როგორც მოგახსენეთ, იმ საღამოს შონთან მივედი და ალბათ გადავრიე – მხოლოდ მარიაზე ვყვებოდი, ბევრი დავლიე, თან სასმელებიც ავურიე, გავიძახოდი, რომ მარიას ეს "კამპარი" (შონის ნაყიდი კამპარი!) უნდა გავასინჯო-მეთქი, შემდეგ აღარ მახსოვს, მერე ალბათ დამეძინა, მერე გამეღვიძა და შონიც გავაღვიძე და კვლავ დავლიეთ (ეს მახსოვს: შონი ტრუსისამარა იდგა მაცივართან და სიგარას ეწეოდა - დილის 3 საათზე!), რადგან შონი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. დილას სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა – შონი წასულიყო თავის საზიზღარ სამსახურში, რომელსაც უკვე ცხრა წელია აგინებდა, და წერილიც დაეტოვებინა:
“ჯიგარი ხარ დენ, გულზე მომეშვა. არ ინერვიულო. აქამდე მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ალკოჰოლიკი და გიჟი და შენი სულ მერიდებოდა. ახლა არა მიშავს და ძალიან მიხარია, რომ შენთან ვმეგობრობ და არა ჰარი დენზიგერთან (მისი სკოლელი იყო, და მერე ჰარვარდის პროფესორი გახდა). არ დაგავიწყდეს საპირფარეშოს მორეცხვა, ერთხელ დაგეხმარე, როცა ღამით აღებინე, მერე შენით ამდგარხარ და მარტოს გიღებინებია. ასე რომ მორეცხე და ცოტა ხანი სტუმრად აღარ მოხვიდე. დღეს, ჩემთან ბიბი მომყავს და შენ რომ მოგისმინოს - მიმატოვებს. შონი”.
გამეხარდა. დავწყნარდი. რა არის მაინც მამაკაცური სოლიდარობა და ტაქტი, ააა? შონი მაგარია, თან წუწუნის გარეშე განიხილა გუშინდელი ჩემი შემოჭრა, გააანალიზა და მიხვდა, რომ გუშინდელი ამბავი მისთვის სასიკეთო იყო: ვიღაცა მასზე უფრო სულელი და ლოთია, თანაც აღებინებს თექვსმეტი წლის ბიჭივით. სწორი იყო შონთან რომ მოვედი, სხვასთან ასეთი ვიზიტი მძიმე შედეგებით დამთავრდებოდა (წარმოვიდგინე, ჰარი დენზიგერის ჯაკუზიში რომ მეღებინებინა და გამაჟრიალა).
უცბად თავში გამკრა - და მარია? სად გაქრა ჩემი გუშინდელი ფერია? ჩემი სლავურ-სემიტური ჯოკონდა? სად არის ენერგია, რომელმაც გუშინ არა მარტო მარიასი, არამედ შონის გულიც კი დაიპყრო, თავისებურად. ნაბახუსევზე მარიას ადგილი ჩემს ფსიქიკაში და ფიზიოლოგიაში არ მოიძებნებოდა, ჯერ-ჯერობით... რომანტიკა კარგია, მაგრამ მამაკაცურ მძიმე თამაშებს თავისი წესები აქვს: ასპირინი ვიპოვე, დავლიე, საჭმელსაც მივაგენი შონის კოპწია ბინაში, ყავაც ვხუხე და მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის დენ! მარია და მისი ლამაზი ზმანება ბრუნდებოდა დენიელ პატრიკ კონოლის გონებასა და ნაგვემ სხეულში. გარეთ ლამაზი, ცხრათვალა, ნიუ-იორკული დილა იდგა, მზე კვლავ აღმოსავლეთიდან ამოდიოდა, ქალაქი გუგუნებდა და ტონს აძლევდა მსოფლიო კაპიტალიზმს. ნახევარი საათის შემდეგ, შონის ელექტროსაპარსით გაპარსული, შონის თეთრ პერანგში გამოპრანჭული და შონისვე ოდეკოლონმოპკურებული, მეტროთი მანჰეტენისკენ გავეშურე, სადაც 14-ე ქუჩაზე, იუნიონ-სკვერთან ახლოს, ჩემს პატარა ოფისში, მელოდა ჩემივე ასისტენტი ჯული, და სადღაც ოციოდ წერილამდე, მომწოდებლებისა და კონტრაქტორებისგან. მოკლედ, მაქსიმუმ ორი, ჰა სამი(!) საათის საქმე მქონდა... კარგია, როცა დიდ ქალაქში პატარა ბიზნესი გაქვს და შენი თავის პრეზიდენტიც შენ ხარ. "მარია-მარია-მარია" - ჩამესმოდა რიტმულად მეტროს ლიანდაგების ხმა. ძალიან კარგი დღე იყო. ოთხშაბათამდე მხოლოდ ორი დღე-ღამე მქონდა გადასაგორებელი. "მარია-მარია-მარია" - ჩამესმოდა ნანასავით ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ-ოთორითის" კუთვნილი ვაგონის სიმღერა.
(II ნაწილის დასასრული. III ნაწილში იხილეთ კონეკტიკუტში მოგზაურობის წინ !)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მიხარია კარგი პროზაიკოსის შემომატება საიტზე! გაიხარე! 5 მიხარია კარგი პროზაიკოსის შემომატება საიტზე! გაიხარე! 5
10. საინტერესოოო, - თქვა ილტოსპირელმა! და - 5555555-ებიოოოო საინტერესოოო, - თქვა ილტოსპირელმა! და - 5555555-ებიოოოო
9. დიდი მადლობა ჰარი და დანარჩენო ქართველებოოო! არ მეგონა ამერიკული ამბავი ასე თუ დაგაინტერესებდათ. სტიმულს მაძლევთ, რისთვისაც გწირავთ მადლობას! დიდი მადლობა ჰარი და დანარჩენო ქართველებოოო! არ მეგონა ამერიკული ამბავი ასე თუ დაგაინტერესებდათ. სტიმულს მაძლევთ, რისთვისაც გწირავთ მადლობას!
8. პირველნაწილის კომენტარისას ნათქვამს გავიმეორებ, როცა საქმე "ბოჟიდართან" გაქვს ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს უნდა ელოდე, მაგარ ბელოპავლიჩ!!!!!!!!!!!!!!!!!!!პრაფესიონალ!!!!!!!!!!!!!! პირველნაწილის კომენტარისას ნათქვამს გავიმეორებ, როცა საქმე "ბოჟიდართან" გაქვს ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს უნდა ელოდე, მაგარ ბელოპავლიჩ!!!!!!!!!!!!!!!!!!!პრაფესიონალ!!!!!!!!!!!!!!
7. დღეს, ჩემთან ბიბი მომყავს და შენ რომ მოგისმინოს - მიმატოვებს. შონი”.
რომანტიკა კარგია, მაგრამ მამაკაცურ მძიმე თამაშებს თავისი წესები აქვს...
მომეწონა ისევ. მალ პო მალ, მაგრამ კ ხაროშემუ-ც რომ ბისტრო პრივიკაიუტ... ვეთანხმები ბატონ ჰა-რა-ლეს, ცოტაა ნამეტანი... დღეს, ჩემთან ბიბი მომყავს და შენ რომ მოგისმინოს - მიმატოვებს. შონი”.
რომანტიკა კარგია, მაგრამ მამაკაცურ მძიმე თამაშებს თავისი წესები აქვს...
მომეწონა ისევ. მალ პო მალ, მაგრამ კ ხაროშემუ-ც რომ ბისტრო პრივიკაიუტ... ვეთანხმები ბატონ ჰა-რა-ლეს, ცოტაა ნამეტანი...
6. კარგად იკიტხება. მადლობა 5 კარგად იკიტხება. მადლობა 5
5. დიდი მადლობა ჰარალევ! მალ პო მალ... დიდი მადლობა ჰარალევ! მალ პო მალ...
4. დიდი მადლობა ჰარალევ! მალ პო მალ... დიდი მადლობა ჰარალევ! მალ პო მალ...
3. მშვენიერია ბოჟიდარ, მაგრამ ცოტაა ნამეტანი. მშვენიერია ბოჟიდარ, მაგრამ ცოტაა ნამეტანი.
2. ,,ჯიგარი ხარ დენ, გულზე მომეშვა. არ ინერვიულო. აქამდე მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ალკოჰოლოკი და გიჟი და შენი სულ მერიდებოდა. ახლა არა მიშავს და ძალიან მიხარია, რომ შენთან ვმეგობრობ და არა ჰარი დენზიგერთან (მისი სკოლელი იყო, და მერე ჰარვარდის პროფესორი გახდა)"
ძალიან კარგად წერს ბელოპავლიჩი :) სიამოვნებით ვიმოგზაურებ კონეკტიკუტში(ც). ,,ჯიგარი ხარ დენ, გულზე მომეშვა. არ ინერვიულო. აქამდე მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ალკოჰოლოკი და გიჟი და შენი სულ მერიდებოდა. ახლა არა მიშავს და ძალიან მიხარია, რომ შენთან ვმეგობრობ და არა ჰარი დენზიგერთან (მისი სკოლელი იყო, და მერე ჰარვარდის პროფესორი გახდა)"
ძალიან კარგად წერს ბელოპავლიჩი :) სიამოვნებით ვიმოგზაურებ კონეკტიკუტში(ც).
1. ვნახოთ,ვნახოთ...კარგად იკითხება! ვნახოთ,ვნახოთ...კარგად იკითხება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|