ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2009


გიოს(ათას)

ნუ ტირი,ჩვენ შენთანა ვართ მეგობარო,
გულს გიმაგრებთ და განვიცდით,როგორც სხვები..
მსურს მომხდარი წარსულს სიზმრად მივაბარო,
მაგრამ მიჭირს,რეალობას ვერ ვეშვები..

მომავალზე ფიქრი ნათელ იმედს შობდა;
გვჯეროდა,რომ მიაღწევდი მიზანს მალე..
ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა,როგორ სჯობდა
ახლა გხედავთ და ცრემლებით გვივსებ თვალებს...

ბედისწერამ ჩაგიქროლა უმალ თვალწინ
ოცნებებად დაგიტოვა ფიქრთა წყება..
ჯერ არ ვიცით,რა იქნება, ძმაო,აწი!
და გვწამს,უფალს რომ არავინ ავიწყდება..

ცხოვრება ხომ არ მთავრდება ამით მხოლოდ
ნუ დავკარგავთ მაცოცხლებელ იმედს ახლა
და ვიხილავთ სიხარულით,ამ გზის ბოლო
ნათელია,ნელა-ნელა მიდის მაღლა...

ნუ ტირი,ჩვენ შენთანა ვართ მეგობარო,
გულს გიმაგრებთ და განვიცდით,როგორც სხვები..
მსურს მომხდარი წარსულს სიზმრად მივაბარო,
მაგრამ მიჭირს,რეალობას ვერ ვეშვები..


                                                      182-ე სკოლის სახელით გიგასაგან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები