასევე ისიც, ვინ უწონებს ))) თუმცა, თავისთავად, უნიჭობა ცუდი ლიტერატურული გემოვნების ქონას არ ნიშნავს, ისევე როგორც კარგი ლიტერატურული გემოვნების ქონა - ნიჭიერებას, მაგრამ აქ, როგორც ვატყობ, ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
6. ბოლო დროს ,მე არ მომწონს ბატონი იმედის კომენტარების ტონი (ზოგადად). ხომ უნდა იცოდნენ "გენმოდიფიირებულმა" ავტორებმა, ვინ უწუნებს მათ ლექსებს? ბოლო დროს ,მე არ მომწონს ბატონი იმედის კომენტარების ტონი (ზოგადად). ხომ უნდა იცოდნენ "გენმოდიფიირებულმა" ავტორებმა, ვინ უწუნებს მათ ლექსებს?
5. ეს მჭირდება მე, სჭირდება ბატონ იმედის ,ასევე,საიტის ახალგაზრდა და პროფესიონალ მკითხველებსაც, ქართული პოეზიიის პრობლემატიკასა და საკუთარი პოეზიის რაობაზე დასაფიქრებლად.
ეს მჭირდება მე, სჭირდება ბატონ იმედის ,ასევე,საიტის ახალგაზრდა და პროფესიონალ მკითხველებსაც, ქართული პოეზიიის პრობლემატიკასა და საკუთარი პოეზიის რაობაზე დასაფიქრებლად.
4. გასაგებია, მაგრამ....ვის სჭირდება ახლა ეს?:( გასაგებია, მაგრამ....ვის სჭირდება ახლა ეს?:(
3. ლელა ძვირფასო! ეს ამ კონკრეტულ შემთხვევას შეეხება. მე მინდა ვიმსჯელოთ,გავარკვიოთ საქმის არსი.ემოცია კი მხოლოდ ხელს შეგვიშლის. ლელა ძვირფასო! ეს ამ კონკრეტულ შემთხვევას შეეხება. მე მინდა ვიმსჯელოთ,გავარკვიოთ საქმის არსი.ემოცია კი მხოლოდ ხელს შეგვიშლის.
2. წინასწარ გაცნობებთ,რომ ემოციურ გამოხმაურებებზე, არც დადებითზე, არც უარყოფითზე, პასუხს არ ვაპირებ.
ანუ, ტერმინები ვინც არ იცის არ დაპოსტოს?-არც ლექსი დაწეროოს? წინასწარ გაცნობებთ,რომ ემოციურ გამოხმაურებებზე, არც დადებითზე, არც უარყოფითზე, პასუხს არ ვაპირებ.
ანუ, ტერმინები ვინც არ იცის არ დაპოსტოს?-არც ლექსი დაწეროოს?
1. აი, რას ნიშნავს პროფესიონალური კრიტიკა და როგორია ამ კრიტიკის აზრი ბატონი იმედი ჯახუას შემოქმედებაზე. იმედი მაქვს,კომენტატორები გულდასმით წაიკითხავენ ამ ფრაგმენტს, დაფიქრდებიან , იმსჯელებენ და დასკვნებსაც შემოგვთავაზებენ. წინასწარ გაცნობებთ,რომ ემოციურ გამოხმაურებებზე, არც დადებითზე, არც უარყოფითზე, პასუხს არ ვაპირებ. აი, რას ნიშნავს პროფესიონალური კრიტიკა და როგორია ამ კრიტიკის აზრი ბატონი იმედი ჯახუას შემოქმედებაზე. იმედი მაქვს,კომენტატორები გულდასმით წაიკითხავენ ამ ფრაგმენტს, დაფიქრდებიან , იმსჯელებენ და დასკვნებსაც შემოგვთავაზებენ. წინასწარ გაცნობებთ,რომ ემოციურ გამოხმაურებებზე, არც დადებითზე, არც უარყოფითზე, პასუხს არ ვაპირებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|