 | ავტორი: ქეთუ ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2009 |
ღამეა...უფრო სწორად შუა, შუაღამე. უკვე დავწექი. სითბო ტკბილად ამაცოცდა ტანზე და კისრამდე ჩამფლა. გაზაფხულივით დააცხრა ჩემი მიწისფერი თმები თოვლივით თეთრ ბალიშს. გარეთ ისევ ქარია... გამეღიმა, ვიცი რომ ეს ქარი კი არა შენი ხელებია, რომლებიც მუდამ ჩემ თმებს ეფერებიან. აივნის კარი შემოაღე და ნაზად გადამისვი თავზე ხელი...ფიქრებში ხომ შენ მყავდი, ახლა ფიქრებს ზემოთაც შენ მეფერები თმებზე..... წვიმა დაიწყო, დაკოცნა მიწა. ისეთი ტკბილი, წვიმიანი გაზაფხულის სურნელი შემოვიდა ოთახში. რა კარგია, რომ აივნის კარი გააღე...რამდენჯერ გვირბენია მე და შენ ამ წვიმიან ღამეებში, რამდენჯერ გვიცეკვია გიშრისფერ ქუჩებში... ეს წვიმიანი გაზაფხულის სურნელიც შენს სურნელს მაგონებს. წამოვჯექი, შენ ისევ თმებზე მეფერებოდი. ფანჯარაში ვიყურებოდი, სულ წვეთებით დასველებულიყო...ჩემი სახის ანარეკლი დავინახე წვეთებთან ერთად...ზუსტად ასეთი ვიქნებოდი ახლა ტირილი რომ დამეწყო მონატრებისგან..მაგრამ...შენი ღიმილი გამახსენდა...ჰმ...იცი სიყვარული როგორია..თვითონ ხომ დაუკაკუნებლად შემოგეჭრება, ეს მონატრებაც კუდად მოჰყვება...სიყვარული გკოცნის, გეალერსება...მონატრება კი აგატირებს, გაგამწარებს, მაგრამ სიყვარული გიჩურჩულებს, ცოტაც გაუძელი, შენც და იგიც ხომ ჩემი სნეულებით ხართ დაავადებულნი, სულ ცოტაც და მონატრებას სიხარულით შევცვლი..მაგრამ არა სამუდამოდ..... იცი ახლა როგორ მომინდა შენთან ერთად ტანგოს ცეკვა, ხელით როცა ვგრძნობდი შენი ხელის ქვეშ სისხლს, თვალებით რომ ვკითხულობდით ერთმანეთს და თითოეული ილეთი, მოძრაობა ჩვენს ტკივილს და სიყვარულს გამოხატავდა...ტანგო ხომ ცხოვრებაა...ამოვისუნთქე და ამ ერთ ამოსუნთქვაში იყო ყველაფერი რისი თქმაც შენთვის მინდოდა...მინაზე ორთქლისგან უცებ დაკლაკნილი, უსწორმასწორი ფიგურა გამოჩნდა, ტეხილს ჰგავდა...ალბათ ვიღაცამ ცხოვრების გამოსახვა გადაწყვიტა ნახაზში...გამოუვიდა კიდეც..........მარჯვენა მხრიდან გავხედე ამ ნახაზს. ამ მხრიდან ლამპიონები ენთო და ნახაზს ანათებდა, აბრწყინებდა....ჰმ...ეს სიყვარულით სავსე ცხოვრებას ჰგავდა უკვე. ნახაზ ხელი გადავუსვი და მთელი ფანჯარა გაბრწყინდა.....ეს ალბათ იმიტომ, რომ როცა შენი ცხოვრება სრულდება, შენგან მხოლოდ სიყვარული რჩება, რჩება სხვებს ვისაც უყვარდი და სხვებს კი უბრალოდ მოსაგონებლად, თუ როგორ გიყვარდა ისინი შენ..... იმდენი "მეფერე თმებზე", რომ შემცივდა, ისევ დავწექი...სიყვარულმა მაკოცა. ვთხოვე იქნებ ძილში მაინც დამასვენო ამ მონატრებისგანმეთქი. ირონიული ღიმილით შემომხედა, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს...გადავტრიალდი... "მენატრები"..შემრჩა ტუჩებზე და indigoსფერი თვალები დამეხუჭა......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომეწონე ქეთუ! მუსიკალური და თბილი პროზაა!! +2 მომეწონე ქეთუ! მუსიკალური და თბილი პროზაა!! +2
8. წარმატებებს გისურვებთ. მომეწონა. წარმატებებს გისურვებთ. მომეწონა.
7. victor makhno გმადლობთ, რომ დროს ნახულობთ და კითხულობთ ჩემს ნაწერს. გულწრფელად გითხრათ ბრონტე არასოდეს წამიკითხავს, გადმოწერის შემთხვევაში კი აუცილებლად მივუთითებდი. პოეტურობა კი არაფერ შუაშია, უბრალოდ ბუნების მოვლენებს "იუველირის თვალით" ვხედავ. სიმართლე გითხრათ იდეა ამის დაწერისა დემებადა მუსიკის მოსმენისას, მოუსმინეთ შემსრულებელი Faith - ის კომპოზიციას, სახელად Bitter sweet, მთელი "ჰმ...ს" იდეა ამ კომპოზიციაში დევს. კიდევ ერთხელ გმადლობთ :) victor makhno გმადლობთ, რომ დროს ნახულობთ და კითხულობთ ჩემს ნაწერს. გულწრფელად გითხრათ ბრონტე არასოდეს წამიკითხავს, გადმოწერის შემთხვევაში კი აუცილებლად მივუთითებდი. პოეტურობა კი არაფერ შუაშია, უბრალოდ ბუნების მოვლენებს "იუველირის თვალით" ვხედავ. სიმართლე გითხრათ იდეა ამის დაწერისა დემებადა მუსიკის მოსმენისას, მოუსმინეთ შემსრულებელი Faith - ის კომპოზიციას, სახელად Bitter sweet, მთელი "ჰმ...ს" იდეა ამ კომპოზიციაში დევს. კიდევ ერთხელ გმადლობთ :)
6. brontes stilia, tanac bolomde verdaculi:) (romrli brontec gnebavt is warmoidginet) ver davijereb rom es ubralod literaturuli eqsperiemntia saxelwodebit "naftalini" megobrulad girchevt shecvalot gadmocemis mnera da camoishorot gulisgamawvrilebeli "poeturoba" brontes stilia, tanac bolomde verdaculi:) (romrli brontec gnebavt is warmoidginet) ver davijereb rom es ubralod literaturuli eqsperiemntia saxelwodebit "naftalini" megobrulad girchevt shecvalot gadmocemis mnera da camoishorot gulisgamawvrilebeli "poeturoba"
5. ჰმ... ;) :) ჰმ... ;) :)
4. როცა შენი ცხოვრება სრულდება, შენგან მხოლოდ სიყვარული რჩება
კი, ეგრეა! 55555 როცა შენი ცხოვრება სრულდება, შენგან მხოლოდ სიყვარული რჩება
კი, ეგრეა! 55555
3. ეს ალბათ იმიტომ, რომ როცა შენი ცხოვრება სრულდება, შენგან მხოლოდ სიყვარული რჩება 5 ეს ალბათ იმიტომ, რომ როცა შენი ცხოვრება სრულდება, შენგან მხოლოდ სიყვარული რჩება 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|