ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2009


ჩურჩულისმსგავსი

შეჭირხლულ ზამთარს გული გავუთბოთ
და უხმაუროდ გავა ლოდინი,
ბავშვის ჩურჩულის მსგავსი საუბრით
ღამეს ზღაპრები ვაამბობინოთ.

მერე, თბილისსაც ვაქციოთ ზურგი,
განვმარტოვდეთ და მოვინახულოთ
სითეთრე მთების- გრაციოზული,
სოფელთან ცაც ხომ უფრო ახლოა...

დილა ყინულის უფერულ სიმებს
მოეფერება, წვეთ-წვეთ ჩამოღვრის,
გაუცისკროვნებს შუბლს კავკასიონს,
სივრცეს დაატყობს მის ქართულ პროფილს.

ჩვენ კი, უბრალოდ, გავთბეთ მზერებით-
დაფიფქულით, და ცეცხლმიმქრალ კერას
შევაგრძნობინოთ ბედნიერება,
რომლისაც ერთმანეთისთვის გვჯერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები