სულში კივიან... გაუსაძლისად კივიან თმაგაწეწილი დემონები. ცისფერ ფერზე უკან იხევენ, მერე კი უტევენ თავიდან. უჭირს გამკლავება მოხუცს, მუშტებს თავით დაყრდნობია... ბუხრიდან მთელი ხმით ღრიალებენ დემონები, გარშემო სწრაფად დაფრინავენ... ვენებს უხეთქავენ ხის გამშრალ იატაკს და ხარხარებენ... ფიქრებს ანაკუწებენ ბასრი თვალებით... გარეთ კი ყინავს, მთელი ძალით თოვს. ერთ დროს ბუხრისთვის განდობილი ოცნებები დნება და იფერფლება. ძალას გრძნობს მოხუცი, გულის კუნჭულში მისგან დატოვებულ ძალას კონავს, დინჯად წმენდს სისხლისგან ჩამოთხვრილ ოცნების კედლებს... ტრიალებს ყველაფერი... მორევში ეფლობიან დემონები... ქრებიან ნელ-ნელა...