ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2010


ახალი წელი

ახალი წელი მოვიდა
თეთრი ოცნების ფრთებით.
ახალი სიხარულით...
ახალი ოცნებებით...
აუხდენელი ფიქრი,
გაუკაფავი გზები
ძველმა წაიღო წელმა.
ახალ ოცნებებს ველით....
აგიხდეთ ყველა ნატვრა!
გამოგესხმოდეთ ფრთები.
და გამარჯვების...რწმენის
ზეცას სწვდებოდეს ხმები.
დამილოცნია თქვენი
ჩუმი, ნათელი გზები.
პატარა თვალიც ხედავს.
პაწია გულიც მღერის.
ახალი წელი გვამწნობს-
რომ სიხარული გველის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები