 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 4 ივნისი, 2008 |
* * * უკვე მერამდენე წელია, ჩემს ქუჩაზე ხმა ისმის ნაბიჯების – მტოვებენ მეგობრები. წყვდიადში ფანჯრებს მიღმა ნელი სვლით მშორდებიან, აჩრდილად ილანდება სარკმელში მოგონება.
დარჩათ ბევრი საქმე, ახლა მათ სახლებში არ ისმის მუსიკის ხმა, არ ისმის სიმღერები, მხოლოდ, ძველებურად, დეგას გოგონები ცისფერი ბუმბულებით მორთულ ყელს იღერებენ.
რაღა გაეწყობა, ნუღარ შეგაშფოთებთ ასე უმწეოებს შიში ღამეული. ჩემო მეგობრებო, უფრო გებინდებათ მზერა, ღალატით და შიშით არეული.
როგორი სასტიკი და მკაცრი ხარ, მარტოობავ! ცივად გაილევებს ლითონის ფარგალი და წრეს კრავ, ყველაფერი ახლა ამაოა, შენთან მუდარა და თხოვნა არ გავიდა.
მაშ, შენს ნებიერას, შენგან მოალერსეს, ჯილდო მარგუნე და რამით მანუგეშე! დარდებს გავიქარვებ, მკერდს რომ მოგეყრდნობი, მერე რა, რომ სუსხი მხვდება შენს უბეში.
ნება მომეცი, რომ უხმოდ, ფეხაკრეფით შენს ტყეში ვიარო და ხმელი ფოთლები ნელა მოვაგროვო, სახე ჩავმალო და როგორც ნეტარება, შევიგრძნო ობლობა.
მიბოძე მდუმარება შენი წიგნთსაცავის, შენი კონცერტების მკაცრი მოტივები და მე დავივიწყებ ყველას, ვინც კი მოკვდა, მათაც, ვინც დღემდეა მათზე მოტირლები.
შევიცნობ სიბრძნესა და სევდა-მწუხარებას, საგნები გამანდობენ აზრებს, რაც მათშია, ბუნება, დამეყრდნობა მხრებზე, ხელებს მომხვევს და გამიზიარებს საკუთარ ხვაშიადს.
და მაშინ – ცრემლებიდან, წარსულის წყვდიადიდან, რაღაც უეცარი ელდა მოვარდება. ჩემი მეგობრების ნაკვთები მშვენიერი ჩნდება და კვლავ ზავდება, როგორც მოლანდება.
* * * По улице моей который год звучат шаги - мои друзья уходят. Друзей моих медлительный уход той темноте за окнами угоден.
Запущены моих друзей дела, нет в их домах ни музыки, ни пенья, и лишь, как прежде, девочки Дега голубенькие оправляют перья.
Ну что ж, ну что ж, да не разбудит страх вас, беззащитных, среди этой ночи. К предательству таинственная страсть, друзья мои, туманит ваши очи.
О одиночество, как твой характер крут! Посверкивая циркулем железным, как холодно ты замыкаешь круг, не внемля увереньям бесполезным.
Так призови меня и награди! Твой баловень, обласканный тобою, утешусь, прислонясь к твоей груди, умоюсь твоей стужей голубою.
Дай стать на цыпочки в твоем лесу, на том конце замедленного жеста найти листву, и поднести к лицу, и ощутить сиротство, как блаженство.
Даруй мне тишь твоих библиотек, твоих концертов строгие мотивы, и - мудрая - я позабуду тех, кто умерли или доселе живы.
И я познаю мудрость и печаль, свой тайный смысл доверят мне предметы. Природа, прислонясь к моим плечам, объявит свои детские секреты.
И вот тогда - из слез, из темноты, из бедного невежества былого друзей моих прекрасные черты появятся и растворятся снова.
1959
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. აი ეს ლექსი ძალიან ძალიან ძალიან მიყვაააააარს :) +100 აი ეს ლექსი ძალიან ძალიან ძალიან მიყვაააააარს :) +100
10. ამჯერად ვერა. ამჯერად ვერა.
9. ვასო, კარგი ბიჭი ხარ, შენი ლექსებიანად! 5 ვასო, კარგი ბიჭი ხარ, შენი ლექსებიანად! 5
7. კი ვასო საჭიროა თარგმნა მომწონს თარგმანი :) კი ვასო საჭიროა თარგმნა მომწონს თარგმანი :)
6. უზუსტესი მაგრამ ხუთი ანიმ დაწერა უკვე, ვინ მოასწრებს ამ გვერძე შემოსვლას:) კარგია უზუსტესი მაგრამ ხუთი ანიმ დაწერა უკვე, ვინ მოასწრებს ამ გვერძე შემოსვლას:) კარგია
5. თარგმანი ნამდვილად საჭიროა, კარგია! თარგმანი ნამდვილად საჭიროა, კარგია!
4. :) შემოგევლე:) :) შემოგევლე:)
3. შენ პოეტი ხარ შენი ყველა საქმის! შენ პოეტი ხარ შენი ყველა საქმის!
2. გმადლობ, გიო! ანიიი... რა თქმა უნდა, ორიგინალი ჯობია, მაგრამ თარგმნაც ასჭიროა :) გმადლობ, გიო! ანიიი... რა თქმა უნდა, ორიგინალი ჯობია, მაგრამ თარგმნაც ასჭიროა :)
1. ვერ ვიტან თარგმანებს არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ რამოდენიმე ენაზე ვკითხულობ და აღარ მგონია საჭირო თარგმნა:)) ვასოოოო შემოგევლე შენ:) აჰა 5 რაც არის არის ვერ ვიტან თარგმანებს არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ რამოდენიმე ენაზე ვკითხულობ და აღარ მგონია საჭირო თარგმნა:)) ვასოოოო შემოგევლე შენ:) აჰა 5 რაც არის არის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|