ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ალფაიძე
ჟანრი: იუმორისტული
10 ნოემბერი, 2009


სტუმრად უცნობ ჯემალასთან

ერთხელ დილას მირეკავს უცხო პირი და მეუბნება : - როგორ ხარ ჩემო ძმაო?! ხო ხარ ლომივით?
- რომელი ხარ?
- ჯემალა ვარ ვერ მიცანი?
- აააა ჰჰჰ  გიცანი როგორ არა! სახეზე დამეტყო რომ ვერ ვიაცნი.
- ისა, როგ როგორ ხარ? ვუთხარი მე.
- ვარ რა!  ხო, რისთვის დაგირკე ვერ მესტუმრები ხვალ კაი სუფრა მექნება თან ღიპო იქნება სამხარა იქნება და სხვები რა!
- ღიპო რომელია??
- ის არ გახსოვს გიას ბიჭის ქორწილში პატარძალის ფეხსაცმელით ღვინო რომ დალია?
- უი, გამახსენდა! ვიტყუები მე.
- მოკლედ ხვალ ჩემთან მოდი რა!
- აააა არა მე მე ავად ვარ!
- ეეეეეეჰ არა და რა სუფრა გვექნებოდა ხინკალი,ქბაბი,გოჭი,მწვადები!
- თუმცა  მოვაალ ოღონდ დამხვდი! მომშივდა სასტიკად ლამის ნერწყვში დავიხრვჩი.
- აბა რას ვიზამ შენ იცი გზაზე შეგხვდები პლეხანოვზე.
აი ამ მომენტში ისე შემეშინდა ცივმა ოფლმა დამასხა და ავკანკალდი. რა უნდა მექნა ვკითხე ჩემ თავს.
მეორე დღეს ისევ მირეკავს და მეუბნება: - სადა ხარ ბიჭო გამოდი!
- მოვდივარ! ვიყვირე მე და თავი დავით აღმაშენებელი მეგონა თითქოს მტერთან ომში  მივდიოდი.
მივედი და კაი სუფრა დავინახე რაც მომიყვა იმაზე მეტი. ამ დროს ჯემალა მოვიდა და მაცნობს უცნობ ხალხს: ეს გიოა კაკაბაძე სტადიონზე მსაჯი რო ცემა არ გახსოვს?
- ააარ ა როგორ არა!
კიდევ ბევრი ხალხი გამაცნო ესეთი ერთზე მითხრა საერთოდ ეს კარლოა ანჩელოტიო.მოკლედ გადამრიეს.ბოლოში მითხრეს აბა შენთან ვარ ალავერდს ჩემო ზეზვაო!
- მე მე ზეზვა არ მქვია!
- რა? შენ ზეზვა არ ხარ ჭილაშვილი?
- რა ზეზვა?
- რას გვატყუებდი ბიჭო! ესაა ზეზვაა?? უთხრეს კაკაბაძემ და ბერძნიშვილმა
- უკაცრავად ბატონო შემეშალა.
ასეთი იყო ჩემი სტუმრობა ბატონ ჯემალასთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები