ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2009


მე, შენი თვალებით...

მე შენი თვალებით ვსუნთქავ სურათიდან,
ერთ ლექსში ჩაატევს ვარსკვლავს ასიათასს
მშობლიური ენის სიტყვა სულნათელი...
ბოლო დროს ბავშვობა მექცა ხასიათად.

პოეზიისფერი მოსავს შეღამებას,
როცა მზერით ვზომავთ ირგვლივ სივრცის სისქეს,
ბუნებრივია, რომ ასე, შენთან ერთად,
ქუჩა ერთგულების უხვევს ბილიკისკენ,

სადაც ცისთვალება ფიფქებს ვეგებებით,
ხომ გეუბნებოდი - მოთოვს უსათუოდ...
კოცნას მომპარავ და მყისვე გეღიმება,
ალბათ, გადმოგედო ბავშვის ხასიათი.

ახლა რამის თქმასაც, ვხვდები, აზრი არ აქვს,
ტოტებს ხეივანში ქარი ათამაშებს,
ჩვენ ხომ სიყვარულმა ღმერთთან გვაზიარა,
ჰოდა, რა აზრი აქვს ფრაზებს სხვა დანარჩენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები