 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 დეკემბერი, 2009 |
ამ წელს ცნობილ პოეტს-დავით თედორაძეს 60 წელი შეუსრულდა.
ლია სტურუა 70
ბესიკ ხარანაული 70
ბესიკ ხარანაულს 70 წლის იუბილე ლექსით მიულოცა ცნობილმა პოეტმა- მიხეილ ღანიშაშვილმა (ილტოსპირელი)
ბესიკ ხარანაულს
ეს შემთხვევაა ის, კარგი, გულს რომ არ უდგას კანკალი, როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც. როცა ფარს პოეზიისას რომ აწერია "დამკარი!" ბზარიც კი არ დააჩნდება, ისე კლდეა და მაგარი. როცა ლექსებად იბნევა ცის მანანა და ნაქარი, მითოსის სუნთქვა იგრძნობა და უფლის ხატიც აქ არის. როცა ჩანს შენი სამშობლო და მისი თავხე-ჟამ-კარი, როცა კაცს კაცივე ჰქვია კაცობაც ახლავს თან მკმარი. როცა პოეტი პოეტობს სიტყვა სდის ნაკამკამარი. აი. რა არის ჩემი ჭკვით ბესიკში მაინც მთავარი, უკვდავებისთვის სამყოფი, დროისგან დაუსამარი!
ნოდარ ჯალაღონია 75
მუხრან მაჭავარიანი 80
მუხრან მაჭავარიანს
ძველად ქართველი მხედრები, აგუგუნებდნენ ვარადას. ზვარაკად ეწირებოდნენ დიდგორს, შამქორს და მარაბდას. ხოტბას ასხამდნენ შემოქმედს, ქართველი შეფიცულები. ღმერთს ავედრებდნენ სამშობლოს, ზვარაკად შეწირულები. მზეზე იწვოდნენ მარადჟამს, თანაც მღეროდნენ შადიანს. მსხვერპლადაც ეწირებოდნენ კრწანისს, მარტყოფს და ბასიანს.
ეს ლექსი თქვენმა მონა-მორჩილმა მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეს, 2009 წლის 12 აპრილს დაწერა.
მერაბ ბერძენიშვილი 80
სამწუხაროდ ამ წელს დავკარგეთ უდიდესი კლასიკოსი ოთარ ჭილაძე.
სულ მაინტერესებდა როგორ ან რითი გარდაიცვალა ტროას დედოფალი ელენე. ვის არ ვკითხე, მაგრამ ვერავინ ვერ მითხრა. ბოლოს ჩემს კლასელს (თან გოგოს) ვკითხე და იმან მითხრა: ტროას დედოფალი ელენე კუნძულ როდოსზე გაიქცა და იქ მოკლესო. საიდან იცოდა ვერ გეტყვით. ელენეს სიკვდილი არც ოდისეაში არ წერია და არც ილიადაში. მე ვამაყობ ჩემი კლასელით, რომელმაც ყველას აჯობა. გაიხარე ნათი. მაგარი ხარ!!!
ეს მოხდა 2009 წელს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. იცი , აი ასე მიყვარს ხოლმე ნაწერის დამთავრება, როგორც ახლა შენ დაამთავრე! გაიხარე! :) ძალიან კარგია! იცი , აი ასე მიყვარს ხოლმე ნაწერის დამთავრება, როგორც ახლა შენ დაამთავრე! გაიხარე! :) ძალიან კარგია!
9. "სამწუხაროდ ამ წელს დავკარგეთ უდიდესი კლასიკოსი ოთარ ჭილაძე" მიხარია და ვამაყობ რომ ბატონ ოთარს ტელეფონით მივულოცე დაბადების დღე! "სამწუხაროდ ამ წელს დავკარგეთ უდიდესი კლასიკოსი ოთარ ჭილაძე" მიხარია და ვამაყობ რომ ბატონ ოთარს ტელეფონით მივულოცე დაბადების დღე!
7. როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც.
როცა მომკელიც ვარგია და ფრიადია სამკალიც.
5. საინტერესო ადამიანი ხარ, შენ, ოთარ! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! 55555 საინტერესო ადამიანი ხარ, შენ, ოთარ! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! 55555
4. მოკითხვა :) მოკითხვა :)
3. კარგი კაცი! კარგი კაცი!
2. [თან გოგოს] :)) ნუ ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო :D [თან გოგოს] :)) ნუ ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო :D
1. ოთარ ნუ მოიწყენ და ;;) ვერ გავიგე ტროას დედოფალს რა კავშირი აქვს ყველაფერ ამასთაან ? :) ოთარ ნუ მოიწყენ და ;;) ვერ გავიგე ტროას დედოფალს რა კავშირი აქვს ყველაფერ ამასთაან ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|