 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 27 იანვარი, 2010 |
თარიღი – 2006 წლის 19 მარტი, კვირა. ადგილმდებარეობა – თბილისი, მახათას მთა, კუკიის სასაფლაო. ამინდი – მარტისთვის შესაფერისი, წვიმიანი. მიზანი – ლადო აღნიაშვილის საფლავის მოძებნა.
კუკიის სასაფლაო 300 წლიანი სასაფლაოა, შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი და ახალი. ძველი სასაფლაოს შესასვლელში დგას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. ტაძარი მოქმედია და თავისი მრევლი ყავს. რა თქმა უნდა, ორიენტირად ტაძარი ავირჩიე და მის გარშემო დავიწყე ლადო აღნიაშვილის საფლავის ძებნა. პირველ შემოვლაზე მხოლოდ იმ სასულიერო პირების საფლავები ვნახე, ვინც დროთა განმავლობაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მოღვაწეობდა. შემდეგ რადიუსი გავზარდე და განვაგრძე შემოვლა, შემდეგ – კიდევ და კიდევ, მაგრამ სასურველი საფლავი ვერ მოვიძიე. ჩემდა სამწუხაროდ, 1950 წელს ქვემოთ დათარიღებული არცერთი საფლავი არ შემხვედრია, ლადო აღნიაშვილი კი 1904 წელს იყო გარდაცვლილი. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ზოგიერთ საფლავს რიგითი ნომერი ჰქონდა მიკუთვნებული, ესე იგი, არსებობდა რაღაც მოწესრიგებული რეგისტრაცია, სადაც შეიძლებოდა გარკვევა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში რეგისტრაციის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, სამაგიეროდ მიმანიშნეს ერთ პიროვნებაზე, რომელსაც შეიძლებოდა რაღაც სცოდნოდა ძველ საფლავებზე. ეს პიროვნება აღმოჩნდა ბატონი ბეჟან ჭაბუა, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი, მაგრამ როცა გაიგო, რომ ერთი საუკუნის წინ დაკრძალულ პიროვნებას ვეძებდი, ხელები გაასავსავა... წამოსვლა არაფრით არ მინდოდა. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ საფლავი სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო. ბატონ ბეჟანს კიდევ ერთხელ ვთხოვე, გადაეხედა ძველი ჩანაწერებისათვის, თან დავძინე, ძალიან არ შეგაწუხებთ, აღნიაშვილი ჩანაწერების თავში იქნება და ადვილად ვიპოვით-თქო. როგორც კი გვარი ვახსენე, ბატონი ბეჟანი მაშინვე წამოხტა სკამიდან, ლადო აღნიაშვილის საფლავს თუ ეძებ, ახლავე გაჩვენებო... სასაფლაოს შესასვლელში მარცხენა მხარეს ექვსი ერთნაირად მოპირკეთებული მარმარილოს ფილა იდო, რომლებსაც შესვლის დროს მაინცდამაინც ყურადღება არ მივაქციე, რადგან მე ვეძებდი ძველ სტილში გაკეთებულ საფლავს. ლადო აღნიაშვილის საფლავი აღმოჩნდა მეექვსე, რომლებიც ათი წლის წინ გადმოუსვენებიათ და შესასვლელში დაუკრძალავთ, რომ არ დაკარგულიყვნენ. ესენია:
1. საქართველოს დამსახურებული არტისტი – ნინო ცინუკი დადიანი, 1916-1992. 2. გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე – შიო ჩიტაძე, 1873-1906. 3. ქართველი რეჟისორი, მსახიობი – კოტე მესხი, 1857-1914. 4. ცნობილი ქართველი მსახიობი – ნატო გაბუნია, 1859-1910. 5. ქართველი დრამატურგი, მსახიობი – ავქსენტი ცაგარელი, 1857-1902. 6. საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი – ლადო აღნიაშვილი, 1860-1904.
უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი... ბატონი ბეჟანისგან გავიგე, რომ საფლავს მისი ძმის შვილიშვილი აკითხავს და უვლის... ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით ვსაუბრობდით. მაშინ გავბედე და ბატონ ბეჟანს გავუმხილე, რომ ფერეიდანიდან წამოსვლისას ჩემმა მასპინძლებმა ცელოფანის პაკეტით ჩვენებური მიწის თხილის მსგავსი ნაყოფი გამომატანეს, რომელსაც საკმაოდ მაგარი, ნიჟარისებური გარსი აქვს (ფისტა – Pistacia vera L.). რამდენიმე ცალი კახეთში, მშობლიურ წნორში დავთესე, რამდენიმე ცალი – თბილისში, საკუთარ მიწის ნაკვეთში. აგრეთვე მინდოდა ლადო აღნიაშვილის საფლავთანაც დამეთესა, როგორც სიმბოლური გზავნილი ფერეიდანიდან. ბატონმა ბეჟანმა მაშინვე მოიტანა თოხი, გავჭერით პატარა კვალი საფლავის გვერდით, დავთესეთ და მოვრწყეთ კიდეც. გამომშვიდობებისას შევედი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში და ბატონ ლადო აღნიაშვილის სულის მოსახსენიელებლად სამი დიდი სანთელი ავანთე... აკეთეთ სიკეთე!
www.fereidani.ge ქვეთავი 6 – უფლის ხელით დახატული სასაფლაო
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩა! რას ერჩოდნენ მელაანს?
ცოდვა გამხელილი ჯობია და ლადო აღნიაშვილის სახელი მხოლოდ მსმენია, მსმენია და მეტი არაფერი ვიცი მასზე. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩა! რას ერჩოდნენ მელაანს?
ცოდვა გამხელილი ჯობია და ლადო აღნიაშვილის სახელი მხოლოდ მსმენია, მსმენია და მეტი არაფერი ვიცი მასზე.
17. კარგი რამეა,ნეტავ ბევრნი იყვნენ ისეტები შენნაირად რომ ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ...+777 კარგი რამეა,ნეტავ ბევრნი იყვნენ ისეტები შენნაირად რომ ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ...+777
16. გადაწყვიტე, რომ ყველას ერთად შეგვაყვარო თავი? გაიხარე, გიორგი! 5 გადაწყვიტე, რომ ყველას ერთად შეგვაყვარო თავი? გაიხარე, გიორგი! 5
15. გაიხარე შენა!!! გაიხარე შენა!!!
14. გაიხარეთ თქვენ, კეთილი საქმისთვის!
გაიხარეთ თქვენ, კეთილი საქმისთვის!
13. ჩემო ოთარ! საერთოდ ქართველი საზოგადოება ვალშია ლადო აღნიაშვილის წინაშე! ყველაფერში პირველი იყო და შეიძლება ითქვას რომ ფერეიდანის აღმოჩენას შეეწირა... იმდენი დაბრკოლება და ტანჯვა-წამება გადაიტანა, რომ დაავადდა და თბილისში რომ დაბრუნდა, მალე გარდაიცვალა... აქედან კი ცხენით გაემგზავრა! სხვათაშორის თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ლადო აღნიაშვილის სახელის მიკუთვნების თაობაზე მერიაში გაგზავნილ ჩემს წერილს არავითარი პასუხი არ მოჰყოლია! არადა ათასი მაიმუნობის სახელობის ქუჩები ჯერ კიდევ მრავლადაა თბილისში. ჩემო ოთარ! საერთოდ ქართველი საზოგადოება ვალშია ლადო აღნიაშვილის წინაშე! ყველაფერში პირველი იყო და შეიძლება ითქვას რომ ფერეიდანის აღმოჩენას შეეწირა... იმდენი დაბრკოლება და ტანჯვა-წამება გადაიტანა, რომ დაავადდა და თბილისში რომ დაბრუნდა, მალე გარდაიცვალა... აქედან კი ცხენით გაემგზავრა! სხვათაშორის თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ლადო აღნიაშვილის სახელის მიკუთვნების თაობაზე მერიაში გაგზავნილ ჩემს წერილს არავითარი პასუხი არ მოჰყოლია! არადა ათასი მაიმუნობის სახელობის ქუჩები ჯერ კიდევ მრავლადაა თბილისში.
12. მშვენიერი ნაწერია, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მშვენიერი ნაწერია, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
11. ძალიან კარგია.... მომეწონა ყველანაირად, როგორც პროზა და როგორც პუბლიცისტური ნაწარმოები.... +2 :):):) ძალიან კარგია.... მომეწონა ყველანაირად, როგორც პროზა და როგორც პუბლიცისტური ნაწარმოები.... +2 :):):)
10. '' ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული '' ლადო მაგარია და შენც მაგარი ხარ გუგუავ!!! `` ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული `` ლადო მაგარია და შენც მაგარი ხარ გუგუავ!!!
9. ჩემი აზრით ეს პროზა კი არა, ნამდვილი პუბლიცისტური ნაწერია, რაც, რასაკვირველია ღირსებას კი არ უკარგავს ნაწერს, ვიტყოდი რომ პირიქით :) რაც შეეხება შინაარსს - გამახარა, რომ გიპოვნიათ საფლავი... და კიდევ უფრო გამახარა რომ იქვე ცინუკი დადიანის საფლავიც ყოფილა. ეს არაჩვეულებრივი მომღერალი ქალი მხოლოდ ერთ დოკუმენტურ ნაწყვეტში მყავს ნანახი, მისი შესრულებული სიმღერები ვერ მოვიძიე, მაგრამ იმ ნაწყვეტიდანაც ჩანს როგორი ოსტატია თავისი საქმის... ნათელში ამყოფოს უფალმა ყველა მათგანი... ჩემი აზრით ეს პროზა კი არა, ნამდვილი პუბლიცისტური ნაწერია, რაც, რასაკვირველია ღირსებას კი არ უკარგავს ნაწერს, ვიტყოდი რომ პირიქით :) რაც შეეხება შინაარსს - გამახარა, რომ გიპოვნიათ საფლავი... და კიდევ უფრო გამახარა რომ იქვე ცინუკი დადიანის საფლავიც ყოფილა. ეს არაჩვეულებრივი მომღერალი ქალი მხოლოდ ერთ დოკუმენტურ ნაწყვეტში მყავს ნანახი, მისი შესრულებული სიმღერები ვერ მოვიძიე, მაგრამ იმ ნაწყვეტიდანაც ჩანს როგორი ოსტატია თავისი საქმის... ნათელში ამყოფოს უფალმა ყველა მათგანი...
8. მადლობა თანანა! :) მადლობა თანანა! :)
7. მომწონს თქვენი მოთხრობები. დახვეწილი, ლაკონიური, შეკრული სიუჟეტით. თქვენს ხელში სიტყვა "გონს მოდის"... მომწონს თქვენი მოთხრობები. დახვეწილი, ლაკონიური, შეკრული სიუჟეტით. თქვენს ხელში სიტყვა "გონს მოდის"...
6. ეს წუხელ წავიკითხე :) 555555 ეს წუხელ წავიკითხე :) 555555
5. მიხარია ,რომ გიცნობთ. ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებით და ამისთვის დიდი მადლობა . მიხარია ,რომ გიცნობთ. ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებით და ამისთვის დიდი მადლობა .
4. მართლაც დიდი სიკეთე გიქმნიათ და გეთანხმებით ილტპსპირელის თაობაზეც. მართლაც დიდი სიკეთე გიქმნიათ და გეთანხმებით ილტპსპირელის თაობაზეც.
3. რას ამბობ ძმაავ? შენ რა, ნაკლებ საქმეს აკეთებ? მიხა ხელაშვილის საფლავზე რომ იყავი იმ უბედურ ამინდში, ეგ გმირობა არ არის? ძალიან დიდ პატივს გცემ! რას ამბობ ძმაავ? შენ რა, ნაკლებ საქმეს აკეთებ? მიხა ხელაშვილის საფლავზე რომ იყავი იმ უბედურ ამინდში, ეგ გმირობა არ არის? ძალიან დიდ პატივს გცემ!
2. რამხელა სიმსუბუქე ვიგრძენი - თითქოს მე გამეკეთებინოს ეგ კეთილი საქმე! 55555 რამხელა სიმსუბუქე ვიგრძენი - თითქოს მე გამეკეთებინოს ეგ კეთილი საქმე! 55555
1. მე ასე ვიტყოდი: თქვენ მარტო ლამაზად კი არა, წერთ საჭიროდ და ლამაზად! ბევრის მომცველია თქვენი ნაწერები და ღირებული. მომწონს! მე ასე ვიტყოდი: თქვენ მარტო ლამაზად კი არა, წერთ საჭიროდ და ლამაზად! ბევრის მომცველია თქვენი ნაწერები და ღირებული. მომწონს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|