ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2009


ოცნებიდან სიზმრამდე

საოცრებაა ოცნებებში გადაეშვა თავდავიწყებით,
და ვერ გაიგო სად მთავრდება ოცნების ხაზი.
წვიმის წვეთებად მოდიოდე დედამიწაზე,
გიყვარდეს, გკლავდეს, აწვიმდე თავზე.

ეფერებოდე, გლოვობდე, გტკიოდეს...
საოცრებაა პატარა გულის ასეთი ქცევა:
სიცივეს გრძნობდე, მაინც გცხელოდეს,
მთვარე გძულდეს და გიყვარდეს ზეცა.

ქარია გარეთ, შენთან კი თბილია.
წვიმს შავი ციდან, შენთან კი მზეა.
უსამართლოა გრძნობები შენი,
მაგრამ ყოველთვის შენა ხარ ჩემი.

საოცრებაა ოცნებებში გადაეშვა თავდავიწყებით,
გტკიოდეს მისი სული და ხორცი...
გიყვარდეს ისე როგორც ქვეყნად არავინ,
სულზე კი გედოს გამოუთლელი, უხეში ლოდი.

დიდხანს გელოდი წვიმიან ქუჩაზე,
იმ ჭადრის ხესთან, შენ რომ გიყვარდა.
ღამით უჩუმრად ვემალებოდი
დღისით კი შენთვის ვეხუტებოდი.

მძულხარ და მიყვარხარ, არ ვიცი რატომ,
ტკვილად მერგე, ოცნებად დამსდევ.
ვერ დაგივიწყე, არ ვიცი რატომ...
მაგრამ ოდესმე შენც სიზმრად გაქცევ.

საოცრებაა ოცნებებში გადაეშვა თავდავიწყებით
და ვერ გაიგო სად მთავრდება ოცნების ხაზი.
წვიმის წვეთებად მოდიოდე დედამიწაზე
გიყვარდეს, გკლავდეს, აწვიმდე თავზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები