ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2008


მარტყოფი

ნახვა მეორედ,
სხვანაირი ხედვაა თვალთა,
თვალთახედვაა
გაჭიმული
მთებს და ცას შორის.
სამრეკლოს ვტოვებ,
ხილულივით მომყვება
ლანდად,
ხელთშეუქმნელი სასწაული-
ხატი მაცხოვრის.
ზემოთ კი, სადღაც
ქვა-ღორღიან, ციცაბო გზებზე,
მატულობს განცდა
სიმაღლის და ღვთის სიახლოვის.
შემოხიზვნია,
დიდი ხნის წინ,
აქ, სიმარტოვეს
მარტვილი მამა,
ასურელი ბერი ანტონი.
რომ მოაღწია
მოკვდავთაგან გარიყულ ადგილს,
მიწიერებას განდეგილმა,
გარიდებულმა,
ცისკენ ასწია
საყუდელი,
ვით ნათლის სვეტი,
დასთრგუნა ხორცი,
და უკვდავმა იცხოვრა_
სულმა.
დღეს ეს გარემო
სიამეს მგვრის
მარტოდმყოფლობის,
და უცნაური სიმშვიდით
ვგრძნობ,
რაღაც, არყოფილს…
ბავშვივით ვდგავარ
მადლითმოსილ
ღვთაების კართან,
და ხელმეორედ
მისალბუნებს სუნთქვას
მარტყოფი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები