ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2009


შენ მალავ

შენ მალავ თვალებს...
ისტორიებს და ფიქრებს მალავ,
მე კი გულს მირევს,
ყველა კუკუდამალობანა...

მე არ ვენდობი
გულის ასე ჩაკეტილ კარებს,
მე არ ვენდობი,
ენის წვერზე დადებულ ბოქლომს...
უფრო მზის სხივებზე ანთებული
ფოლადი მხიბლავს
ვიდრე მიწის ქვეშ ჩამალული
ბაჯაღლო ოქრო...

შენ მალავ ფიქრებს,
დასამალიც ბევრი გაქვს ალბათ,
გასიტყვებულიც მართლად რჩება
რადგან მართალი,
და არ ვენდობი,
არ ვენდობი, რა ვქნა არაფრით
ადამიანებს, შმაგ გრძნობებს რომ
ჭკუით მართავენ...

მე მიყვარს თუ მძულს,
გამოვხატავ მთელი არსებით,
არ მეშინია რომ ვინმესგან
დავინავსები...
შენ მალავ თვალებს...
ისტორიებს და ფიქრებს მალავ,
მე კი გულს მირევს,
შენი კუკუდამალობანა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს