ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


პოეტოფობია

ალბათ ასე იყო საჭირო და
უკუღმა დატრიალდა ბედის ირონია.
ძველი ლექსებისგან დამრჩა მოგონება
და თან დამემართა პოეტოფობია.

უკვე შევეჩვიე დროს და უშენობას,
შენ კი უჩემობა დაგრჩა მოსაგონრად.
წლები რომ გაივლის მერე გამიხსენებ
ინანებ, მაგრამ დროს ვერ დააბრუნებ.

თუმც კი ლექსებიდან ბევრი გადავყარე,
ბევრიც გავასხვისე შენთვის ნაჩუქარი...
ახლაკი შენგან და შენი ლექსებისგან
უაზროდ დამჩემდა პოეტოფობია.

ძლიერ მეშინია ლექსის დაწერის და
ისევ უშენობის შიში მახვევია
ნეტავ შენ სადახარ, რას გრძნობ უჩემობით,
მე კი უშენობით პოეტოფობიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს