ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მორიგე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


***

მოგყვები.
უკან მოგყვები, ლოცვებით
ოღონდ მაქვს ერთი სურვილი,
თბილი უმანკო გულიდან
ვცდილობ დავკარგო წუხილი.
მისმენ? ხომ ხედავ უშენოდ,
მე ვერ გამიძლებს ეს ჩრდილიც.
იცი? როდესაც შენ ტირი
უკან მოგყვება კვლავ თეთრი
და უნაპირო სურვილი,
ხელს ნუ გამიშვებ.
გულიდან
უნდა მოგიძღვნა ათასი
და უთვალავი ქუხილი
წასვლამდე გკითხავ
დამიცდი?
თუ, ნანგრევებთან დამტოვებ,
სულში ნისლების ამარა
ვით უდაბნო ვარ წყურვილის.
თვალუწვდენელი განცდების
ცივი სამარე.
დამადე
გულზე ხელები დამადე
და აქ დატოვებ უტყუარ
და ულამაზო ანარეკლს
ჩემი უნიჭო ნათების
ან მოჩვენებას არაერთს.
შენ ახლა ისე ახლოს ხარ.
შენი ხელები მანახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები