 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 21 დეკემბერი, 2009 |
იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, რომ ხანდახან მგონია ყირამალა აღარც კი დავიარები, მერე გული მწყდება, იმიტომ რომ ყირამალა ჩემს თავზე უფრო მეტად მიყვარს და გაბრაზებული ვიწყებ წერას... ან უფრო ნაწყენი, რას გაიგებ ყირამალასას...
* * * როგორ მინდა ეხლა ჩემთან ერთად იჯდე და ისე გიყვებოდე რა ხდება ჩემს სამყაროში, მაგრამ იმდენად შორს ხარ რომ... არადა მაინც გადავწყვიტე წერილად გიამბო... მაშინ როცა შენ ჩემს მიერ წარმოსახულ აბუდაბიას ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობ და უცნაურ თავდაყირა ამბებს აგროვებ ჩემთვის, ჩემს ფანჯრებთან ყოველ დღე მოდიან ბეღურები და მათთვის საგანგებოდ დატოვებულ, დაჩამიჩებულ ყურძენს კენკავენ. ჰმ... გაგიკვირდა? არც მთლად სენტიმენტალური ვარ როგორც გგონია, უბრალოდ ამ ბოლო დროს, დღეს იშვიათად ვაღამებ ე.წ. “ჟალუზებით” ვიდრე... ან საერთოდაც რა შუაშია ჟალუზები? შენ ხომ კარგად იცი რომ ყველაფერი განწყობის ამბავია. სხვა დანარჩენი კი სისულელე...
* * * -ეს ბავშვი თქვენი შვილია? -დიახ ქალბატონო ქალს თვალები გაუფართოვდა და მგონი გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდა, ალბათ იფიქრა სად მოასწრო ამ პატარა გოგომ ამხელა შვილიო. მე სახის ნაკვთები არც კი შემცვლია მანამ სანამ აფთიაქიდან არ გამოვედით. ჩემი ქსანტიპაჩკა სასაცილოდ აფხუკუნდა და მეც თავი ვეღარ შევიკავე. -დედიკოოო -ხო დე, ოღონდ ბიჭების საზოგადოებაში მაინცდამაინც დედიკოთი ნუ მომმართავმეთქი, გავაფრთხილე. ჰო... ვითომ ეს რა შუაში იყო , მაგრამ ესეც მინდოდა მომეყოლა. მშვენივრად მოვირგე დედის როლი. მე ხომ პატარა სახლის დიდი დიასახლისი ვარ. ეს მაშინ მითხარი, როცა პირველად დავიწყე საჭმლის კეთება და ცოტა ხანში (ჩემი გულ მავიწყობის და გამო) სამზარეულო კვამლმა წალეკა. მაშინ დამცინე... ახლა აღარ გეცინება ჩემს კულინარიულ შედევრებზე. როცა გიყვები...
* * * -რა ცვალებადობა დაგჩემდა ამინდივით? -მე ხომ მეამინდე ვარ -მეამინდე კი არა, შენც არ იცი ვინ ხარ -სულ რატომ ცდილობ ჩემს გაორებას? -მე არა შენთვითონ მეძახი ხოლმე -ჰმ... -ხო, ხო, მეძახი, რაღაცა სისულელეებით იტენი თავს და მერე მე მბრალდება -შემეშვი რა -შეგეშვები მაგრამ ისევ შენ თვითონ მოხვალ ჩემთან, არადა გეუბნები მოეშვი მეთქი ერთხელ და სამოდამოდ, მოეშვი!!!!! -რა გინდა?! -შენ თვითონ არ იცი რა გინდა ვერ ვიტან მეორე მეს! ყველაზე კარგი ის ერთიოდე საათია დღეში როცა საკუთარ მესთან მარტო ვრჩები არადა ის ყოველთვის მართალია...
* * * ხომ გახსოვს ადრე რომ ვამბობდი, სულში გვირილები ჩამოხმა მეთქი? შენ კი მშვიდად მიღიმოდი და მამშვიდებდი. მერე მეგონა რომ შენს გარეშე ვერ ვისუნთქებდი და ხშირად ვაღებდი ფანჯრებს... იცი? ახლა ყოველდე მიკრეფენ გვირილებს და სულს მივსებენ... არადა ხომ იცი მე როგორი უცნაური ვინმე ვარ, არავისთვის მითხოვია, ღმერთისთვისაც კი, მაგრამ... ერთმა ჩემმა მითხრა, ღმერთმა გამოგიგზავნაო... სასწაულია არა? შენ ხომ იცი როგორ მჯერა სასწაულების. პირველად მაშინ დავიჯერე როცა სულ სამიოდე წლის ვიყავი და მოჩლექილი ენით , ფანჯარასთან ცხვირმიჭყლეტილი, ვამბობდი: “დედა,დეეე, ნაქე? სასტული ფიფქებიიიი...” არადა მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა? მაშინ შენგან ვისმენდი სასწაულ და ჯადოსნურ ამბებს...
* * * ისეთი აბურდული წერილი გამომივიდა, ალბათ ვერავინ გაიგებს შენს მეტი.( მერე რა, მე ხომ ყირამალა ვარ, მეპატიება. დიდი ამბავი, ვის არ მოსვლია? ) როცა გადაიკითხავ დარწმუნებული ვარ მეტყვი, როგორ გაიზარდეო... ჰო... გავიზარდე და ფანჯრებსაც აღარ ვაღებ ისე ხშირად. ვისწავლე როგორ გავუსწორო თვალი “უჰაერობას” და დავზოგო მორიგ ჰაერის ნაკადამდე. ახლა მგონია რომ უფრო ძლიერი ვარ...
* * * დღეს თითქოს გარეცხეს, ლილაში გაავლეს და ყირამალა დაკიდეს ცაზეო, ისეთი ფერი დაჰკრავს ახლა სამყაროს. მეამინდეში მეგვირილე გვირილებს კრეფს და შენთვის აგროვებს...
პ.ს. ყირამალა დაბრუნდა შორეული მოგზაურობიდან მორიგ წერილამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აუ, რა საყვარელი იყო :) შემავსო ცოტა :) აუ, რა საყვარელი იყო :) შემავსო ცოტა :)
14. დიიიიდი მადლობაო ყველასო, ყირამალა ირიმ :-* დიიიიდი მადლობაო ყველასო, ყირამალა ირიმ :-*
13. მეამინდეში მეგვირილე გვირილებს კრეფს და შენთვის აგროვებს...
:-* მეამინდეში მეგვირილე გვირილებს კრეფს და შენთვის აგროვებს...
:-*
12. ყირამალა რა გიყირამალია აქ ცოტა გავიგე ბევრი ვერა..შეიძლება ის ცოტაც არ უნდა გამეგო არ ვიცი და მე ისე გავთავხედდი,რომ გავიგე..: ) ყი ყი ყი ყი ყირამალა..: ) ყირამალა რა გიყირამალია აქ ცოტა გავიგე ბევრი ვერა..შეიძლება ის ცოტაც არ უნდა გამეგო არ ვიცი და მე ისე გავთავხედდი,რომ გავიგე..: ) ყი ყი ყი ყი ყირამალა..: )
11. როგორ მინდა ეხლა ჩემთან ერთად იჯდე და ისე გიყვებოდე რა ხდება ჩემს სამყაროში, მაგრამ იმდენად შორს ხარ რომ...
:-*
როგორ მინდა ეხლა ჩემთან ერთად იჯდე და ისე გიყვებოდე რა ხდება ჩემს სამყაროში, მაგრამ იმდენად შორს ხარ რომ...
:-*
10. ჰო... გავიზარდე და ფანჯრებსაც აღარ ვაღებ ისე ხშირად. ვისწავლე როგორ გავუსწორო თვალი “უჰაერობას” და დავზოგო მორიგ ჰაერის ნაკადამდე. ახლა მგონია რომ უფრო ძლიერი ვარ...
ჰო... გავიზარდე და ფანჯრებსაც აღარ ვაღებ ისე ხშირად. ვისწავლე როგორ გავუსწორო თვალი “უჰაერობას” და დავზოგო მორიგ ჰაერის ნაკადამდე. ახლა მგონია რომ უფრო ძლიერი ვარ...
9. ვამეეე როგორ მომენატრა შენი წერილებიიიიიიიიიიიიიიიიიი, მე ყველაფერი გავიგე იიიირ :-*
ჩაგეხუტე, ჩემი პაწაწო :-* ვამეეე როგორ მომენატრა შენი წერილებიიიიიიიიიიიიიიიიიი, მე ყველაფერი გავიგე იიიირ :-*
ჩაგეხუტე, ჩემი პაწაწო :-*
8. * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
აი, მე ვნახე ფიფქი და ვცადე დამეხატა... :-* ;;) * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
აი, მე ვნახე ფიფქი და ვცადე დამეხატა... :-* ;;)
7. :-* ჩემი უქალურეს-უყირამალურესი.
ძალიანნაწერია :-* ჩემი უქალურეს-უყირამალურესი.
ძალიანნაწერია
6. ხომ გახსოვს ადრე რომ ვამბობდი, სულში გვირილები ჩამოხმა მეთქი? 555 ხომ გახსოვს ადრე რომ ვამბობდი, სულში გვირილები ჩამოხმა მეთქი? 555
5. ყირამალ-ჩიკას საყვარელი წერილი:-* და რადგან ფიფქების სმაილიკები მინდა, მაგრამ არ არსებობს, ასე იყოს + + + + + ;;) ყირამალ-ჩიკას საყვარელი წერილი:-* და რადგან ფიფქების სმაილიკები მინდა, მაგრამ არ არსებობს, ასე იყოს + + + + + ;;)
4. ისეთი აბურდული წერილი გამომივიდა, ალბათ ვერავინ გაიგებს შენს მეტი...
გეგონოს... ისეთი ნათელია, ისევ ფანჯრის გამოღება რომ გჭირდება,სუნთქვისთვის...მიყვარხარ!!!!!!... ისეთი აბურდული წერილი გამომივიდა, ალბათ ვერავინ გაიგებს შენს მეტი...
გეგონოს... ისეთი ნათელია, ისევ ფანჯრის გამოღება რომ გჭირდება,სუნთქვისთვის...მიყვარხარ!!!!!!...
3. ირრ!! :-* საოცარი, სულ სულ ძალიან ყირამალური! :D მარტო შენ რომ გგავს ისეთია!
-ეს ბავშვი თქვენი შვილია? -დიახ ქალბატონო ქალს თვალები გაუფართოვდა და მგონი გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდა, ალბათ იფიქრა სად მოასწრო ამ პატარა გოგომ ამხელა შვილიო. მე სახის ნაკვთები არც კი შემცვლია მანამ სანამ აფთიაქიდან არ გამოვედით. ჩემი ქსანტიპაჩკა სასაცილოდ აფხუკუნდა და მეც თავი ვეღარ შევიკავე. -დედიკოოო -ხო დე, ოღონდ ბიჭების საზოგადოებაში მაინცდამაინც დედიკოთი ნუ მომმართავმეთქი, გავაფრთხილე. ჰო... ვითომ ეს რა შუაში იყო , მაგრამ ესეც მინდოდა მომეყოლა. მშვენივრად მოვირგე დედის როლი. მე ხომ პატარა სახლის დიდი დიასახლისი ვარ. ეს მაშინ მითხარი, როცა პირველად დავიწყე საჭმლის კეთება და ცოტა ხანში (ჩემი გულ მავიწყობის და გამო) სამზარეულო კვამლმა წალეკა. მაშინ დამცინე... ახლა აღარ გეცინება ჩემს კულინარიულ შედევრებზე. როცა გიყვები :)) :)) :)) :)) :))
მე-ამინდე მე-გვირილე მე-ნატრები! :D :D :D :D :D
ირრ!! :-* საოცარი, სულ სულ ძალიან ყირამალური! :D მარტო შენ რომ გგავს ისეთია!
-ეს ბავშვი თქვენი შვილია? -დიახ ქალბატონო ქალს თვალები გაუფართოვდა და მგონი გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდა, ალბათ იფიქრა სად მოასწრო ამ პატარა გოგომ ამხელა შვილიო. მე სახის ნაკვთები არც კი შემცვლია მანამ სანამ აფთიაქიდან არ გამოვედით. ჩემი ქსანტიპაჩკა სასაცილოდ აფხუკუნდა და მეც თავი ვეღარ შევიკავე. -დედიკოოო -ხო დე, ოღონდ ბიჭების საზოგადოებაში მაინცდამაინც დედიკოთი ნუ მომმართავმეთქი, გავაფრთხილე. ჰო... ვითომ ეს რა შუაში იყო , მაგრამ ესეც მინდოდა მომეყოლა. მშვენივრად მოვირგე დედის როლი. მე ხომ პატარა სახლის დიდი დიასახლისი ვარ. ეს მაშინ მითხარი, როცა პირველად დავიწყე საჭმლის კეთება და ცოტა ხანში (ჩემი გულ მავიწყობის და გამო) სამზარეულო კვამლმა წალეკა. მაშინ დამცინე... ახლა აღარ გეცინება ჩემს კულინარიულ შედევრებზე. როცა გიყვები :)) :)) :)) :)) :))
მე-ამინდე მე-გვირილე მე-ნატრები! :D :D :D :D :D
2. ვაჰ, ყირამალა! :-* მომენატრა მართლაც...
მერე კიდევ მოვუბრუნდები ;;) ვაჰ, ყირამალა! :-* მომენატრა მართლაც...
მერე კიდევ მოვუბრუნდები ;;)
1. ყირამალა მომნატრებია და ყირამალას კიდევ თქვენ მონატრებიხართ ;;) მერე რამ ყირამალურად? :D ყირამალა მომნატრებია და ყირამალას კიდევ თქვენ მონატრებიხართ ;;) მერე რამ ყირამალურად? :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|