 | ავტორი: ია-ია ჟანრი: იუმორისტული 6 იანვარი, 2010 |
(ტრაგი-კომედია II მოქმედებად) მოქმედება I
სარკის წინ ზის და საკუთარ ანარეკლს აკვირდება... არადა არც ისე ურიგოა რაა... მშვენიერი სიმაღლე აქვს, თხელი კიდურები, მბზინვარე შავი თმა, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს აკვესებს!!! “ულიბკა” ფანტასტიური - კბილები დაკრიჭა და სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუცინა... მე რაღა მჭიირს?- საკუთარ თავზე გაბრაზდა! მართლა ბედაური ხომ არ ვარ, ასე კბილებით მამოწმონ! მდააა... სასწრაფოდ შეიშრო ნაბანავები თავი და სამსახურისკენ გაეშურა... მაია წელს X-ის გახდა... მაო, როგორც მას ხშირად მეგობრები მოიხსენიებდნენ, ყველას გაჭირების ტალკვესი იყო... ოჯახში, ნამდვილი კონკია, ყველა რთული და საპასუხისმგებლო საქმის შემსრულებელი. სტატისტიკაში მუშაობდა და რა რჯულის ხალხში არ ირეოდა!!! ყველა ასაკის და პროფესიის მეგობარი ყავდა, მაგრამ ვერა და ვერ შეხვდა თავისი ცხოვრების მეორე ლებანს... არადა მისი ქალიშვილობა უკვე არათუ საამაყო, არამედ საყოველთაო გართობის საგნად ქცეულიყო. ეს “პატარა” მაინც სულ ნერვებს უშლიდა, ყოველ დილით კარებთან ხვდებოდ და...-”ვაა, მაიი!!! შენ კიდე ქალიშვილი ხარ?! უფ, რამდენი დაგიკარგაავს!!!"-ო. ეჰ, არადა რა აინტერესებდაა?! რა იმალებოდა ამ “რამდენის” უკაან!!! ყველაზე ერთგულები, უკვე იმასაც ახსენებდნენ, რომ მისი რეპროდუქციული ასაკი იწურებოდა და ქალის უპირველესი მოვალეობა ამ ქვეყნად შვილის მოვლინება და შთამომავლობის დატოვება იყოო! არადა როგორ უყვარს ბავშვებიი!!! ვაახ კაცოო?! როგორ გარისკოს? ერთ-ერთი შესვენების და მორიგი “კოფეპიწიეს” დროს დაქალებმა მორიდებით შეაპარეს, რომ სტატისტიკურად კაცების რაოდენობა საქართველოში გაცილებით ნაკლებია ქალებისაზე და არაფერი სასირცვხო არაა, თუ იგი, ანუ ”ქალიშვილი” მაია, ერთ ხეირიან, თუნდაც ცოლ-შვილიან კაცს “ჩააბარებდა” თავის “საუნჯეს” და შვილს გაიჩენდა გულის საამებლად. ერთმა ხუმრობით ისეც კი უთხრა: რო ამოგიჩემებია აბა საად საადოო?! ბირჟების მეტი თბილისში რაა?! დადგები გამომწვევად, გაგიჩერებენ მანქანას და საქმეც გაიჩარხებაო... თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამე. მეოცნებე მზერა დაბზარული ჭერისთვის მიეპყრო და ოცნებებში უკვე თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ხედავდა, ხელში პატარა ფრთიანი ანგელოზით...-”ეს წერომ შენ გამოგიგზავნაო!” არა! მორჩა! გადაწყვიტა! ხვალ საშობაო მარხვა რჩება და... შობის დილა გათენდა, სუსხიანი, მაგრამ მზიანი. საახალწლო სათამაშოსავით გამოეწყო, კიდევ ერთხელ შეავლო თავის, რამდენადაც შეეძლო, სექსუალურ გამოხედვას სარკეში თვალი და... საღამოს ხუთზე მუშტაიდის წინ იდგა... თავს ინუგეშებდა-ვახ, ეგრევე ხომ არ დამეტაკება? შევხედავ, დაველაპარაკები... გზაში ავწონ-დავწონი და... პირველი ორი მანქანა გაუშვა. მძღოლებს ჰაბიტუსზე აშკარად ეტყობოდათ დაუნები იყვნენ! არა, ეგეთებთან ურთიერთობას ნამდვილად ვერ შეძლებდა! ბოლოს გამოჩნდა “ისიც”! თითქოს ცა გაეხსნა! მანქანიდან უსიმპატიურესი მამაკაცი უყურებდა: -ხომ არ გაგიყვანოთ გოგონი? ჯერ ეს გოგონი ეამა, მერე მომაჯადოებელი ღიმილი?! მმმმმ... მოკლედ ჩაჯდა! მთელი გზა ისაუბრეს. მირიანი საკმაოდ კარგი მოსაუბრე და იუმორის დიდი დოზით დაჯილდოებული ადამიანი აღმოჩნდა. მირიანი... მირიანი... მთელი გზა ტვინში ღეჭავდა სახელს. “მიროს” დავუძახებ მოფერებით. მერე მორიდებით თვალი გააპარა და მისი ჩაცმულობაა აათვალიერა. არა, აშკარად მოვლილი კაცია! - ეტყობა კარგი მეუღლე ყავს! ეჰ!... მაგრამ მე ხომ ოჯახს არ დავუნგრევ, მხოლოდ შვილი და მორჩა! ვაი! მამაჩემის ასულოო!!!” სადამდე მივედი?! მამაჩემი ალბათ საფლავში ტრიალებს! დედა?! დედა გამამართლებდა და მომეფერებოდა... ცრემლი მოადგა დედის გახსენებაზე... -ზაზას იცნოობ?- ფიქრიდან მიროს შეკითხვამ გამოარკვია. უფ! ოღონდაც ნაცნობი არა! საერთო ნაცნობები ნამდვილად არ აწყობს! -არაა! მორცხვად ჩაიღიმა და თავი დახარა... მირიანმა გეზი წყნეთისკენ აიღო. -ხომ არ გაგვესეირნა? მშვენიერი საღამოა, თან დღეს შობაა, ავღნიშნოთ! მაოს დუმილი თანხმობად აღიქვა და გზა განაგრძო, მანქანა საკმაოდ სოლიდური სახლის წინ შეჩერდა. გადმოვიდნენ. მირომ ოსტატურად შეუკეთა ბუხარს და სუფრის გაწყობას შეუდგა. მაია მორცხვად იჯდა სავარძელში და გმირულად ელოდა ბოლოს... რომანტიული საღმო გამოვიდა, შამპანიურით, სანთლების შუქზე!... მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა... საწოლის ერთ კუთხეში მირიანი იჯდა და მეორე კუთხეში ზურგშექცევით თავდახრილი მაო... მათ შორის ზეწარზე ბროწეულის მარცვლებივით გაბნეული ქალიშვილობის ბეჭედი ეყარა... -რატომ არ მითხარი? დუმილი... და ცოტა ხნის მერე ძლივს გასაგონად: -მირო, რაღაც მინდა გთხოვო?! -? - მე არაფრით გავალდებულებ, უბრალოდ შვილი მინდა! ძალიან გთხოვ, თუ ამ პირველი ჯერიდან არაფერი გამოგვივიდა, ერთი ორჯერ კიდევ ვერ დამეხმარები?! -? მირიანი წამოხტა, სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო, მერე მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, მალე მოვალო და გავარდა! ზანტად ჩაიცვა, საგონებელში ჩავარდა... არა რაა! ბედი ხომ უნდა ყველაფერს? რატომ გავუმხილე რატოომ?!!! ნუთუ მანიაკია?!!! ეს სად ჩამკეტა და გაიქცა?! ვაიმე დედა! არადა ყველა ფანჯარას გისოსები აქვს... უმწეო მზერა მოავლო ოთახებს... ვერც გაიქცევა!... გულის სიღრმეში მაინც ამაყი იყო! ვეღარ გაამწარებენ “ქალიშვილო-ქალიშვილოთი”!!! მან ეს შეძლო! არადა არც ისე ურიგო ყოფილა ყველაფერი! უუუუ...თავი გააქან-გამოაქანა... რა დროს ეგეთებია?! ჯობია იმაზე ვიფიქრო აქედან როგორ დავაღწიო თავი! არადა რა სასიამოვნო ადამიანი ჩანდა!...
II მოქმედება
გარაჟის ხმა მოესმა. მოლოდინში მთელი ტანი დაეძაბა! სანამ კარი გაიღო მოეჩვენა საუკუნე გავიდა! პარმაღზე მირო იდგა, ორ საკმაოდ სიმპათიურ ქალთან ერთად! -დავიღუპე! მომეჭრა თავი!- პირველი ფიქრი, რამაც თავში გაუელვა! მირიანმა ზურგსუკან დამალული ხელი გამოაჩინა და მაიას თავის სიგრძე ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული გაუწოდა! -მაი, გაიცანი, ეს ჩემი დაა! ეს კი დედა!... ეს კი ჩემი მეუღლეა!!! -ხელი მოხვია მირომ აკანკალებულ მაოს და ქალებს წინ დაუყენა! თვალებგაბრწყინებულები უყურებდნენ დაბნეულ მაიას მულ-დედამთილი... არა რაა!!! არსებობს ამ ქვეყნად ლამაზი ისტორიებიც! ზღაპრის ბოლოთი! და ამის მერე ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად!!! ყოველ მომდევნო შობას თითო ბავშვს ჩუქნიდათ წერო და ხარობდა ჭერი!!! ჭირი იქაა, ლხინი აქაა... ქატო იქაა, ფქვილი აქაა...
P.$. ისე, ურაკის ქალიშვილობა დიდად ამ ზღაპრის იმედად ნუ იქნებით!!! ;) :)) დროზე დათხოვდიით!!! იმრავლეთ და იბედნიერეეთ!!! :))) კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!! ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვიის!!! :)) ჩემო სიხარულებო და სიყვარულებოოო!!! :-* :-* :-*
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. რა ლამაზი ზღაპარია...
ჩემო სიხარულებო და სიყვარულებოოო!!! :-* :-* :-*
ავტორი კი უთბილესი ქალბატონია ვგრძნობ! რა ლამაზი ზღაპარია...
ჩემო სიხარულებო და სიყვარულებოოო!!! :-* :-* :-*
ავტორი კი უთბილესი ქალბატონია ვგრძნობ!
43. რა საყვარელია:)) რა საყვარელია:))
42. მაგრა ვიხალისე რა... ეხ,ნეტა მართლა ასე მთავრდებოდეს ყველა ...(ეპითეტი ვერ მოვუძებნე) ბედი. მაგრა ვიხალისე რა... ეხ,ნეტა მართლა ასე მთავრდებოდეს ყველა ...(ეპითეტი ვერ მოვუძებნე) ბედი.
41. და რამდენი შობა გავიდა მას მერე? :) იქნებ მაგათ მაინც შექმნან ნორმალური ფეხბურთის ნაკრები საქართველოსთვის :D :D კარგია!!! და რამდენი შობა გავიდა მას მერე? :) იქნებ მაგათ მაინც შექმნან ნორმალური ფეხბურთის ნაკრები საქართველოსთვის :D :D კარგია!!!
40. მოთხრობა ძალიან კარგი მაგრამ მინაწერი მომეწონა საოცრად, ურაკის ქალიშვილობაო :)) მოთხრობა ძალიან კარგი მაგრამ მინაწერი მომეწონა საოცრად, ურაკის ქალიშვილობაო :))
39. :)) ძალიან მომეწონა :)) ძალიან მომეწონა
38. ვააახ...=))=)) ია_იაა:-*:-*კარგი ხარ... ვააახ...=))=)) ია_იაა:-*:-*კარგი ხარ...
37. ლამაზი ზღაპარია ... ბოლომდე ღიმილიანი სახით ჩავიკითხე და ახლაც მეღიმება....გმადლობთ! ლამაზი ზღაპარია ... ბოლომდე ღიმილიანი სახით ჩავიკითხე და ახლაც მეღიმება....გმადლობთ!
35. ილუსტრაცია ჩემგან :-* ილუსტრაცია ჩემგან :-*
34. ძალიან კარგია..:) ძალიან კარგია..:)
33. გაიხარე ია-ია! ამ წლის "ჩვენი მწერლობა" იყიდე როის და ილტოსპირელს რომ მივუძღვენი ის ლექსებია! გაიხარე ია-ია! ამ წლის "ჩვენი მწერლობა" იყიდე როის და ილტოსპირელს რომ მივუძღვენი ის ლექსებია!
32. რატომღაც ნაცნობი ზღაპარი იყო . . . :) რატომღაც ნაცნობი ზღაპარი იყო . . . :)
31. ვაიმეე როგორ მომეწონააა! რა თქმა უნდა ასეთ ზღაპრულ დასასრულზე ამეტირა...+2 ვაიმეე როგორ მომეწონააა! რა თქმა უნდა ასეთ ზღაპრულ დასასრულზე ამეტირა...+2
30. მემშობლიურები!!!!!! მემშობლიურები!!!!!!
29. ძალიან ვისიამოვნე. გილოცავ შობას. ძალიან ვისიამოვნე. გილოცავ შობას.
28. XX-ის თუ 20-ის?:) კარგი ია-ია:-* მრავალ შობა-ახალ წელს, ბედნიერად! XX-ის თუ 20-ის?:) კარგი ია-ია:-* მრავალ შობა-ახალ წელს, ბედნიერად!
27. სასიამოვნო ნოველაა! სასიამოვნო ნოველაა!
26. იანო,იუმორისტული კი არა ულამაზესი ამბავია... სუფთა გულიანო! იანო,იუმორისტული კი არა ულამაზესი ამბავია... სუფთა გულიანო!
25. აა, მეც არ გამიკვირდა ... :)))))) ხოო, მაშინ მართლა ზღაპარია და ეგაა ... აი ბედიიი :)))
აა, მეც არ გამიკვირდა ... :)))))) ხოო, მაშინ მართლა ზღაპარია და ეგაა ... აი ბედიიი :)))
24. მოლოდინში მთელი ტანი დაეძაბა
ია.იანო ხედავ რომელი საათია.... ვერ გკითხულობ, ზღაპარი მორჩა და ი მი ტო მ! ბედნიერ შობას გისურვებ და არ მავიწყდება სითბოები დაგიტოვო დღიურში. მოლოდინში მთელი ტანი დაეძაბა
ია.იანო ხედავ რომელი საათია.... ვერ გკითხულობ, ზღაპარი მორჩა და ი მი ტო მ! ბედნიერ შობას გისურვებ და არ მავიწყდება სითბოები დაგიტოვო დღიურში.
23. შენ გაიხარე და მრავალ შობას ყველაზე დიდი სურვილებით....:))ვისიამოვნე ძალიან და აქვე ჩემი უალალესი 555!!!:) შენ გაიხარე და მრავალ შობას ყველაზე დიდი სურვილებით....:))ვისიამოვნე ძალიან და აქვე ჩემი უალალესი 555!!!:)
22. ეს ისტორია მე მოგიყევით თამარ ;) :)) ერთ-ერთი თავყრილობისას :-P ყველაფერი სინამდვილეა, უბრალოდ გმირების სახელებია შეცვლილი და წინასაშობაო თარიღიც :)
ხუმრობა არა ;) ზღაპარიააა!!! ზღაპარიიიიიი :)) და ასაკი არ შეგშლია, ზუსტადაც რომ დაშიფრულია...ის გოგო 20-ს კარგა ხანს გაცილებული იყოო :)) ეს ისტორია მე მოგიყევით თამარ ;) :)) ერთ-ერთი თავყრილობისას :-P ყველაფერი სინამდვილეა, უბრალოდ გმირების სახელებია შეცვლილი და წინასაშობაო თარიღიც :)
ხუმრობა არა ;) ზღაპარიააა!!! ზღაპარიიიიიი :)) და ასაკი არ შეგშლია, ზუსტადაც რომ დაშიფრულია...ის გოგო 20-ს კარგა ხანს გაცილებული იყოო :))
20. XX წელი - 20 წელს ნიშნავს? მეგონა დაშიფრული რიცხვი იყო... :)) ეს წაკითხული მაქვს, რომელიღაც ჟურნალში... არ მახსოვს, "სარკეში" თუ "გზაში"..... :-? ასე რომ... წინასაშობაო ხუმრობაა, ია? :))))))))) XX წელი - 20 წელს ნიშნავს? მეგონა დაშიფრული რიცხვი იყო... :)) ეს წაკითხული მაქვს, რომელიღაც ჟურნალში... არ მახსოვს, "სარკეში" თუ "გზაში"..... :-? ასე რომ... წინასაშობაო ხუმრობაა, ია? :)))))))))
19. მოკლედ ბოლოს ვერ გავიგე რა მოხდა მარა, მე ქალიშვილებთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს :D:D:D:D:D:D:D მოკლედ ბოლოს ვერ გავიგე რა მოხდა მარა, მე ქალიშვილებთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს :D:D:D:D:D:D:D
18. ოქროპირი ია-ია! ლამაზი საშობაო ზღაპარი! ყველაფერს მაინ იღბალი უნდა რა! აი, ამაზე იტყვიან; ბედი მომეც და თუნდაცო... 5555555555555555555555555555555 555555555555555555555555 555555555555555
ოქროპირი ია-ია! ლამაზი საშობაო ზღაპარი! ყველაფერს მაინ იღბალი უნდა რა! აი, ამაზე იტყვიან; ბედი მომეც და თუნდაცო... 5555555555555555555555555555555 555555555555555555555555 555555555555555
17. :)) ნიინ :-* 20 წლის გოგოს ქალიშვილობას ვინ დაძრახავდა? ;) მანდ მე ასაკი დაშიფრული მაქვს :)) ნუ, გასაგები მიზეზების დამო :-P იქსებით მიწერია :) აბა, 20 წელი არც რეპროდუქციისათვისააა საგანგაშო :) :-*
მადლობთ ყველას, ვინც დრო გამონახა და წაიკითხა :-* :)) ნიინ :-* 20 წლის გოგოს ქალიშვილობას ვინ დაძრახავდა? ;) მანდ მე ასაკი დაშიფრული მაქვს :)) ნუ, გასაგები მიზეზების დამო :-P იქსებით მიწერია :) აბა, 20 წელი არც რეპროდუქციისათვისააა საგანგაშო :) :-*
მადლობთ ყველას, ვინც დრო გამონახა და წაიკითხა :-*
16. კარგად ვიხალისე :) ია-ია, გაიხარე შენ ;) კარგად ვიხალისე :) ია-ია, გაიხარე შენ ;)
15. ხალისიანია.თბილი საშობაო მოკითხვითა და მოლოცვით! ხალისიანია.თბილი საშობაო მოკითხვითა და მოლოცვით!
14. ვაი,ია,რა გამაოცე :))
+ კარგა გულიანა გამაცინე :))
5 ვაი,ია,რა გამაოცე :))
+ კარგა გულიანა გამაცინე :))
5
13. მშვენიერი იყო...თან იუმორი, თან სევდიანი...5 ბედნიერ შობას გისურვებ ია-ია... მშვენიერი იყო...თან იუმორი, თან სევდიანი...5 ბედნიერ შობას გისურვებ ია-ია...
12. დამდეგს გილოცავ ია-ია:-* დამდეგს გილოცავ ია-ია:-*
11. მშვენიერი დასასრული იყო :) ბედნიერი შობა :) მშვენიერი დასასრული იყო :) ბედნიერი შობა :)
10. =)) კონკია რა ქალია :)) და ისე ქადას ვეთანხმები :D =)) კონკია რა ქალია :)) და ისე ქადას ვეთანხმები :D
8. :)) :))დათხოვდით, გოგოებოოოოო, დათხოვდიიით :)) :)) ია ია საყვარელო და უსაყვარლესოოო :-* :)) :))დათხოვდით, გოგოებოოოოო, დათხოვდიიით :)) :)) ია ია საყვარელო და უსაყვარლესოოო :-*
7. მაო, როგორც მას ხშირად მეგობრები მოიხსენიებდნენ, ყველას გაჭირების ტალკვესი იყო... ოჯახში, ნამდვილი კონკია, ყველა რთული და საპასუხისმგებლო საქმის შემსრულებელი.
უი ეს მე ვარ? ;;) მაგრამ თმის ფერი შემიცვლია
ია_ია :-* მაო, როგორც მას ხშირად მეგობრები მოიხსენიებდნენ, ყველას გაჭირების ტალკვესი იყო... ოჯახში, ნამდვილი კონკია, ყველა რთული და საპასუხისმგებლო საქმის შემსრულებელი.
უი ეს მე ვარ? ;;) მაგრამ თმის ფერი შემიცვლია
ია_ია :-*
6. დასასრული მომეწონა ია-ია. :) კარგი ხარ. 2 დასასრული მომეწონა ია-ია. :) კარგი ხარ. 2
5. ყოჩაღ კონკიას კაგად "გაურისკია"... :))) ისე 20 წლის არც ისეთი ასაკია რომ საგანგაშო ყოფილიყო მისი ქალიშვილობა :)))) მრავალ ახალ წელს ია-ია , და ბედნიერ შობას.... :) ყოჩაღ კონკიას კაგად "გაურისკია"... :))) ისე 20 წლის არც ისეთი ასაკია რომ საგანგაშო ყოფილიყო მისი ქალიშვილობა :)))) მრავალ ახალ წელს ია-ია , და ბედნიერ შობას.... :)
4. უი, მგონი მივხვდი!-შენს მეგობარზე წერ ხო;) მართლა ასე დამთავრდა მისი ისტორია, თუ ისევ მობილურის ვიბრო ზარის იმედადაა:)) მშვენიერი გამოგსვლია, წერე კიდევ აბა...საინტერესოდ წერ აშკარად :) შენც გილოცავ დამდეგ შობას, კონკიას მეგობარო ! მრავალს დაესწარი ბედნიერად :):-* 5555555555 უი, მგონი მივხვდი!-შენს მეგობარზე წერ ხო;) მართლა ასე დამთავრდა მისი ისტორია, თუ ისევ მობილურის ვიბრო ზარის იმედადაა:)) მშვენიერი გამოგსვლია, წერე კიდევ აბა...საინტერესოდ წერ აშკარად :) შენც გილოცავ დამდეგ შობას, კონკიას მეგობარო ! მრავალს დაესწარი ბედნიერად :):-* 5555555555
3. როგორი არაჩვეულებრივი ია ხარ შენ.იუმორიო და იმდენი სითბო და რომანტიზმი ჩადე...
დავბრუნდები აქ კიდევ...
მრავალს დაესწარი...
მიყვარხარ:) როგორი არაჩვეულებრივი ია ხარ შენ.იუმორიო და იმდენი სითბო და რომანტიზმი ჩადე...
დავბრუნდები აქ კიდევ...
მრავალს დაესწარი...
მიყვარხარ:)
2. პატარა რომანტიკულ ისტორიას უფრო გავს მგონი. ვიდრე იუმორისტულს, მომეწონა,
ვერა და ვერ შეხვდა თავისი ცხოვრების მეორე ლებანს... პატარა რომანტიკულ ისტორიას უფრო გავს მგონი. ვიდრე იუმორისტულს, მომეწონა,
ვერა და ვერ შეხვდა თავისი ცხოვრების მეორე ლებანს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|