 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 25 იანვარი, 2010 |
დამსხვრეულ სარკესთან ფიქრებში გავერთე: ავენთე, ჩავერთე, წამები გავაქრე. დავღვარე, თასიდან მდინარე სასმელი, წავაგე მე ისევ ჩემ თავთან წავაგე, ფარდებში ანათებს მომავლის ბილიკი. ასხივებს, აშუქებს, სითბოში ისვენებს. მეც მინდა, მეც მინდა ვიპოვნო სიზმრები, მაგრამ მე ისევ ბრძოლაში ვმარცხდები.
აღარ ღირს წარსულთან ბრძოლა და კამათი, არც დავა, არც ომი, არც ქიში-შამათი. - ჭადრაკი დაფაზე საათებს გაურბის. მეფე ხარ? პაიკი? მე უფრო საათებს ვებრძვი და სიტყვებიც თავისით ხელიდან მეცლება - და უფრო ვიღლები, ვიბნევი, ვნებდები. ვთამაშობთ სულყველა: ვთამაშობთ ფიქრებით, სიტყვებით თვალებით და მერე ვიბნევით. ყველას გვაქვს რაღაც რაც იაფი არ გვიღირს: არც ოქრო, არც ვერცხლი, არც ჩვენი ნიღბები.
ისევ თოვს გარეთ და მე ისევ სარკესთან, დამსხვრეულ სარკესთან ფიქრებში გავერთე. ავენთე, ჩავერთე, წამები გავაქრე, წავაგე, მე ისევ ჩემ თავთან წავაგე. აღარ მსურს ახალი პარტიის დაწყება, ჭადრაკი დაფაზე საათებს გაურბის. - შეგცივდა ? მეც მცივა, მაგრამ არ ვიღლები. მე უკვე ვისწავლე და მე გავიზარდე.
დამსხვრეულ სარკესთან ვთამაშობთ სიტყვებით, საათებს აებნათ გზები და ფიქრები. ვიღლებით, მე და შენ საშინლად ვიღლებით მაგრამ არ ვიბნევით და გესმის სიტყვები: - ქიში და შამათი! უკვე შენ ნებდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ავენთე, ჩავერთე, წამები გავაქრე, წავაგე, მე ისევ ჩემ თავთან წავაგე.
მომწონს,კარგი ლექსია! ავენთე, ჩავერთე, წამები გავაქრე, წავაგე, მე ისევ ჩემ თავთან წავაგე.
მომწონს,კარგი ლექსია!
6. წავედი და ისევ მოვედი :D ერთხელაც ვიტყვი რომ მომწონს და გავალ ;;) წავედი და ისევ მოვედი :D ერთხელაც ვიტყვი რომ მომწონს და გავალ ;;)
5. ბეექ მართლა გაიზარდეე :) მართლა მაგარია :-* ბეექ მართლა გაიზარდეე :) მართლა მაგარია :-*
4. "მაგრამ არ ვიღლები. მე უკვე ვისწავლე და მე გავიზარდე."
მომეწონა....:) "მაგრამ არ ვიღლები. მე უკვე ვისწავლე და მე გავიზარდე."
მომეწონა....:)
3. წავაგე მე ისევ ჩემ თავთან წავაგე, +2!!! წავაგე მე ისევ ჩემ თავთან წავაგე, +2!!!
2. sakaifo ramea chemi azrit am avtoris nacerebs tu gadaxedavs mkitxveli dzveelebtan shedarebit nacerebshi axali muxtebi da dabadeba ashkrad igrdznoba. avtoris konvenciidan verlibris neitralze dgomac ashkara. da me es dzalian momcons.
gaixare. beq.
+5 sakaifo ramea. sakaifo shedarebebit., sakaifo ramea chemi azrit am avtoris nacerebs tu gadaxedavs mkitxveli dzveelebtan shedarebit nacerebshi axali muxtebi da dabadeba ashkrad igrdznoba. avtoris konvenciidan verlibris neitralze dgomac ashkara. da me es dzalian momcons.
gaixare. beq.
+5 sakaifo ramea. sakaifo shedarebebit.,
1. მომწონს ძალიან!
5 მომწონს ძალიან!
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|