ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პიერო
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2009


ახალი წლის სიზმარი

ამ ახალი წლის საღამო მშვიდი,
ბინა ნათელი და ცარიელი.
მე ვხედავ სიზმარს, რომ კოლომბინას
საწოლთან უზის თვით სალიერი.
ვიცი გამტანჯავს მთელი სიგიჟით
მაღალი კუთხე ნაობობარი.
და გამაფითრებს შენი სიმშვიდე
გადაბერებულ მე სალახანას.
მოვა კანკალით ჩემთან ფაუსტი,
თებერვალივით ლურჯი ტუჩებით,
ველი კარებზე დამიკაკუნებ,
რომ ჩამომიხსნა სიჩუმე მკვდარი.
მაგრამ ნებივრობ ბუდუარებში
ღვინოს გასხამენ გალეშილ მკერდზე,
ახ, კოლომბინა მე შენს თვალებში
არლეკინების ვხედავ კარუსელს.
არ გათავდება ჩემი სიზმარი,
ვით ბეატრიჩეს თეთრი საყურე,
თუ მე,-ოცნება ეს ნაბოზვარი
ღამის კიდეზე არ გადავკუზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები