ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2008


როიალი (დასასრული)

    - აქ რა გინდა? - მესმის უცებ ნაცნობი ხმა, ჩაფიქრებულ თვალებს აზრიანად ვახელ, მოყინულ თოვლში თანი დგას და შეშინებული დამცქერის.
    - მცემეს - სიხარულისგან ვიღიმი.
    - დაიცა, ტაქსის დავიჭერ, ნუ გეშინია - იძახის თანი და გარბის.
    - საშიში არაფერია, პატარა ნაკაწრია - მეცინება მე და მიხარია თანის გამოჩენა, საათს დავცქერი, ისრები 11-ს აჩვენებს, ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებს, გზაზე თანი და ვიღაც კაცი მოჩანან, მე მათთან მივდივარ და მანქანაში ვჯდები.
    ჰაერი ოზონითაა გაჟღენთილი და სასიამოვნოდ ისუნთქება.
    - ახლა გადარჩები - იცინის თანი და შეხვეულ ფეხზე სუნამოს მასხამს.
    - მოდი ვიცეკვოთ თან - ვევედრები ქალიშვილს.
    - უმუსიკოდ?
    - უმუსიკოდ.
    ხორცისფერ იატაკზე ფეხები რიტმულად მოძრაობენ, მკერდთან თანის გულისსითბოს ვგრძნობ, ათ თითში ქალიშვილის თავს ვიმწყვდევ და გაშმაგებული ვკოცნი, თანი იგივე ჟესტით მპასუხობს, ოთახში სინათლეს ვაქრობ და ქალიშვილს მოწითალო არაბულ ტახტზე ვაწვენ.
    - მიყვარხარ - მესმის ნახევრად გონდაკარგული ქალის ბოდვა.
    ოთახი ვნებიანი ბგერებით ივსება, რომლებიც ნელ-ნელაძლიერდება, ბოლოს ერთ დიდ შორისდებულად იქცევა და ბნელ ღამეში სამუდამოდ იკარგება.
    თანი გულაღმა წამოწვა, კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწას ჰგავს მისი სხეული, არეული თვალებით მიყურებს, გრძელი თითები მკერდთან მიაქვს და მეუბნება:
    - სხვებისთვის ეს ძუძუა, მხოლოდ შენთვისაა მკერდი.
    ვკოცნი, მიხარია, ბედნიერი ვარ.
    - თუ დღეს შვილი ამყვა, აუცილებლად გავაჩენ - აგრძელებს საუბარს თანი.
    - გავაჩენთ - ვამატებ მე.
    თანი ფეხზე დგება და ტანსაცმელს იცვამს.
    - რას შვრები თან? - მიკვირს მე.
    - შენ ბოზთან არ იქნები ბედნიერი.
    - არა თან, მე მწერალი ვარ, მწერლები კი ნახევრად ღმერტები არიან, ქრისტეს კი უყვარდა ცოდვილები.
    - მარტო ამისთვის, არა? - მწარედ იცინის თანი - შენ არ შეცვლილხარ სახ, შენ მხოლოდ დიდებაზე ფიქრობ, მეტზე არაფერზე, სხვა დანარჩენიც ამისთვის გჭირდება.
    თანი სწრაფად აღებს კარს და მიდის, ჩემი ,,არ წახვიდე, გემუდარები” მხოლოდ მე მესმის, ნერვიულობისგან ფეხიდან თანის სახვევს ვიგლეჯ და რატომღაც კედელზე ჩამოკიდებულ ხატს მივჩერებივარ.
    ოთახში 4 ლანდი შემოდის, რომლებსაც ერთმანეთისთვის ხელები გადაუხვევიათ და იჭყანებიან.
    - ღმერთი შემოაკვდათ ადამიანებს - იძახის ერთი.
    - მამა პავლეს უთხარი, რომ მიყვარს - იცინის მეორე.
    - მე რომ ღმერთი ვიყო, ქვეყანა ბედნიერი იქნებოდა - დამცინის მესამე.
    - მიყვარხარ - ბოდავს მეოთხე.
    ჩრდილები ჩემს ირგვლივ დარბიან, მათი ხმები ერთმანეთში ირევა და საზიზღარ წივილად იქცევა.
    - შენ მოიყვანე ესენი? - მივმართავ მელოტს და ხმამაღლა ვხარხარებ.
    - შე გამოყლევებულო. შენ.. - ხარხარს ვერ ვიკავებ, მოულოდნელად ვგრძნობ, რომ ტვინში რაღაც ცეცხლისმაგვარი მენთება, ჰაერში საკუთარ ენას ვხედავ ჩიტივით მოფრენალს და გონებას ვკარგავ.
    იატაკზე ჩემი გატეხილი საათი გდია, რომელზეც სამი ისარი ერთმანეთს შემცივნებულივით მიჰკვრია და თორმეტს აჩვენებს.
    - გაგიჟდა - მომესმის ვიღაცის ხმა გონმოსულს.



* * *

    დაბალი, მსუქანი კაცუნა ჰაერში დაფრინავს და ყვირის.
    - სატანა გგონივარ, არა? ბოზიშვილი ვიყო თუ ვიყო სატანა.
    - აბა ვინ ხარ? - მიკვირს მე.
    - შენი ნახევარი სული.
    - შენ ეკაიფე ეშმაკებს ჯოჯოხეთში - ფრენას ვიწყებ მე და სულით ვჩხუბობ.
    - მოხელოვნო სუბიექტო, იცოდე, კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე 80 პროცენტს მლიქვნელობდა, 10 პროცენტს მძულვარებდა, 7 პროცენტს სიყვარულობდა და მხოლოდ 3 პროცენტს ფიქრობდა.
    Kკაცუნა ქრება, მე როიალზე ვფრინდები და ,,სოლს” ვიღებ, ჩემთან 6 ლანდი მოდის: ნაპოლეონი, ღმერთი, ეშმაკი, დრო, სიყვარული და მუზა და მახსენდება.


                    სოლ (საგიჟე)

    - ეს მგონი ნასწავლი უნდა იყოს - ჩამესის ხმა, ჩამესმის, რადგან                  დასაწყნარებელი ნემსები მაქვს გაკეთებული და გაბრუებული ვარ.
    - ხოდა ნასწავლთა ოთახში შევაგდოთ - იცინის ისევ ის ხმა.
    მესმის ურდულის ჩხრიალი, კარი იღება და თეთრხალათიანი დაკუნთული ექიმი ლოგინისკენ მიმითითებს.
    - დაწექი და ნუ იყვირებ - მარიგებს იგი და მიდის.
    ოთახში 6 გაოცებული თვალი შემომცქერის, მოულოდნელად ექვსიდან ერთი ჩემ წინ ამაყად ისვეტება, სხეულზე თეთრი მოსასხამი აქვს მოცმული და მონალიზასავით ამოუცნობი მზერით მზვერავს.
    - მე ღმერთი ვარ - იწყებს ბოლოს - თუ გინდა დაიჩოქე, თუ გინდა - არა, მე სხვანაირი ღმერთი ვარ, დაჩოქვისარმომთხოვნი, მაგრამ პატივისცემას მოვითხოვ, ბოლოსდაბოლოს მე შეგქმენით, აი, ნაპოლეონი ვერაფრით დავარწმუნე ამაში.
    მე ღმერთის წინ ვიჩოქები, იგი თავზე ხელს მისვამს, თავზე ფურცლებს მაყრის და ბუტბუტებს:
    - მომინიჭებია ბედნიერი სიცოცხლე შენთვის.
    - ღმერთი თუ ხარ, რატომ ვერ შემაჩერე ვერსად? - იწყებს საუბარს ამ სიტუაციაზე დადარაჯებული ნაპოლეონი, რომელიც ძალიან მაღალია და ცალ ხელზე ხელთათმანი უკეთია.
    - ეს ჩემი უღირსი ქმნილებაა - მეჩურჩულება ღმერთი - ვერაფრით მოვარჯულე.
    - არა, მაინც რატომ არ გამაჩერე? - ირონიულ სახეს იღებს ნაპოლეონი.
    - მაშ ვატერლოო რა იყო, განა მე არ მოგიწყვე ეს მარცხი?
    - ჰა, ჰა, ჰა - იცინის მხედართმთავარი და მის გვერდით მდგომ ბინძურ კაცს ხელს ჰხვევს - ეშმაკო, რამდენი კაცი შეეწირა ჩემს შეჩერებას?
    ბინძური ეშმაკი თხასავით ხტუნავს და დაბალი, ნაზი ხმით იძახის:
    - 100000.
    ნაპოლეონს სახე ებადრება და პოეტურად განაგრძობს:
    - ნუთუ შენ სიკეთისა და ბედნიერების შემქმნელო, ყოვლისშემძლევ და ყოვლისმცოდნევ, რატომ არ შეაჩერე ბოროტება სულ მარტივად, ჩემი არშექმნით?
    - ეს დროის ბრალია, დროის - ყვირის აშკარად ანერვიულებული ღმერთი - დრომ შეგქმნა შენ და არა მე, მე ჩემი ხატი შევქმენი მარტო, მერე თავისთავად გაგრძელდა უჩემოდ.
M  - ტყუი, შენ არ გაჰყვიროდი არაფრიდან შევქმენი ყველაფერიო, ბოროტებაც შენ სექმენი და აი ესეც - ხელი გაიშვირა ნაპოლეონმა ეშმაკისკენ - თუმცა შენი უბედურება იმაშია, რომ შექმნილი ვეღარ გააკონტროლე, შეგეშალა ადამიანში ღმერთო.
    - დრომ, დრომ შეცვალა ყველაფერი, მე არაფერ შუაში ვარ, თუმცა - სახე უნათდება მოულოდნელად ღმერთს - მე სიყვარული შევქმენი, მოდი აქ სიყვარულო, შენ ჩემი ფარი ხარ, გაუჭრელი ფარი.
    სიყვარულად წოდებული კაცი ნელა მიიწევს ღმერთისაკენ, წითელი პერანგი აცვია, გრძელი თმა აქვს, მიდის ნაზად, უხმაუროდ, ეშმაკთან ჩერდება და სიყვარულით უღიმის, მერე სწრაფად ტრიალდება და ღმერთს ფეხზე ეხვევა.
    - ესაა სიყვარული, ესაა ჩემი სიამაყე - თვალები უცრემლიანდება ღმერთს.
    - სიყვარულო, შენ ვერ გადაარჩენ კაცობრიობას - ყვირის ეშმაკი.
    სიყვარული ღმერთისფეხებიდან თავს ყოფს და ტუჩზე ხელის ნაზი გასმით იძახის:
    - სიყვარულმა იქნებ ვერ იხსნას კაცობრიობა, მაგრამ არავის მისცემს მისი დაღუპვის ნებას.    - ასეა, ასე - საბოლოოდ ცოცხლდება ღმერთი - როცა თქვენ გქმნიდით ასეთი ამოცანა დავსახე, გადაშენებისა და ბედნიერების ზღვარზე იქნებით სულ, ვერასდროს გაარღვევთ ამ ჯებირს, ესაა ჩემი საიდუმლო.
    - შენ მაინც ვერ ჩაერევი ჩემს აზრში, მე მაინც გავიმარჯვებ აუსტერლიცზე - აშკარად ნაწყენია ნაპოლეონი.
    - და დამარცხდები ვატერლოოზე - ირონიულად იღიმება ღმერთი და რევერანსს აკეთებს.
    - მე კი ვერ შემაჩერებთ - ლოგინიდან ხტება ნახევრად შიშველი კაცი - მალე ნაპოლეონსაც მოვკლავ, ეშმაკსაც და დავრჩებით მე და შენ მარტო, ღმერთო და მერე თავიდან დაიწყე, ოღონდ უფრო კარგად ვიდრე ახლაა.
    - დიახ ,,დროვ”, მალე იქნება - ამშვიდებს აღელვებულ ,,დროს” ღმერთი.
    ეშმაკი მოსასხამს აფრიალებს, საწოლიდან საწოლზე ხტება და კივის:
    თქვენ კარგა ხანია ასე იძახით, აბა სცადეთ და დამიჭირეთ თქვენ ორმა.
    ღმერთი და დრო ეშმაკს დასდევენ, მე კი სიყვარული მიახლოვდება და მეკითხება:
    - შენ ვინ ხარ?
    მე ვხარხარებ და ვეუბნები:
    - მე ყველაფერი ვარ, ვინც აქ ხართ.
    - მუზა, მუზა - იძახის სიყვარული, - მოდი შენს საწყობს მიხედე, თავის ფეხით მოსულა შენთან.
    დაბალი, მსუქანი მუზა სწრაფად მიახლოვდება და იძახის:
    - გაიხსენი, გაიხსენი, უნდა შემოვძვრე, ჩქარა, თორემ წავალ.
    მე ვცდილობ გავიხსნა და ვიბერები, სიყვარული სადღაც მიდის.
    - მოდი სიყვარულო, უშენოდ არაფერი გამოგვდის.
    - ვიცი - მეუბნება გახარებული სიყვარული და ჩვენკენ მოხოხავს.
    - რატომ იყავი ჩუმად ამდენხანს? - ვეკითხები მე მუზას, რომელიც ჩემს პერანგშია შეყუჟული.
    - როცა ისინი ჩხუბობენ, ენა მეკარგება - მპასუხობს მუზა - ღამით როცა ყველას სძინავს, ვდგები და პურის მარცვლებს ვისვრი.
    მე წარსულიდან რაღაც ავი მახსენდება და ,,მუზას” ვცემ.
    - შენ ხარ არა, მოსვენებას რომ არ მაძლევ და თანაც ბოლომდე არ მოდიხარ, კიდევ კიდევს რომ იძახი შენ ხარ, არა?.. მოკვდი შე მარტოობის ნაბოზვარო მეუფევ, მოკვდი.
    ჩემს პერანგში საცოდავად მიყუჟულ მუზას თავს ვურტყამ და ვასისხლიანებ, სუსტი, უღონო მუზა ტირილს იწყებს და იძახის:
    - მიშველე სიყვარულო.
    - გვიშველე სიყვარულო - ყვირის ეშმაკი, რომელიც საწოლის თავთან საცოდავადაა ჩაკუჭული.
    კარი იღება და თეთრხალათიანი ექიმი შემოდის.
    - სასწრაფოდ ნემსი - ყვირის ის და მე ორი კუნთმაგარი ექიმი მეჯაჯგურება.
    6 დღე ერთმანეთისგან განცალკევებულ ოთახებში გვამშვიდებენ, მაგრამ მალე ისევ ერთ ოთახში ვგყრიან და საიმედოდ გვირაზავენ კარს.
    - მე ღმერთი ვარ, თუ გინდა დაიჩოქეთ, თუ გინდა - არა, მე სხვანაირი ღმერთი ვარ, დაჩოქვისარმომთხოვნი - მივარდა ღმერთი ჩემს სანახავად მოსულ თანს და მამა პავლეს.
    თანს ჩამავალმზისფერი კაბა აცვია, ძალიან ლამაზია.
    - თავზე დამაჯექით ქალბატონო - ემუდარება ,,მუზა” თანს - ქალი ხომ მუზის მწვერვალია.
    - სახ, როგორ ხარ? - მეკითხება მამა პავლე.
    მე ვიცინი, თანს შეწუხებული სახე აქვს.
    - ღმერთი არ არსებობს მღვდელო, არსებობს მხოლოდ სატანა - უყვირის მამაოს ეშმაკი.
    - გადით აქედან - ყვირის ,,დრო” - თორემ გავჩერდები.
    - სახ, რა გჭირს? - ტირის თანი და ლოყაზე ხელს მისრიალებს.
    ვხარხარებ.
    - მე შვილი მეყოლება სახ, შენი შვილი.
    ვხარხარებ.
    - შვილი რად გინდა? Uნდა გაფითრდე - ვიძახი მე.
    დრო და ნაპოლეონი გიჟივით ხარხარებენ.
    - სახ, ჩვენ კიდევ მოვალთ - მეუბნება მამა პავლე.
    - არსებანო, იყვირეთ - ვიძლევი ბრძანებას მე და ყველანი ყმუილს ვიწყებთ.
    - სახ, მიყვარხარ - ტირის თანი.
    - ბავშვი რად გინდა, ის ხომ უბედურების შვილია, ა? უნდა გააფითრო, გინდა მუცელში წიხლი ჩაგარტყა?
    თანი და მამა პავლე მიდიან, ოთახში დიდყურება ექიმი შემოდის და ნემსს მიკეთებს.
    - დაღამდა, ქურდებო და მწერლებო თქვენი დროა - ყვირის მუზა და ყველანი ვყმუით.


                              * * *

    6 ლანდი უცნაური მოძრაობით მიახლოვდება.
    - შიში, სირცხვილი და სიყვარული, აი ადამიანის სული, სადაც პირველი და მეორე აშკარად ჯობნიან მესამეს- იძახის ,,ეშმაკი”.
    - შური პირველისაგან მესამის წინაშე მეორის უპირატესობის ზიზღია - იძახის ,,სიყვარული”.
    - უპირატესობა, აი, ცხოვრება - იძახის ,,ნაპოლეონი”.
    - მე ისე მოვაწყე ეს ქვეყანა, რომ ეჭვი შეპარვოდათ ჩენს არსებობაში - იძახის ,,ღმერთი”.
    - მე კითხვები არ მაქვს, პასუხები კი მტვრად იქცევა - იძახის ,,დრო”.
    - რისთვის? - მეკითხება ,,მუზა”.
    - გეკუთვნოდა - ვამბობ მე და ყველანი ქრებიან.
    ბრაზით მივიწევ როიალისკენ ,,ლას” ასაღებად, ბოლოს და ბოლოს ვინ მომკლა? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მარტო ჩემი სიკვდილის ნოტს დავუკრავდი, მაგრამ ეტყობა, ყველაფერი ლოგიკურად უნდა მოხდეს, მეც ვიღებ ,,ლას” და მომავალ მოწმეს ველოდები, იქ საიდანაც ადრე სიცოცხლის მოწმეები მოდიოდნენ, კუბო მოფრინავს, სადაც ,,მე” ამოვდივარ, რომელიც არაფერს ამბობს, უბრალოდ დგას და მიყურებს, მე ვგრძნობ, როგორ გადმოდის მის მზერაში ,,გახსენება” და მახსენდება.
   


                 
                    ლა (სიკვდილი)

    ხელში პატარა დანა მიჭირავს, რომელიც დიდყურება ექიმს მოვპარე და ,,მუზას” ვკლავ, შემდეგ მუცელს ვიფატრავ და მკვდარ მუზას შიგნით ვიტენი, მერე 3-ჯერ ვყვირი ფრაზას ,,დააპატიმრეთ საზოგადოება” და ვკვდები.
   


                              * * *

    - რატომ? - მეუბნება ,,მე” და მიდის, მე კი ,,სის” ვიღებ, აქ ალბათ გაიკვევა, სად მოვხვდები: ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში. 99,9999999999999999999999999999999999999999 პროცენტი ალბათ ჯოჯოხეთში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები