ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2008


გძულს

ირგვლივ
ჭრიჭინების ხმაურია,
შენ კი,
მდუმარებას შეუპყრიხარ,
პულსმა
ჩვეულად თუ აურია,
ისევ მოლოდინებს შეურითმავ.
წამებს
_ჯარისკაცებს_
ჩაუვლიათ
მწყობრი ნაბიჯებით,
დამფრთხალ ძილთან.
ქარებს
მოტანილი წაუღიათ,
ჭლექი გასჩენია მართალ სიტყვას.
სარკმელს ნუ მიხურავ,
სათქმელს განდობ...
რაღაც,
უცნაური ღიმილი გაქვს,
ტუჩის კუთხეებთან,
ისე გატყობ,
ბზარი გაგიჩინა ირონიამ.
დასცინი შენივე ხილულ ვნებებს,
უკვე აღარც სხვებში ეძებ შვებას,
გძულს,
რადგან დრო მოვა,
გიმუხთლებენ,
ის წლები,
ახლა რომ გემატება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები