ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2009


ექსპრომტი - მთისხმანარევი

დგება ზამთარი,
გრძელ ნაბადს ისხამს,
მონადირულად
ზვერავს ხეობებს,
სადაც ერისკაცთ
გაუცვდათ სისხლი,
არამზადები
ენამზეობენ.

ყელზე შარფივით
მოიხვევს ნისლებს,
ჩანჩქერსაც იშნობს
მთა ბურსაჭირის,
რომ დაუპყრობელ
მწვერვალებს მისწვდე,
თოვლის სიწმინდე
არის საჭირო.

ვპოვებ სიკეთეს,
თავს შევაქუჩებ,
რას მერჩი, ავო,
რა შემაგულე?!
თუნდ, მიწის დარად
დაანაკუწო,
მაინც ქართული
დამრჩება გული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები