 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 25 ოქტომბერი, 2009 |
- ,,ზდაროვა" ვასია! - ვასია, მამაშენია! გაგიმარჯოს... - მამაჩემი - ოთარია, გოიმ და მეორედ არ მიჰქარო. ისე, თუ გინდა, შენც მამა დაუძახე, არ ეწყინება. რას ჩალიჩობ? - ბებიაშენისა! მამა არა, ბიჭო ის... მამას, მამაჩემს არ ვეძახი. - ჰოდა, მეც მანდა ვარ, ვინმეს - ,,მამა" ხომ უნდა უთხრა? - ,,პაშოლ" რა... - რა იყო?! რა ხასიათზე ხარ?! მაგ დამპალ ,,მაზოლზე" ხომ არ დაგადგა ვიმემ ფეხი? - ეეე, მიდი რა! არაფერიც არ მჭირს... - რა, არაფერი, შეჩემა? ზეთი ჩამოგდის ცხვირიდან და იღრინები უჯიშო ძაღლივით! ჰა, თქვი ახლა! ხო ვიცი, მერე შენით უნდა მოაღო პირი და სამი საათი მებაზრო. ახლა მითხარი და მოკლედ. - არაფერი, რა! - ჰა, ახლა! თქვი! - ფული გაქვს? - რამდენი? - 150 მანეთი. - შენ ხო არ აწვალებ? ამდენი რად გინდა? - ეეე... გააქ, თუ არა? - საიდან? - ღმერთის ,,კრიშიდან". - იქ შენთვისაც იქნება შეჩემა. მიდი და აიღე. ჩემი ,,დოლიაც" წამოიღე, თუ გინდა და ნახევარი შენი იყოს. ,,ხარაშო", მაყუთი ხო იშოვე, ახლაც არ იტყვი, რად გინდოდა? რაში გჭირდება ამხელა ფული ? თავანია, ბიჭო? - თავანი არა... ჩემი თამაში სად გინახია?.. მოსკოვში უნდა წავიდე... - მოსკოვში?.. ლენინი უნდა ნახო? - ჰო... - რა საკითხთან დაკავშირებით, ამხანაგო ,, სკუნზიკ"? - რა საკითხთან და... ეს ამდენი წესიერი ხალხი რომ შეახოცე რევოლუციას, გრიგოლ მილორავას რატომ არ ამოუკალე თავი? მაგის ჩათლახი შვილიშვილი - ლაშა, დღეს ხომ ვეღარ მოუშლიდა ხალხს ნერვებს-თქო? - ჩემზე მეტყველებთ, ამხანაგო? თან 150 მანეთი გნებავთ, არა? ერთი ეს მიბრძანეთ - ვალერიან აბაზაძეს, რომ ამოუკალეს თავი - 37-ში, რა ხეირი? იმიტომ არ დაეთრევა მისი მათხოვარი შვილიშვილი, დღეს, აღმა-დაღმა და პატიოსან მოსახლეობას 150 მანეთს სთხოვს? - სთხოვს თორემ, აძლევენ რა, ბებია მაგათისამ... - მართლა რა გინდა ბიჭო მოსკოვში? ნინო მოგენატრა, ,,სკუნზიკ"? აბა, თვალებში შემომხედე! უი! ,,სკუნზიკას" ნი-ნი-კო მო-ნა-ტრე-ბი-ააა!!! მომი-კვდ-ეეს თაა-ვიი!!! - წადი რა!!! დაბადების დღე აქვს 27-ში. - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც არ ელის? 27-ში კი მანეთიანს მოგცემ და ტელეფონით მიულოცე. -ეეე, ატრაკებ და გიხარია! ახლა მე მკითხე?.. ბიძაშენს ვერ გამოართმევ? - სტავროპოლშია. - ნიკას არ ექნება? - მაგდენი? საიდან. ერთი-ორი თუმანი, კიდე ჰო... ,,ვან გოგასაც" უნდა ჰქონდეს რაღაცა, ფრანგული ფუნჯები და საღებავები უნდა ვიყიდოო. - ჰოო? - ჰო. - წამოხვალ? - წამო. ლაშამ, ,,სკუნზიკას," ანუ გიოს, მხარზე გადახვია ხელი და ორი მეგობარი, მესამის -დათოს, ,,ვან გოგას" სახლისკენ მიმავალ აღმართს, ლაპარაკ-ლაპარაკით გაუყვა. - ბარემ ისიც მომითარგმნე, ეს 150 მანეთი რაში დაგეგმე და როგორ გაანაწილე? - გიოს ეკითხება ლაშა. - ლია დეიდამ, სტუდბილეთით ,, ტუდა-აბრატნის" 53 მანეთი უნდაო. აქედან ,,იკარუსი" აეროპორტამდე, იქ ტაქსი, ცენტრამდე, მერე უკან, ნუ ქალაშიაც - ყველაფერი ვთქვათ - 22 მანეთი. 75 გამოვიდა? - მერე? - 20 მანეთად საჩუქარს ვუყიდი. ესეც 95. რესტორანი, გაჭიმე-გახეთქე, ჰა, ერთი-ორი გოგოც რომ წამოიყვანოს, 50 მანეთი. 5 მანეთიც ჯიბეში ხომ უნდა მედოს? - ჰო. - ჰო და 150-ა, რა. პირველ რეისს გავყვები, ბოლოთი ჩამოვალ. არ მეყოფა? - კი, მარა სტუდბილეთ?... შენ საიდან? სტუდენტი როდის გახდი, ეს მითხარი? - მე არა, შენ ხომ ხარ? - მერე? - შენი სტუდბილეთით და პასპორტით წავალ. - ვა, მართლა? შენ ხომ არ გიქიქინებს? პასპორტში არ ჩაიხედავენ, შენი ჭკუით? - მერე რა, ვგავართ სურათებზე ერთმანეთს. - ვინა ბიჭო? ორბელიანის აივანივით თავი გადევს,მაგ კისერზე, მე როგორ მგავხარ? - ბებიაშენისა, შენ ხომ გაქვს კურკასავით პატარა, რა!. - მეე, ბიჭო? შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა! წვიმაში ტან-ფეხიანად მშრალი ხარ ხოლმე, პლაჟის ,,ზონტიკივით" გაქვს ეგ შტერი თავი გაფოფრილი... არა, ჩემი პასპორტით ,,აპასნია", გაგაფართხალებენ... არ გამოვა. - აბა რა ვქნა? - რა და ... შენი პასპორტით უნდა წახვიდე... ,,ზნაჩიტ" - 200 მანეთი გვაქვს საშოვნელი. აქეთ-იქით 75 მანეთი. 25-ად რამეს უყიდი. 100 მანეთი კი იქ, კისრამდე გეყოფა. 2-3 დღეც დარჩი თუ გინდა. -200 მანეთი სად ვიშოვო, მერე? - დააღე ახლა პირი! 150 ხომ გიდევს ჯიბეში?! სადაც 150-ს, იქ 200-საც ვიშოვნით. - ჰოო? ისე გაასწორებდა... ერთი-ორი დღე მართლა დავრჩებოდი ,, ტურასთან", ნაქირავებში. - ,,ვაბშე" რამე მაყუთი გაქვს? - 14 მანეთი... - 14 ? - აბა, აგიწყვია ცხოვრება... ,,ვან გოგასთანაც"" მოვედით. ,,დავაი", დარეკე ზარი, რას უყურებ? - ლაშა? ,,სკუნზიკ"? - გააღო კარი, ,,ვან გოგამ". - შემოდით, ტო. რა ჯორებივით დადექით?
დასაწყისის დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. აუ რა მაგარიააა :)))) აუ რა მაგარიააა :))))
22. ფული გაქვს? - რამდენი? - 150 მანეთი. - შენ ხო არ აწვალებ? ამდენი რად გინდა? :D:D
ვინა ბიჭო? ორბელიანის აივანივით თავი გადევს,მაგ კისერზე, მე როგორ მგავხარ? - ბებიაშენისა, შენ ხომ გაქვს კურკასავით პატარა, რა!. - მეე, ბიჭო? შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა!
ვაჰ,მე რატომ არ გკითხულობდით აქამდე ნეტავ? ფული გაქვს? - რამდენი? - 150 მანეთი. - შენ ხო არ აწვალებ? ამდენი რად გინდა? :D:D
ვინა ბიჭო? ორბელიანის აივანივით თავი გადევს,მაგ კისერზე, მე როგორ მგავხარ? - ბებიაშენისა, შენ ხომ გაქვს კურკასავით პატარა, რა!. - მეე, ბიჭო? შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა!
ვაჰ,მე რატომ არ გკითხულობდით აქამდე ნეტავ?
21. sainteresod daiwyo :) sainteresod daiwyo :)
20. ვგიჟდები თქვენს ნოველებზე, მაგრამ ცოტა მეტი დადეთ ბატონო ჰარალე რა, ძალიან გთხოვთ. დასაწყისისთვის 5 ვგიჟდები თქვენს ნოველებზე, მაგრამ ცოტა მეტი დადეთ ბატონო ჰარალე რა, ძალიან გთხოვთ. დასაწყისისთვის 5
19. ვნახოთ... ვნახოთ აბა :D :) ვნახოთ... ვნახოთ აბა :D :)
18. საინტერესო ამბები გველის წინ და სხვებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას!.. წარმატებები და მოკითხვები! საინტერესო ამბები გველის წინ და სხვებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას!.. წარმატებები და მოკითხვები!
17. საინტერესოა , აბა ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენებიი :) 555 საინტერესოა , აბა ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენებიი :) 555
16. :)) კარგი იყო :)) კარგი იყო
15. - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც არ ელის? 27-ში კი მანეთიანს მოგცემ და ტელეფონით მიულოცე. =)) შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა! წვიმაში ტან-ფეხიანად მშრალი ხარ ხოლმე, პლაჟის ,,ზონტიკივით" გაქვს ეგ შტერი თავი გაფოფრილი... =))
უუფ გაიხარე კახა შეენ!!! :)) :-* - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც არ ელის? 27-ში კი მანეთიანს მოგცემ და ტელეფონით მიულოცე. =)) შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა! წვიმაში ტან-ფეხიანად მშრალი ხარ ხოლმე, პლაჟის ,,ზონტიკივით" გაქვს ეგ შტერი თავი გაფოფრილი... =))
უუფ გაიხარე კახა შეენ!!! :)) :-*
14. რაღაც კაი ამბავი იწყება და დარწმუნებული არ რომ ასევე საინტერესოდაც განვითარდება - ლამაზ ისტორიებს წერთ, იუმორით გაჯერებულს! 55555 რაღაც კაი ამბავი იწყება და დარწმუნებული არ რომ ასევე საინტერესოდაც განვითარდება - ლამაზ ისტორიებს წერთ, იუმორით გაჯერებულს! 55555
13. ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ,,დასაწყისის დასასრული'' რა არის, ვერ გავიგე...... ;) დასაწყისი საინტერესოა.... ;) ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ,,დასაწყისის დასასრული`` რა არის, ვერ გავიგე...... ;) დასაწყისი საინტერესოა.... ;)
12. რა დრო იყო, ეხლა 2000 დოლარი არ გეყოფათ, რაც ჩამოთვალეთ, იმაში +2!!! რა დრო იყო, ეხლა 2000 დოლარი არ გეყოფათ, რაც ჩამოთვალეთ, იმაში +2!!!
11. კურკასავით თავი მოეწონა :P
ეს გარედან წავიკითხე დღეს ,ეხლა მოვაღწიე ხო და ვაფას-ვაკომენტარებ :)) კურკასავით თავი მოეწონა :P
ეს გარედან წავიკითხე დღეს ,ეხლა მოვაღწიე ხო და ვაფას-ვაკომენტარებ :))
10. - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება.
მშვენიერი რჩევაა..იაფი...5555555555 მიყვარს შენი იუმორი...მაგრად წერ...ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ კიდევ... - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება.
მშვენიერი რჩევაა..იაფი...5555555555 მიყვარს შენი იუმორი...მაგრად წერ...ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ კიდევ...
9. p e r f e c t !!! გაიხარე! +2! p e r f e c t !!! გაიხარე! +2!
8. სკუნზიკ 2-დაგიწერ მეტის ღირსი არ ხარ და დანარჩენს მერე მოგახსენებ , :) ვჩქარობ . მოსკოვში მივფრინავ და 150 ლარს ვეძებ:) მასესხებ? :) სკუნზიკ 2-დაგიწერ მეტის ღირსი არ ხარ და დანარჩენს მერე მოგახსენებ , :) ვჩქარობ . მოსკოვში მივფრინავ და 150 ლარს ვეძებ:) მასესხებ? :)
7. - ბებიაშენისა! მამა არა, ბიჭო ის... მამას, მამაჩემს არ ვეძახი. - ჰოდა, მეც მანდა ვარ, ვინმეს - ,,მამა" ხომ უნდა უთხრა? :D ;D :D - ბებიაშენისა! მამა არა, ბიჭო ის... მამას, მამაჩემს არ ვეძახი. - ჰოდა, მეც მანდა ვარ, ვინმეს - ,,მამა" ხომ უნდა უთხრა? :D ;D :D
6. პირველ რეისს გავყვები, ბოლოთი ჩამოვალ.
:D :D :D :D აუ გაგრძელება აღარ იქნებააააააააააა
მალეეეეეეეეეეეეე :D :D :D :D პირველ რეისს გავყვები, ბოლოთი ჩამოვალ.
:D :D :D :D აუ გაგრძელება აღარ იქნებააააააააააა
მალეეეეეეეეეეეეე :D :D :D :D
5. დემეტრიუსს დასტური და მოკითხვა ავტორს :) :) :) დემეტრიუსს დასტური და მოკითხვა ავტორს :) :) :)
4. აუ,ახლა რამე თუ მომიყვანდა გუნებაზე არ მეგონა... ცხარე ტყემალივით გამომაფხიზლა დასიხხულდაგრიპულდავირუსებული... აუ,ახლა რამე თუ მომიყვანდა გუნებაზე არ მეგონა... ცხარე ტყემალივით გამომაფხიზლა დასიხხულდაგრიპულდავირუსებული...
3. კაი იუმორია :) ვნახოთ გაგრძელებაც 5 კაი იუმორია :) ვნახოთ გაგრძელებაც 5
2. - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც არ ელის? 27-ში კი მანეთიანს მოგცემ და ტელეფონით მიულოცე.
- ,,ზდაროვა" ვასია! - ვასია, მამაშენია! გაგიმარჯოს...
კიდე ამაზე გამეღიმა... ეტყობა იცოდნენ ეს გამოთქმა - ვასია ნე იმია,ა დიაგნოზ-ო....
გამიხარდა მეც ახლა ამის წაკითხვა... :) - მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც არ ელის? 27-ში კი მანეთიანს მოგცემ და ტელეფონით მიულოცე.
- ,,ზდაროვა" ვასია! - ვასია, მამაშენია! გაგიმარჯოს...
კიდე ამაზე გამეღიმა... ეტყობა იცოდნენ ეს გამოთქმა - ვასია ნე იმია,ა დიაგნოზ-ო....
გამიხარდა მეც ახლა ამის წაკითხვა... :)
1. გამეხარდიიიი! გამეხარდიიიი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|