ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2010


***


დარდი და სიხარული
უხდება ადამიანს,
როგორც ფრინველს
ფრთები გაშლილი.

***
აისის ნათელი შეეხო აკვანს,
ჩვილს ძილში გაეღიმა,
ბაღის მიწასავით გაბრწყინდა დედა.

***
ერთადერთი ბედნიერება:
გულში ღმერთის
ფიქრი ყვავილობს…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები