ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


მე დღეს ვგიჟდები

მიშველეთ ვინმემ, მე დღეს ვგიჟდები.
თეთრად იმოსება ათასფერა ჩემი სხეული.
ირგვლივ ყველაფერი საზიზღრად თეთრია:
კედლები, სიტყვები, ოცნება მთვარეული.

ყველამ მიმატოვა, დავრჩი მარტოდმარტო.
კედლებმა ჩაყლაპეს ყველა მოგონება,
სიცივემ შემაწუხა, ზამთრის სუსხი მეცა
მხოლოდ სითეთრე და ჩემი ცრემლი მართობს.

მიშველეთ ვინმემ, მე დღეს ვგიჟდები.
ხელიდან ვეცლები ყოფილ რეალობას.
ირგვლივ ყველაფერი საზიზღრად თეთრია:
კედლები, სიტყვები, ოცნება მთვარეული.

მთრგუნავს გარშემო ფერი სილამაზის,
შეშლილ სამყაროში ვიღვიძებ ყოველ დილით.
უკვე მერამდენედ ვყვირი ბოლო ხმაზე,
მაგრამ კედლებს მიღმა კვლავაც თეთრად ბარდნის.

მიშველეთ ვინმემ, მე დღეს ვგიჟდები,
თეთრად მეჩვენება ირგვლივ ყველაფერი.
ჩამაცვით ვინმემ ისევ ნიღბის სახე,
ისევ ვითამაშებს, სითეთეთრეს მოვეშვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს