ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
12 ივნისი, 2008


შტორმი

ოკეანე აღელდა,
ტალღა ტალღას ეხლება.
ჩქარა, თორემ ხომალდი
ხიფათს გადაეყრება.

კაპიტანი ხმამაღლა
მითითებებს იძლევა:
- ყველა აფრა დაუშვით,
მალე შტორმი იწყება!

სათითაოდ მიმართავს
ბოცმანსა და იუნგებს.
უსმენენ და კაპიტანს
ყველა ერთხმად მიუგებს:

- შევასრულებთ ყველაფერს,
რასაც გვეტყვი, კაპიტან!
შენთან ერთად, იცოდე,
ყველა ხიფათს ავიტანთ!..

თამაშობენ ბავშვები,
თავშეყრილნი ჯგუფურად.
გემი არის ნაფოტი,
ოკეანე – გუბურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები