ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2008


ფიქრების სინჯარიდან

ფიქრების სინჯარიდან
შენ უფრო გაბედული
აზრებით ამოდიხარ,
და ყოფას იმარტივებ.
მე ისევ _ არაფრიდან...
განცდებით არეული,
ოცნებაგაფანტული
დავყავარ სინამდვილეს.
შენ უფრო შეგიძლია
სიბრაზეც, სიხარულიც,
და მეტად რადიკალურს
ხარჯავ ემოციებს,
მე, ბევრად ლაკონური,
როდესაც ვჩუმდებოდი,
შორიდან ვეცნობოდი
შენს მიზანდოსიეებს...
და ასე, გულახდილი
გრძნობების პროლოგიდან,
მოგქონდა რექვიემი
მქუხარე ხელმარშების.
შენ უხდი თამასუქებს
დროს და მევახშეებს,
მე კი ვერ მაჯერებ
ვერაფერს სავსებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები