ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: თარგმანი
27 მაისი, 2008


ფური (სერგეი ესენინი)

КОРОВА

Дряхлая, выпали зубы,
Свиток годов на рогах.
Бил ее выгонщик грубый
На перегонных полях.

Сердце неласково к шуму,
Мыши скребут в уголке.
Думает грустную луму
О белоногом телке.

Не дали матери сына,
Первая радость не прок.
И на колу под осиной
Шкуру трепал ветерок.

Скоро на гречневом свее,
С той же сыновней судьбой,
Свяжут ей петлю на шее
И поведут на убой.

Жалобно, грустно и тоще
В землю вопьются рога...
Снится ей белая роща
И травяные луга.

1915


დაუძლურებულს, კბილებჩაცვენილს,
წლები ატყვია რქებზე რკალებად.
მას რომ მწყემსავდა, ის მენახირე
იყო უხეში და უკარება.

ახლა ხმაური გულს არ უშფოთებს,
კედელს უღრღნიან თაგვები ბოსელს.
თავს ვერ ანებებს სევდიან ფიქრებს
რძისფერფეხება, უმწეო ხბოზე.

არ დაუბრუნეს შვილი დედას და
არც სიხარულის განცდა აღირსეს,
და ირხეოდა ქარისგან ტყავი,
ჩამოკიდული ვერხვთან მარგილზე.

არ დარჩენია ბევრი დღე მასაც,
გაიზიარებს შვილის ბედს მალე,
შემოახვევენ ყელზე მარყუჟს და
სასაკლაოზე დახუჭავს თვალებს.

დაღონებული, შესაბრალისი,
ჩაზმუვლებს მიწას და რქებს დაახლის...
მოაგონდება მწვანე კორომი
და სურნელება ლორთქო ბალახის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები