ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


სანაპიროზე...

მზეც ჩაესვენა თითქოს მდორედ, აუღელვებლად,
ტალღა ნელ-ნელა შლიდა ზღვაზე შენს სილუეტებს,
ზღვის მძაფრი სუნით გაგუდულმა თეთრმა ღრუბლებმა
სტიქარი იცვეს! სამგლოვიარო დაუკრეს გედებს...

მთვარე სავსეა, ისე როგორც ჯერ არასოდეს,
ენით უთქმელი პეიზაჟი თვალწინ მიდგება,
გემის იალქანს უსწორმასოწორდ არხევს ნიავი
და ჩრდილებს შუა შენი ლანდი მეთამაშება...

რა უცნაური ღამე არის, მთვარის ნათება,
ცაც გასაოცრად აციმციმებს მძაფრ მელოდიებს,
ჩრდილიც თამაშობს... ეშმაკურად გიბიძგებს ჩემსკენ,
(თან ჯენტლმენივით ჩემი აჩრდილი ტანგოსკენ გიწვევს...)

ვგრძნობ დაიღალე, მაგრამ მაინც არ უკლებ რიტმებს,
მთვარე მინათებს შენს სილუეტს ლოიალურად,
ნელ-ნელა წყდება იალქანის ბორგვა-თამაში
და ჩვენც ამ დილას სანაპიროზე გაგვეღვიძება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები