ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2009


###

კვლავ მირაჟია, - ვეთხოვები ნაცნობ სილუეტს,
წინ გაუვალი ტევრებია, უკან - ქვესკნელი...
მზემ მის ნაპირთან ცხრავე თვალი ერთად მილულა
უკანასკნელად.
მოვწიე მაინც ეს ზაფხული - მძაღე თუთუნი,
ლოდინი, ქარი, უძილობა, კატაბალახა...
ქუჩაში უკვე ენკენისთვის წვიმა სლუკუნებს,
შენ კი არა ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები