ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2008


ბოდვის აქცია

ვბოდავდი აქამდე
ბგერებით, სიტყვებით,
აზრები დავფანტე, გარს ვუვლი.
სიამის განწყობას ვუგანე,
დავნებდი ნაკვალევს ართქმულის,
დავდუმდი...
ნაბოდვარს ვხატავდი,
ვძერწავდი ლექსებად,
აღმოვჩნდი თავხედი,
ისე გამიტაცა უმიზნო შეჩვევამ.
სურვილებს ვლახავდი,
ჰორიზონტს სუნთქვების შეხებით ვაღწევდი,
და ვაკავშირებდი მზერებს
უარყოფის ჩვეული არხედვით.
უფერულ სიზმრებში
ძველ თავდავიწყებას ამაოდ ვეძებდი,
ნიღბებსაც ვამსხვრევდი,
ვზღუდავდი სანქციებს,
შევჩერდი, გავბედე,
მაციებს,
მაცხელებს...
ვბოდავდი აქამდე,
აქციას ვაგრძელებ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები