ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2010


***

ავტორისაგან დაწუნებული
ლექსების უჯრა-
ყველაზე სევდიანი
და ლამაზი თავშესაფარი.

***
გული როგორ იქნება მშვიდად,
ცის სიჩუმიდან მიწის კვნესა
როდესაც მოისმის...

***
თუ მიატოვებ,უშენოდ გული
ცისა და დედამიწის სიხარულით
დაობლებულ ბაღს დაემსგავსება.

***
და ქარში კოცონი
მეწამულსამოსიან,წელში მოხრილ
ბერიკაცს დაემსგავსა...

***
წაქცეულ ყორეზე ტყემ გადმოაბიჯა
და მწვანე,თეთრად დაწინწკლული
ნადირივით შევიდა ეზოში.

***
რა იდუმალი ხმა ისმისო,
გაოცდა ღამე...
პოეტის მაჯასავით ფეთქავდა
გაცრეცილი ფანქარი უჯრაში.

***
ყველაზე უბრალო
და წმინდა ჭურჭელი-
სამარე დედისა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები