 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2008 |
ცივა, სხეული გამომეფიტა, მალე ყინულად გარდავიქმნები, ისე დავეცი ლურჯ თვალებიდან მცვივა და მცვივა თეთრი ფიფქები.
მეგონა უცებ გაიდარებდა, მაგრამ, როდესაც მთვარე იღვიძებს, შიშისგან ვკვნესი ყველა კარებთან, რომ არ მომტეხოს ფრთები სიცივემ.
მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აუ როგორი ჩემია შენ ხო არ იცი... 5 აუ როგორი ჩემია შენ ხო არ იცი... 5
15. ასეთი ლექსების კითხვა არის სიამოვნება. რომელსაც გავაგრძელებთ ხვალ. თქვენ კი კეთილი სურვილები ჩვენგან. ასეთი ლექსების კითხვა არის სიამოვნება. რომელსაც გავაგრძელებთ ხვალ. თქვენ კი კეთილი სურვილები ჩვენგან.
14. ძალიან მომეწონა. და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს... რა ნაზია:) ძალიან მომეწონა. და, როცა ჟამი შხამიან ეკლებს, ისე მომაყრის, როგორც კამათლებს, მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს... რა ნაზია:)
13. გადასარევია.ძარღვიანი, ნადირული.5 გადასარევია.ძარღვიანი, ნადირული.5
12. ისე ბერეთელმა რა დაწერა ნეტა ეგეთი მოდერატორს რომ წაუშლია? :D ისე ბერეთელმა რა დაწერა ნეტა ეგეთი მოდერატორს რომ წაუშლია? :D
11. მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
5 მარტო დამტოვეს შეშლილ ქარებთან, და ვერ ვუპოვე ტკივილს სათავე, ახლა ბავშვებიც შეუბრალებლად უამრავ მარხილს გამომაბამენ.
5
10. ადამიანო რომ გამოვკეთო აუცილებელია? :D მომეწონა ნადირო :) ადამიანო რომ გამოვკეთო აუცილებელია? :D მომეწონა ნადირო :)
9. როგორ ხარ ადამიანო? :) როგორ ხარ ადამიანო? :)
8. როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
მშვენიერია ადამიანო!:)
5 როცა გრიგალიც საქმეს მოილევს, და ჩამომამტვრევს მტევანს მარჯვენას; თითებს დავკიდებ,როგორც ლოლოებს, ბოლო იმედის გადასარჩენად.
მშვენიერია ადამიანო!:)
5
7. ერთი პატარა მზეი უნდა მაგ ამბავს ისე გაგალღობს ალბათ წყალი წაიღებს იქაურ ნაღველს ერთი პატარა მზეი უნდა მაგ ამბავს ისე გაგალღობს ალბათ წყალი წაიღებს იქაურ ნაღველს
6. დარიანობას გისურვებ ნადარო, ლექსი რათქმაუნდა მომეწონა დარიანობას გისურვებ ნადარო, ლექსი რათქმაუნდა მომეწონა
5. ჩემი ბარტყუნია! :) ჩემი ბარტყუნია! :)
4. ისე რა :) წინები სჯობდა :) ისე რა :) წინები სჯობდა :)
3. ამ წუთას ბათუმში ხომ არ ხარ შემთხვევით? :) ამ წუთას ბათუმში ხომ არ ხარ შემთხვევით? :)
2. მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს...
ნადირო... არაჩვეულებრივი ლექსია! 5 მოვა ბეღურა და შიშველ მკერდზე თავის პატარა ნისკარტს დამადებს...
ნადირო... არაჩვეულებრივი ლექსია! 5
1. ლამაზი ლექსია, განწყობიანი... მომეწონა, ოღონდ _ ''ლოლოებს''. ლამაზი ლექსია, განწყობიანი... მომეწონა, ოღონდ _ ``ლოლოებს``.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|