ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


დაბოლილი ლექსი

მეფობს შემოდგომა უბრალოდ,
ბანქოს თამაშით და ფლირტებით,
ხევში სამორინე, ”სუბარო”...
მთვარე ასანთივით ინთება...
დგანან დაბოლილი ნაძვები,
მღვრიე წყალში ყრიან ნაფოტებს,
მეც ამ მდინარესთან დავწვები,
რა ვქნა? - გიხსენებ და მაბოდებს:
მო...
მო...
მო...
დი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები