 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2009 |
ოხ! სიყვარულო ვერ მოვეშვი შენზე ოცნებას, შენზე ფიქრებს, შენით ცხოვრებას. მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი, გეპოტინები, შენზე ვფქირობ და გული მტკივა.
ვერ მოვისვენე, ვერ ვიპოვე ადგილი ჩემი, უშენოდ მიჭირს, არც შენიანად ვარ ბედნიერი. ვეღარ გავიგე საით წავყვე მომავლის ბილიკს შენით დასჯილი, შენზე ნაწყენი და სევდიანი.
სიკვდილიც არ მსურს, არ მსურს მე მიწა. და არც სიცოცხლეს მაინც და მაინც ვებღაუჭები. არ მინდა წვიმა, არც ფრენა მინდა, თუ შენ ყოველთვის ჩემს სიზმრებში არ გამოჩნდები.
რამდენი ხანი დამტანჯავს კიდევ შენი ღვთაება, რამდენჯერ დავღვრი სისხლნარევ ცრემლებს. ვინ მოსთვლის რამდენს ართმევ ბედნიერებას, ტკივილით ტანჯავ და ალკოჰოლით აჩვევ ცხოვრებას.
ოხ! სიყვარულო ვერ მოვეშვი შენზე ოცნებას, შენზე ფიქრებს, შენით ცხოვრებას. მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი, გეპოტინები, შენზე ვფიქრობ და გული მტკივა.
თუმც კი სიტყვებით ადვილია შენ გესაუბრო, სინამდვილეში ტყუილია, მე შენ ვერ გწვდები. რა დამრჩენია, ისევ ისე შენზე ოცნება ქარიშხლიანი, სიცივით სავსე გრძნეული ღამე.
ღამეს კი ვიცი, კარგად ესმის ჩემი ტკივილი, მაგრამ ყოველთვის, როცა მინდა სულ ჩუმად მისმენს. ოხ! სიყვარულო ვერ მოვეშვი შენზე ოცნებას, შენზე ფიქრებს, შენით ცხოვრებას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ღამეს კი ვიცი, კარგად ესმის ჩემი ტკივილი, მაგრამ ყოველთვის, როცა მინდა სულ ჩუმად მისმენს. ოხ! სიყვარულო ვერ მოვეშვი შენზე ოცნებას, შენზე ფიქრებს, შენით ცხოვრებას. :( ღამეს კი ვიცი, კარგად ესმის ჩემი ტკივილი, მაგრამ ყოველთვის, როცა მინდა სულ ჩუმად მისმენს. ოხ! სიყვარულო ვერ მოვეშვი შენზე ოცნებას, შენზე ფიქრებს, შენით ცხოვრებას. :(
8. ოხ სიყვარულოოო ოხ სიყვარულოოო
7. გულწრფელია
მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი, გეპოტინები, შენზე ვფიქრობ და გული მტკივა.
არასწორად ამბობ აქ (ალბათ ასე ჯობია თქვა)
მე, ერთ ციდა ხავსის ნაგლეჯს ვეპოტინები
გულწრფელია
მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი, გეპოტინები, შენზე ვფიქრობ და გული მტკივა.
არასწორად ამბობ აქ (ალბათ ასე ჯობია თქვა)
მე, ერთ ციდა ხავსის ნაგლეჯს ვეპოტინები
6. უშენოდ მიჭირს, არც შენიანად ვარ ბედნიერი
<< ნაღდიაა.. :) +2 უშენოდ მიჭირს, არც შენიანად ვარ ბედნიერი
<< ნაღდიაა.. :) +2
5. წარმატებები! წარმატებები!
4. შენი უკეთესები წამიკითხავს.
5 შენი უკეთესები წამიკითხავს.
5
3. სათაური საშინელებად მომეჩვენა და ვიფიქრე იქნებ ლექსი ვარგოდეს თქო მაგრამ არ მომეწონა :) ბოლოშიც ვერ გავედი.... სათაური საშინელებად მომეჩვენა და ვიფიქრე იქნებ ლექსი ვარგოდეს თქო მაგრამ არ მომეწონა :) ბოლოშიც ვერ გავედი....
2. არ მომწონს . ლექსზე მუშაობისთვის 2 არ მომწონს . ლექსზე მუშაობისთვის 2
1. მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი :) მე, ერთი ციდა ხავსის ნაგლეჯი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|