ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აჩი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


ეკატერინეს. (I და II ნაწილი)

                            I

რა მნიშვნელი აქვს, ეკა ხარ თუ ეკატერინე,
შენი ზმანება ელანდება ღამეს, რომელიც
ჩემმა ლექსებმა, უშუალოდ მე გათევინე.
არ შეამჩნიე ჩემი ტუჩი შენსას რომ ელის -

დილით, რომელსაც დაერქმევა უსათაურო,
ღამე, ერთად რომ გავატარეთ, ქვია "პოეტის",
შენი თვალების წამწამები ისე ხმაურობს,
რომ თითქოს უნდა შეამჩნიოს როგორ მოვედი

და მოგახვიე ჩემი მკლავი წელზე და უფრო
ახლოს მიგიკარ, უშენობა გავათანაბრე,
თუმცა  გარეშე პაუზის და ბაგით საუბრობ,
მაგრამ კოცნაშიც შემიფარე ამასთანავე.

რა მნიშვნელი აქვს, ეკა ხარ თუ ეკატერინე,
დაე ტუჩებმა განიკითხოს სხვა დანარჩენი,
და შენს ყველაფერს ლექსთან ერთად  გავათევინებ -
იმ ღამეს როცა მოირბენ და ჩემთან დარჩები.




                        II

ღამემ საკამათო დილა შეიჩერა,
თეთრი ალიონი მოწყდა დაისიდან,
ისე აიცილე მკერდზე ჩემი მზერა,
როგორც მეხამრიდმა ელვა აიცილა.

უკვე უშენობა შენით გამერიდა,
(მტვერით მოიწამლნენ ქუჩის მხვეტავები),
დგები მთქნარებით და კვლავაც ჰაერიდან,
უფრო გამეტებით ჟანგბადს ეტანები.

შენით შემომიჩნდა თითქოს ქარიტები,
კანში ვერ ვეტევი... გრძნობ, რომ ჩემი მზერა
კერტებს დაეწაფა - ადრე გარიდებდი...
დილამ უჩვეულო ღამე შეიჩერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები