 | ავტორი: ვასო ჟანრი: საბავშვო 2 ივნისი, 2008 |
დათვმა, მგელმა და მელამ ტყეში, ხის ძირას, ნახეს მონადირისგან თოფით მოკლული დიდი ტახი.
დათვმა მგელს უთხრა: - აბა, გაანაწილე, ახლა, გაყოფა როგორ იცი, როგორ სწავლობდი, ვნახავ!
- შენ ტახის თავი, როგორც ასაკით ჩვენზე უფროსს, მელას – ფეხები, ტანი მე შემერგება უფრო.
ჩაიბურდღუნა დათვმა, რისხვა შეეტყო ხმაში, ერთი გაჰქნია ტორი და მგელს მოარტყა ყბაში.
მოუტრიალდა მელას: - მათემატიკას მგელი ცუდად სწავლობდა, ალბათ, შენ როგორ გაყოფ, გელი!
მელამ ღიმილით უთხრა: - თავი შენ, როგორც ჭკვიანს, ფეხებიცა და ტანიც შენ, რადგან დათვი გქვია!
- ჰო, ბარაქალა, მელავ, კარგად გცოდნია დათვლა! სად ისწავლე და როდის? - ჰკითხა მელიას დათვმა.
- დათვლა-გაყოფა სხვა დროს არ შემეშლება, მგონი. მგელს რომ შევხედე წეღან, უცბად გამეხსნა გონი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მიყვარს თქვენი საბავშვოები 5 მიყვარს თქვენი საბავშვოები 5
14. მშვენიერია ვასო, ვაიმე რა ძალიან კარგია... ბევრი ვიხალისე... მშვენიერია ვასო, ვაიმე რა ძალიან კარგია... ბევრი ვიხალისე...
13. ძალიან კარგი :) ძალიან კარგი :)
12. - დათვლა-გაყოფა სხვა დროს არ შემეშლება, მგონი. მგელს რომ შევხედე წეღან, უცბად გამეხსნა გონი!
კარგია, მაგრამ... სხვები უფრო, ვასო! 5 - დათვლა-გაყოფა სხვა დროს არ შემეშლება, მგონი. მგელს რომ შევხედე წეღან, უცბად გამეხსნა გონი!
კარგია, მაგრამ... სხვები უფრო, ვასო! 5
11. :D მხოლოდ 4 უკეთესებიც წამიკითხია შენთან :D მხოლოდ 4 უკეთესებიც წამიკითხია შენთან
10. აუ მაგარი ვიცინე გაიხარე ვასო კარგი, 555555 აუ მაგარი ვიცინე გაიხარე ვასო კარგი, 555555
9. ჰო, ესეც ოსტატურების სერიიდან :) ჰო, ესეც ოსტატურების სერიიდან :)
7. ღიმილი რომ მომენატრება, აქ უნდა შემოვიდე ხოლმე. :) ღიმილი რომ მომენატრება, აქ უნდა შემოვიდე ხოლმე. :)
5. :) ძალიან მომწონს შენი ლექსები 5 :) ძალიან მომწონს შენი ლექსები 5
2. რა საკვირველია პირველი ვარ:) რა საკვირველია პირველი ვარ:)
1. შემოგევლე შენ საყვარელო ადამიანო ხუთი და უთბილესი ჩახუტება ჩემგან
შემოგევლე შენ საყვარელო ადამიანო ხუთი და უთბილესი ჩახუტება ჩემგან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|