ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი-კუსა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2010


შეღამებიდან გათენებამდე

დღის სინათლეს გაერია ლილა,
ახლა ვდარდობ ჩემს ცრემლიან ბედზე,
სულში ყინავს,სასთუმალშიც გრილა,
და სიკვდილის სუნთქვა მესმის გვერდზე.
ახლა გული ევნება და წვალობს,
(ცაზე ბაცი პროფილია მთვარის)
გარეთ ჩიტი უცნაურად გალობს
და მაშინებს გათენება ხვალის...
ოჰ,ამ ჭიქას ატირებით მოვცლი,
მძიმე სუნთქვა ამითრთოლებს თითებს,
და შენს ნაცვლად უიმედოდ ვკოცნი,
თეთრ ლარნაკში მიძინებულ ტიტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები