ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


წიგნიდან ,, ლექსი ცოტაი ''

ურაკპურაკულნი

ანუ

ექსპრომტ-
კომენტარებად
მინაწერები
ურაკელთა
ლექსებზე


ვაჟა 
ხორნაულის
ლექსებზე

1.
დილამშვიდობის,  ვაჟაო!
შენს  ლექსებს  ჩემი  ვ ა შ ა ო  !..
დილის  მადლადამც  შეირგოს,
ვისაც  არ  უყვარს  ქაშაო!..
რამდენმა  ლექსის  მაჭარი
ვერაფრით  აზედაშაო...
ზოგმა  დააკლო  მარილი,
ზოგმა  -  სულ  დაამლაშაო!


2.

        ,ხელში რომ ორი მტრედი გყავს,
        ერთურთზე ლამაზებიო,_
        მაგათ შემყურე,იმედო,
        არასდროს დაჰბერდებიო!..’’

                                  ანთა  ნათელიძე

ღმერთმაც  გვიმრავლოს  ბადიში
ჯარად  -  ფოლადთა  მკვნეტელი
მამულს  -  კაცებად  სად  იშვნენ -
ედგნენ,  ვით  ციხის  კედელი!..
ეკურთხოთ  კალამ-ხანჯალიც,
მუნ  ფუნჯიც  და  საჭრეთელიც!!!

3.

რად  უნდა  შენს  ლექსს  კომენტარები!..
ვნახავ  და  გულზე  მომედარება!..
მწამს  -  უმჯობესნი  მოვლენ  დარები
და  წინასწარულს  ვგრძნობ  ნეტარებას!..


4.

ფესვების  მომფერებელმა
ნაყოფით  გაიხაროსა,
ვინც  გულის  პეშვით  დაუსხამს
ნერგს  კეთილს  მადლის  წყაროსა!
ვერ  სჯობენ  ყალბნი  ფარჩანი
ნაღდ  მამაპაპურ  ჯვალოსა!..

5.

ინათა  ზეცის  თავანზე,
მნათმა  ცას  სხივი  შესხლიტა!..
ჩიტ-ბეღურებმა  მამალზე   
ადრე  შესჟივლეს  მზეს  ხიდან...
ეს  დილაც  გავილამაზე
ხორნაულური  ლექსითა!..

1.7.2009.
5.35



დავით 
შემოქმედელის
ლექსებზე

1.    სიმშვიდემონატრებული 
      გულისა

          ლექსზე  ,,დისადმი’’


ვბერდები  ალბათ  -  გული  ჩვილდება...
ხსოვნის  ხეც  სევდამ  მომიფანტელა...
რაშიღა  ვჰპოვო,  ძმაო,  სიმშვიდე  -
ლექსს  ვერ  ვკითხულობ...
უჟრუანტელოდ...


2.  მთლად 
    უარესი...

            ლექსზე  ,, რა  შეიცვალა?’’

ჯიგარი  გვეწვის,  ჯიგარო...
ნეტაიმც  გადაიკაროს!..
რაც  რო  მიქარა  -  იკმაროს
და  მეტი  აღარ  მიქაროს...
-  შლეგთაგან  რომ  გვააზატო, 
წუთისოფელო,  იქამ,  რო?!.




ილტოსპირელის 
ლექსებზე

1.
როს  ჟამის  ცული 
ძვალხორცს  ღდინზე  დაანაფოტებს,
სული  სამშობლოს  ცათა  შინა  დაევანება,
თუკი  ცას  ამას 
სიგიჟემდე  ,,გადავაბოდებთ’’
ქართული  ლექსის 
სიკისკასეს  და  ელვარებას!..


2.    ლექსზე  ,,რკონი’’


გადაჰყვეს  მტერი  ჟამთაცვლას,
წყალთანაყვას  და  წყალთაცრას,
არცროსმე  მქონე  გონის!..
მათვე  მიჰყვება  ლიწინით,
ვინც  იქედნურად  იცინის
ჩვენზედ!..  ვაჰ,  დრონი,  დრონი!..

ეშმას  ამქარში  შეჩრილებს
ღმერთი  არ  გააჯეჯილებს -
უდღეურ  ანაქრონიზმს!..
კვლავ  მორჭმით  დაემკვიდრება
ამ  ცისქვეშეთში  დიდება
ვარძიისა  და  რკონის!..

მხნედ  მივყვეთ  უფლის  დიდ  ნებას!..
მტერს  ვითღა  აუხირდება
გული  ლაჩრის  და  მონის?!.

20.  6.  2



3.  ლექსზე  ,,ქნარი  ავტოპორტრეტით’’

სიტყვას  -  ჯიქურ  პირუთვნელს
არც  ვის  დავესესხებით!
ხელიც  ღმერთმა  დასწყევლოს 
ქნარზე  მცდარად  ნახლები!
ლექსთა  შეჯიბრებაზე  - 
მხოლოდ  ნაღდი  ლექსები!
ქნართა  შეჯიბრებაზე  - 
მხოლოდ  მარადახლები!

ფერიცვალება.  2009


4.  ლექსზე  ,,მთვარის  ნალევი ''


ლომი  ხარ,  ლომად  დარჩები,
ქართულს  არ  დათმობ  მისხალსო!
ვინც  შენთან  შებმას  გარისკავს,
ერთი-ასადა  რისკავსო!
არ  დაიჟანგვის  შაირი -
კვლა  ბევრს  დაატეხს  რისხვასო!
ქნარს  მარადახალს  ძალუძევს 
ღამეც  ამსგავსოს  სისხამსო!
ვისაც  რაც  ძველი  ჰგონია,
მის მადლით  მუდამ  კისკასობს!

31. 08. 2009 წ.  15.20 სთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს