 | ავტორი: გიგა-47 ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2009 |
მათხოვარმა ერთი შემომხედა და განაგრძო:"დედას ხომ ვერ ვეტყოდი ამას,ამიტომ მამაჩემს ვუამბე ყოველივე.. არ ვიცი ეს როგორ გავბედე, მაგრამ თავი უმწეოდ ვიგრძენი. მან ჩემზე უარესად ინერვიულა, მაშინ თითქმის ათი წლის სიცოცხლე გამოაკლდა საწყალს.. ისედაც პრობლემებისგან იყო სავსე.. მეორე დღესვე წავიდა სკოლაში საქმის გასარკვევად, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდა,საბუთებით ხელში დაბრუნდა უკან.. ვუყურებდი მის გამწარებულ სახეს და ცხელი ცრემლი ღაპაღუპით ჩამომდიოდა ლოყებზე.. ეჰ!"-ამოიოხრა მათხოვარმა და თვალები ცრემლით აევსო... მე აღარაფერი მიკითხავს,მინდოდა, მალე გაეგრძელებინა თხრობა; არც მან დააყოვნა,მიმიხვდა განზრახვას: "იცი,რა მოხდა ამის მერე?ვერც კი წარმოიდგენ! მამაჩემს ერთხელ ჰქონდა გადატანილი ინფაქრტი და ამდენმა ნერვიულობამ მეორეჯერ ჩააგდო ლოგინად.რამხელა უბედურება დამატყდა თავს ვერც კი ვაანალიზებდი.. ცალკე დედას მდგომარეობაც დამძიმდა; თან რომ ხედავდნენ, სკოლაში სიარული არ შემეძლო,ეს უფრო ართულებდა მდგომარეობას. მათ ვევლებოდი თავს,ფულიც გვითავდებოდა..მამა წესით საავადმყოფოში უნდა წაგვეყვანა,მაგრამ სად შემეძლო! ვაი,ჩემს თავს!"- ამოიოხრა კაცმა -"ერთ თვეში ხელში ჩამაკვდა.. არ ვიცი,რამ გადამატანინა ეს ამბავი..ამას არ უნდა გიყვებოდე"- სინანულით თქვა მათხოვარმა -"მაგრამ უკვე დავიწყე და დროა,დავამთავრო კიდეც.. ნათესავები დაგვეხმარნენ და როგორც იყო საჭირო ისე დავასაფლავეთ მამაჩემი... უფალს მადლობა შევწირე, რომ დედა გადარჩა და გაუძლო ყოველივეს,ეს სასწაული მეგონა.აღარაფერზე ვფიქრობდი,ერთადერთი სადარდებელი მქონდა - მშობელი დედა როგორმე გადამერჩინა...გამოსავალს მუშაობაში ვხედავდი,ფულს სხვანაირად ვერ ვიშოვნიდი,ახლობლების ხარჯზე როდემდე ვიქნებოდით,ყველს უჭირდა.. ორი დღე აქეთ-იქით დავეხეტებოდი,თითქმის ყველანაირ სამუშაოზე თანახმა ვიყავი,ბოლოს კი მტვირთავად მოვეწყვე,თან მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი,ძალიან ვიღლებოდი და დღის ბოლოს ოც ლარს მაძლევდნენ გასამრჯელოს.ეს იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალი, ნელ-ნელა გაგვქონდა თავი.. ეხ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.. რას ვიფიქრებდი, სწავლის გარეშე თუ გავძლებდი ოდესმე.. ისე ვიცნებობდი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე,მაგრამ... უბედურებას უბედურება ემატებოდა.. უფალი არ იხედებოდა ჩვენკენ... ერთი პერიოდი ეკლესიაში სიარულსაც მოვუხშირე, ღმერთს დახმარებას ვთხოვდი,ვეხვეწებოდი, დედას არაფერი დამართნოდა, ჩემს თავს არც კი ვუფრთხილდებოდი... ეჰ!"- ამოიოხრა მათხოვარმა და შემომხედა. "ყოჩაღ, შენ, რა გამძლეობა გქონია ასე თავისუფლად რომ მისმენ!"- მითხრა გაოცებულმა -"მეც შევყევი ლაპარაკს,წინასწარ უნდა შემემზადებინე,მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო"- თავი დახარა მათხოვარმა და ჩაფიქრდა. ისე,მეც კი მიკვირდა წარბშეუხრელად რომ ვუსმენდი,მაგრამ ემოციებს არ ავყევი. ვხვდებოდი,მთავარი სათქმელი ახლოვდებოდა. მან ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა: "ერთხელ ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი შინ,ღამით. ვიფიქრე,ცოტას დავისვენებ-მეთქი და იქვე ჩამოვჯექი. უცებ თავზე უცხო პიროვნებები დამადგნენ, დამემუქრნენ და ფული მომთხოვეს. მე,რა თქმა უნდა, არ მივეცი,ან როგორ ვიზამდი ამას! წინააღმდეგობა გავუწიე,მაგრამ ოთხნი იყვნენ და ისე მცემეს,სულ ნეკნები ჩამიმტვრიეს..თურმე მთელი ღამე იქ ვეგდე მარტო! სახლამდე ძლივს მივაღწიე.. დედამ ასეთ მდგომარეობაში რომ მიხილა, გული წაუვიდა საწყალს..მეზობლებს შევეცოდეთ და გვეხმარებოდნენ. რამოდენიმე დღეში გამოვცხადდი სამუშაოზე,მაგრამ იქ უკვე აღარ მიმიღეს,გამომაგდეს! ისე გამწარებული ვუყავი ყველაზე და ყველაფერზე,არ ვიცოდი,რას ჩავდიოდი.. გაცოფებულივით მივვარდი უფროსს და ყელში ვეცი! ძლივს გამომგლიჯეს ხელებიდან.. იქაც მირტყეს,მაგრამ გამოვიქეცი.გიჟს ვგავდი! მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეშოვნა ფული.. ნაცნობების ხარჯზე როდემდე ვიქნებოდი! თავში არანაირი აზრი მომდოიდა. ერთადერთ გამოსავალს ქურდობაში ვხედავდი.. დიახ! სხვა გზა არ დამრჩენოდა... რომელიღაც მაღაზიას დავუდარაჯდი,საღამოს შევედი და გამყიდველს ვუთხარი,პური მოეცა ჩემთვის. როცა მიბრუნდა, თავში რკინის საგანი ჩავარტყი და იქვე გავთიშე,ფული ვიპოვე და იმწამსვე მოვშორდი იქაურობას. სახლში როცა მივედი მხოლოდ მაშინ გამახსენდა მომაკვდავი დედა! ოთახში შევვარდი და მწარედ ავტირდი... ეს საქციელი შემრჩა.. ქურდობა გავაგრძელე, თანამზრახველებიც გავიჩინე და ერთდროულად ვმოქმედებდით, მაგრამ ჩვენს თარეშს ბოლო მოუღო პოლიციამ და დაგვაპატიმრეს! ხუთი წელი მომისაჯეს! ეს სიკვდილს უდრიდა ჩემთვის. ვფიქრობდი,ცოცხალი თავს ვერ დავაღწევ ციხეს-მეთქი.. არანაირი კავშირი მქონდა დედასთან! არც მოვუკითხივარ ვინმეს,გესმის?! ვერ გეტყვი იქ რა ხდებოდა... ბოლოს გამომიშვეს... ოცდახუთი წლის ვიყავი მაშინ! ჩემს სახლში რომ მივედი გაყოდული დამხვდა...დედაჩემის საფლავს ძლივს მივაგენი... თავის მოკვლა მინდოდა,მაგრამ ძალა არ მეყო... ჯანმრთელობა იმდენად შემერყა, აღარაფრის კეთება შემეძლო... მას მერე ვმათხოვრობ, აქა-იქ ვაგდივარ.. ეჰ"-ღრმად ამოისუნთქა მათხოვარმა და აქვითინდა... მე ტანში გამაჟრჟოლა,შიშისაგან ფეხზე წამოვდექი,შორიდან ვუყურებდი კაცს და ბოლოსიტყვას ველოდებოდი ჩაფიქრებული.იგი მალე გაჩუმდა,ადგილიდან არ იძროდა. მერე ცრემლები მოიწმინდა, შემომხედა. ერთხანს თვალებში მიყურა და თქვა: "აი,ეს მინდოდა მეთქვა შენთვის. იმედია კარგად დაფიქრდები, გაიაზრებ და აწი ჩემნაირ შეცდომებს არ გაიმეორებო." მე ვუცქერდი მათხოვრის ნატანჯ სახეს,თვალებს და რაღაც შეუცნობელზე ვფიქრობდი... დიდი მადლობა,კარგად იყავი-მეთქი - ვუთხარი და წამოვედი. სახლში არ მივსულვარ პირდაპირ, სადღაც ჩამოვჯექი და ყველაფრის გაანალიზებას შევუდექი. გული მეტკინა ძალიან.. ერთი საათის მერე შინ მივედი და დედაჩემს მოვუყევი დაწვრილებით,რაც თავს გადამხდა. მას არაფერი უთქვამს და მიკვირდა.. მთელი ღამე მათხოვრის ამბავზე ვფიქრობდი.. მიზნად დავისახე,უფრო კარგად მესწავლა ისტორია და სამართალი და არასოდეს გამეცდინა უმიზეზოდ სკოლა! მეორე დღეს დედასთან ერთად წავედი სკოლაში. მასწავლებლებს ყველაფერი ავუხსენით და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი სასწავლებელში სიარულს,ის მათხოვარი კი მას მერე არ მინახავს... ასე თუ ისე,იმ დღემ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ძლიერ შემცვალა! ვინ იცის,მაშინ შატალოზე რომ არ წავსულიყავი და ის კაცი არ გამომლაპარაკებოდა,არ შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე და ახლა არ ვმჯდარიყავი იურისტის კაბინეტში.... P.S. ისე ძალიან გვიან დავფიქრდი იმაზე,მათხოვრის მონაყოლი სიმართლე იყო,თუ უბრალოდ სიკეთით გადამიხადა სამაგიერო... დასასრული. 2008 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჭას დავეთანხმები! ჭას დავეთანხმები!
7. saintereso +2 saintereso +2
6. საინტერესო ამბავი:) საინტერესო ამბავი:)
5. giga, wavikitxe da sasiamovno iyo :) ise, shatalo zogjer-zogjer sheidzleba :) rame xom unda gaixseno bolos da bolos :) ise, nacnobobaze saaadgac martali xar, magram chemi azrit, mtavari mainc gamdzleobaa ;) P.S. warmatebebi iuristis kabinetshi :) giga, wavikitxe da sasiamovno iyo :) ise, shatalo zogjer-zogjer sheidzleba :) rame xom unda gaixseno bolos da bolos :) ise, nacnobobaze saaadgac martali xar, magram chemi azrit, mtavari mainc gamdzleobaa ;) P.S. warmatebebi iuristis kabinetshi :)
4. ასეთ კაი ბიჭობას რა ვუთხარი,აქ სულ ნაცნობები უნდა გყავდეს :( ასეთ კაი ბიჭობას რა ვუთხარი,აქ სულ ნაცნობები უნდა გყავდეს :(
3. კარგი ბიჭი ხარ, გიგა! 5 კარგი ბიჭი ხარ, გიგა! 5
2. ამბავს არაუშავს...ცოტა ხელოვნური მომეჩვენა...4 ამბავს არაუშავს...ცოტა ხელოვნური მომეჩვენა...4
1. შატალო საერთოდ ტკბილი მოსაგონარი ხდება მერე! შატალო საერთოდ ტკბილი მოსაგონარი ხდება მერე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|