ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2008


შემომეოცნებე

შემომეოცნებე,
ქართველების
ამ უშესატყვისო გამართლებით.
გაუაზრებელი აზრებით
და გადაუდებელი კამათებით,
გაუმეტებელი ღიმილებით,
თავდაჭერილობით,
სიამაყით
ნიღაბჩაცმული და
გაბუტული,
ხანდახან ცრემლებსაც
გიმალავდი.
მაინც
ჩამისახლდი გონებაში,
გულში მოიკიდე ფესვები და
მივხვდი
ჩემში როგორ გაიზარდე,
და რომ სხვა თვალები
ვერ შეცვლიდა
შენებს,
მხიარულს და სევდიანებს,
ალბათ, გავდიდგულდი
ნამეტნავად,
შეორგულებულად დაგესახე,
შემოვშორიშორდით თავისთავად.
იქნებ,
გაგიცივდი უნებურად, მაგრამ,
ძლიერ მინდა
რომ გახსოვდეს,
შემოგეცალე და დაგეშორე,
შემომეღალატე_
არასოდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები