ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2009


ფლიდური

ორი ფლიდის ფლიდურ ჩურჩულს,
ფლიდურ მზერას ნიღაბაცმულს,
ვუცქეერი... და ველდები
ბრძენი კაცის გრგვინვას, ბუბუნს.
გაიღიმებს... გავვოცდები...
-ნუთუ მწარე სევდას- ჯვარცმულს,
მოკრძალებით შეუძლია სხვსი
გულის სევდაც ნახოს!
ნუთუ ფლიდი ღიმის მსხვერპლი
გახდა ვინმეს წმინდა გული?!
და დამარხა გულში მწარედ
სუფთა გრძნობა,სიყვარული?
ნუთუ ძალუძს ფლიდურ სიტყვას,
ხერხებს ფლიდურს - გამოჭერის...
ვინ უწოდა სიყვარული
წმინდა სულის გამარჯვების?
ნუთუ კრძალვა..სინიდისი-
ქალის გულის წმინდა პირმშო.
ნუთუ ცამდე აფრენილი
სუფთა გრძნობა, სიყვარული
სამარეში გინდა ნახო?
რატომ შეკრთი,
როს შეესწარ ფლიდურ ღიმილს?
სპეტაკ სახეს ნუ ადარებთ
მზერას ბინძურს!
და თუ ისევ ამღერდება
მკვდარი გული-
სახრჩობელას ნუ აღმართავთ!
დღეს დაბინდავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები