ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


"ტყუილია" - "აი, ეს იწამე"

    * * *
„დრო მკურნალიაო“ ტყუილია...
დრო შველის ყველა დარდსო,
არვინ დაიჯეროს, რადგანაც
ქალავ… შენ მიყვარხარ მაინც!
დრო გარდასულა რამდენი
არ მინახიხარ, გაქრი,
მაგრამ ჩემს გულში კვლავაც
დაქრიხარ, როგორც ქარი.
არ გენატრები, არ გახსოვს
როს გარდასული წლები
რითმა, რითმაზე აკინძულ
მოძღვნილი ჩემი ლექსი.
    * * *
„გულს ვერ უბრძანებო“
- აი ეს იწამე,
მართლაც ვერ შეგცვალა ვერვინ!...
შენი სიყვარული ჩემთვის უცვლელია,
როგორც სიყვარული ღმერთის.
ბრძოლაც, რომ დამჭირდეს,
თუნდაც სიკვდილამდე
შენს თავს არ დავუთმობ არვის,
შენდამი გრძნობა იმდენად ძლიერია
ვერვინ მოერევა მაინც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები