ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2009


ერთხელ წვიმაში ( AnN-ს )

მე შენ ლონდონის წვიმად მინდოდი,
ნისლისფერ ფერებში გახვეულ ოცნებად.
მოგონებებად, წუთებად მინდოდი,
წარსულში ქექვად, ცხოვრების ხურდად.

მე შენ სიცოცხლის თასად მინდოდი,
მომთვრალო ფერებში დახვეულ სიზმრებად.
ღვინოდ მინდოდი, ვაზის ნერგებად,
გამოსათრობად, სიცოცხლის თავდებად.

მე შენ უდაბნოს ყვავილად მინდოდი,
მისი ფერებით გადამწვარ ფოთლებად.
უდაბნოდ მინდოდი, პირამიდებად,
სიზმრებად, წვიმად, მოგონებებად.

მე შენ უბრალოდ წვიმად მინდოდი,
ნისლისფერ ფერებში გახვეულ ოცნებად.
ღვინოდ მინდოდი, ვაზის ნერგებად,
გამოსათრობად, სიცოცხლის თავდებად.

ასე მინდოდი ერთხელ წვიმაში,
ყველაფერ ლამაზად რასაც კი ვხედავდი.
მინდოდი წვიმად, ცაც ძლიერ ქუხდა,
თუმცა მე მაინც ლონდონზე ვდარდობდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს