ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: didou nana
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

მე ვარ პოეტი

მე ვარ პოეტი,
შენ ხარ სატანა,
და ჩემს მომართვას
ბედავს ვერავინ;
შენ გძულს სიკეთე,
კაცის გატანა,
მე კი მძულს სიტყვა
გაუკერავი.

შენ ხარ ჭაობი
მე ვარ მდინარე,
მე უდაბნოში დარგული
ხე ვარ;
შენი მსხვერპლია
სული მძინარე,
ჩემი მსხვერპლი კი
ისევლე მე ვარ.

შენ – სარეველა,
მე ვარ ყვავილი;
პეპლის და ფუტკრის
მსხვერპლი და წერა,
შენი საქმეა
კატებრ ჩხავილი,
მე კი მიტაცებს
ნატიფი ბგერა.

მე ჰაერი ვარ,
შენა ხარ კვამლი,
და შენ გმონობენ
ახალნიც, ძველნიც;
შენ სუნი გიდის
საძარღვე წამლის,
მე კი ავქოთდი
სურნელით მელნის.

მე ვარ სარკმელი,
შენ ხარ გისოსი,
შენ ხარ ყველაფრის
მკეტი ბოქლომი,
შენი გენია
კახპა და ბოზი,
ჩემი გენი კი -
მჭადი და ღომი.

მე ვარ პოეტი,
შენა ხარ ავი,
კალმის ჟანგი ხარ
პოეტთა თემში,
თუმცაღა, ვაჰ, რომ
შენი ნიავი,
მაინც უბერავს,
არსებობს ჩემში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები