ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარგო
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2008


თურმე

ვიდრე გზააბნეულ ლექსებს,
სიტყვებად დაშლილს,
ა-დან ჰაე- მდე
მრავალგზის დაწყობილს
ზამთრის ხეების
შიშველ ტოტებში
გაბლანდულს ვიპოვიდი,
მეგონა,
ლექსები თავად პოულობდნენ
გამოწვდილ ხელებს
და
მათში მოწყალებასავით ჩხრიალებდნენ.
თურმე,
ლექსებს,
როგორც საფოსტო მტრედებს,
უნდა ჩასჩურჩულო მისამართები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს